
| პროგრამა: | საჯარო მმართველობა (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | ეკა გეგეშიძე ნოდარ ხერხეულიძე |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | I ნაწილი - საჯარო მმართველობის მაგისტრი; - II ნაწილი - კვლევის მაგისტრი საჯარო მმართველობაში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | I ნაწილი: საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე, აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა გამჭვირვალეა, მათ შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. II ნაწილი: სამაგისტრო პროგრამის II ნაწილზე დაშვების წინაპირობაა პროგრამის I ნაწილის წარმატებით გავლა. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №65/ნ (2026 წლის 15 მაისი) ბრძანების შესაბამისად, მოქმედებს შემდეგი წესები: ა) თუ პირის სამაგისტრო პროგრამის I ნაწილზე ჩარიცხვიდან გასულია 5 წელი, II ნაწილზე დაშვებისთვის იგი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა; ბ) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიან იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. |
| პროგრამის მიზანი: | I ნაწილი - საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია დემოკრატიული აზროვნების, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საჯარო მმართველების მომზადება, ახალი საჯარო ლიდერების გამოვლენა და წარმოჩენა, რომლებსაც პოლიტიკის ცვლილების, ღია მმართველობის პრინციპებზე დაყრდნობით და ახალი ხედვებისა თუ ტრანსფორმაციული ცვლილებების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საქართველოს საჯარო მმართველობის არსებული სისტემის გაუმჯობესების პროცესში. დღეს, საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კარგი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა საჯარო ადმინისტრირების მენეჯერულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტში, ჩამოუყალიბოს კრიტიკული აზროვნებისა და კრეატიული ხედვის უნარი, უზრუნველყოს მაქსიმალური შესაძლებლობებისა და ლიდერობის პოტენციალის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურსდამთავრებულის დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას, ასევე ქვეყანაში არსებული საჯარო მმართველობითი პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.
II ნაწილი - მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმები თუ საჯარო პოლიტიკური ცვლილებები, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი თუ საჯარო სერვისების დასავლური სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა მართვის მრავალ კონცეპტუალურ და პრაქტიკულ სირთულეს იწვევს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი სწორედ მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებმა უნდა უზრუნველყონ. შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა საჯარო პოლიტიკის შეფასების, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების მიმართულებით, ჩამოუყალიბოს კრიტიკული ანალიზის უნარი და განავითაროს მათი კვლევითი კომპეტენცია. პროგრამის ეს ნაწილი უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მომზადებას მაღალი დონის ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობისთვის, რაც მას მისცემს დამატებით კონკურენტულ უპირატესობას შრომის ბაზარზე და შესაძლებლობას, საჯარო პოლიტიკის კვლევის და შეფასების საფუძველზე წვლილი შეიტანოს მტიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის ფორმირების, საჯარო პოლიტიკის პროცესისა და ხარისხის გაუმჯობესებაში. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | კურსდამთავრებული: პროგრამის I წლის დასრულების შემდეგ:
პროგრამის II წლის დასრულების შემდეგ:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 12-12-2005 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 4 |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 01/26 |
| პროგრამის დეტალები: | საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს თემატური ბლოკებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. გამოკვეთილი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე სტუდენტს შეუძლია აირჩიოს საგნები საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის ბლოკებიდან. შესაძლებელია საგნების არჩევა როგორც ერთი, ასევე სამივე ბლოკიდან, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს სპეციფიკური ცოდნა არჩეული მიმართულებით ან შეარჩიოს მისთვის საინტერესო საგანთა კომბინაცია. |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | I ნაწილი: საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი, კერძოდ, 48 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 12 კრედიტის აღების საშუალება აქვს საჯარო მმართველობის ასარჩევი თემატური ბლოკებიდან. პროგრამაში გათვალისწინებულია საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის თემატური ბლოკები, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს 144 კრედიტს. II ნაწილი: საჯარო მმართველობის კვლევის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი, კერძოდ, 54 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 6 კრედიტის აღების საშუალება აქვს საჯარო მმართველობის ასარჩევი საგნების ბლოკიდან. |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| ECON6580 | ეკონომიკა | 6 | 1 |
| PUBL5110 | სახელმწიფო მართვა | 6 | 1 |
| PUBL2020 | საჯარო ადმინისტრირების ძირითადი სამართლებრივი ასპექტები | 6 | 1 |
| PUBL6220 | საჯარო პოლიტიკის ანალიზი | 6 | 1 |
| PUBL2040 | საჯარო სერვისების პოლიტიკა და მენეჯმენტი | 6 | 1 |
| PUBL2050 | პროექტის მართვა საჯარო სექტორში | 6 | 2 |
| PUBL2030 | საზოგადოებრივი ორგანიზაციები და არაკომერციული მენეჯმენტი | 6 | 2 |
| PUBL2060 | საჯარო პროექტების მონიტორინგი და შეფასება | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 48 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| MGMT5210 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | |
| BLCH5110 | ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემა | 6 | |
| PUBL5111 | დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა თანამონაწილეობა მმართველობაში | 6 | |
| PUBL6112 | კრიზისის მენეჯმენტი საჯარო ორგანიზაციებში | 6 | |
| MGMT5110 | ოპერაციათა მენეჯმენტი | 6 | |
| MGMT6110 | ორგანიზაციული ქცევა | 6 | |
| PUBL5050 | პრაქტიკა საჯარო სექტორში | 6 | |
| PUBL5240 | საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები | 6 | |
| MGMT5230 | სტრატეგიული მენეჯმენტი | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 54 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LAWP5250 | ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები | 6 | |
| LAWB6190 | ეკონომიკური საქმიანობა და გადასახადებით დაბეგვრა | 6 | |
| LAWP5510 | პოლიტიკური პარტიების სამართალი | 6 | |
| LAWP5460 | სამოხელეო სამართალი | 6 | |
| BLCH5119 | სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია | 6 | |
| LAWP5260 | შედარებითი კონსტიტუციური სამართალი | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 36 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| IREL6131 | აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა | 6 | |
| IREL5321 | გლობალიზაცია, მედია და მმართველობა | 6 | |
| IREL5353 | გლობალური მმართველობა და გამჭვირვალობა | 6 | |
| IREL5322 | გლობალური მმართველობა და მდგრადი განვითარება | 6 | |
| IREL5352 | ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა | 6 | |
| IREL5240 | ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა | 6 | |
| IREL5220 | საერთაშორისო ორგანიზაციები | 6 | |
| IREL5110 | საერთაშორისო ურთიერთობების თეორია | 6 | |
| PHMA5110 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 54 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| PUBL2026 | თვისებრივი კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში | 6 | 1 |
| PUBL7777 | მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია | 6 | 1 |
| PUBL2027 | რაოდენობრივი კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში | 6 | 1 |
| PUBL2121 | საჯარო პოლიტიკის და პროგრამების შეფასება | 6 | 1 |
| PUBL6300 | სამაგისტრო ნაშრომი საჯარო მმართველობაში | 30 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 54 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| PUBL5279 | ადმინისტრაციული ლიდერობა საჯარო სექტორში | 6 | |
| STAT5111 | ბიზნეს სტატისტიკა | 6 | |
| PUBL0101 | კვლევითი პრაქტიკა საჯარო მმართველობაში | 6 | |
| PUBL5225 | საგრანტო განაცხადის შემუშავება და წერა | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 24 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |