eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: მაია ამაშუკელი
ნათია გოლიაძე
ეკა გეგეშიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ნაწილი I: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ნაწილი II: კვლევის მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირებაში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ნაწილი I ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის პროგრამაზე, სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ზეპირი გასაუბრების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: ● TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. ● IELTS – მინიმალური ქულა 6.5. ● PTE General – მინიმალური დონე B2. ● FCE – მინიმალური დონე B. ● CPE – საკმაირისია ჩაბარება. ● CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა. ნაწილი II არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60-კრედიტიანი პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა გააგრძელოს პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში გასაუბრების წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: OEFL IBT – მინიმალური ქულა 80; IELTS – მინიმალური ქულა 6.5; PTE General – მინიმალური დონე B2; FCE – მინიმალური დონე B; CPE - საკმაირისია ჩაბარება; CAE - საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს,რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თანამედროვე, ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებში. პროგრამა ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებაზე, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მზადყოფნას  საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობისათვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში.

II ნაწილი - პროგრამის II ნაწილის მიზანია სტუდენტს განუვითაროს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, ანალიზისა და შედეგების ინტერპრეტაციის უნარები. პროგრამა ორიენტირებულია იმ კომპეტენციების განვითარებაზე, რომლებიც სტუდენტს საშუალებას მისცემს მიიღოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, შეისწავლოს ბიზნესთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხები და აკადემიური სტანდარტების შესაბამისად შექმნას სამეცნიერო ან პრაქტიკული ღირებულების მქონე ნაშრომი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • დისკუსია/დებატები
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
სწავლის შედეგი:
  • ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

    • სიღრმისეულად და სისტემურიად განიხილავს ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებთან დაკავშრებულ თანამედროვე კონცეფციებს, მიდგომებს, თეორიებსა და მოდელებს
    • ძირითადი მარკეტინგული კონცეფციების საშუალებით კრიტიკულად და არგუმენტირებულად მსჯელობს კომპანიის სტრატეგიული დაგეგმვის თავისებურებებზე, მარკეტინგული გეგმის კომპონენტებზე, მიზნობრივ ბაზრებზე, ფირმის პოზიციონირების საერთო სტრატეგიასა და კომპანიის საკომუნიკაციო საშუალებებზე
    • ცვალებადი გარემოს, ორგანიზაციული პროცესემის მართვის და ბიზნესის ფუნქციონალური სფეროს წინაშე მდგარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის შედეგად შეიმუშავებს თანამედროვე ბიზნესის სტრატეგიებს
    • თანამედროვე ეკონომიკური თეორიებისა და მოდელების გამოყენებით დამოუკიდებლად იღებს მენეჯერულ გადაწყვეტილებას მოგების მაქსიმიზაციის, ფასების განსაზღვრის, დანახარჯების გაანალიზების კუთხით სხვადასხვა ბაზრებზე                         
    • საბუღალტრო კონცეფციების, დაშვებების და პრინციპების გათვალისწინებით აანალიზებს კომპანიის მომგებიანობას, დანახარჯთაღრიცხვის საკითხების გამოყენების, ფინანსური უწყისების აგების,  ამ პროცესში ბუღალტრულ-ეთიკური პრინციპების დაცვის გზით
    • საკუთარი პროფესიული ინტერესების, სწავლის პროცესის თავისებურებების გათვალისწინებით დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარი სწავლის პროცესის სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროებას
    • იაზრებს მენეჯერული საქმიანობ„ის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს

    ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი

    • დამოუკიდებლად წარმართავს კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს, ბიუჯეტის შემუშავების, შესრულების ანგარიშის დახასიათების, კომპანიის პროდუქტის კატეგორიის ან ბრენდის მარკეტინგული კვლევის ჩათვლით
    • ეფექტურად წარადგენს მის მიერ შემუშავებულ კვლევითი/პრაქტიკული ხასიათის პროექტის/მაშრომის შედეგებს შესაბამისი საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
    • პრობლემის მრავალმხრივად გაანალიზებისა და ორიგინალური გადაჭრის გზასთან/გზებთან დაკავშირებით შეიმუშავებს რეკომენდაციებსა თუ დასკვნებს შესაბამისი წერილობითი და ზეპირი ფორმით, აკადემიური სტანდარტების და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით

     

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-23-2004
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 52-19
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრის კვალიფიკაცია, დაგროვილი კრედიტების შესაბამისად. პროგრამის მოცულობა შეადგენს 120 ECTS  და შედგება ორი ნაწილისაგან:

    ნაწილი I: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი – 60 ECTS; პროგრამა მოიცავს ბიზნეს მენეჯმენტის ყველა ძირითადი ფუნქციური მიმართულების პრაქტიკულ კომპეტენციებს.

    ნაწილი II:  ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი - 60 ECTS, პროგრამა მოიცავს კვლევით კომპეტენციებს, როგორიცაა დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, ანალიზი და შედეგების ინტერპრეტაცია.

    ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის  ხარისხის მოსაპოვებლად (ნაწილი I: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი), სტუდენტმა უნდა დააგროვოს   60 ECTS. მათ შორის: 48 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 12 ECTS პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.  

    ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად  (ნაწილი II ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი),  სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 ECTS, მათ შორის: 48 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 12 ECTS  პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    BUSN5210ბიზნეს-კომუნიკაციები61
    MKTG5110მარკეტინგის მენეჯმენტი61
    ECON5110მენეჯერული ეკონომიკა61
    FINA5110ფინანსური აღრიცხვა61
    ACCT5210მმართველობითი აღრიცხვა62
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი62
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი62
    FINA5250ფინანსების მენეჯმენტი62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT5210ადამიანური რესურსების მართვა6
    FINA6239ბანკის მენეჯმენტი6
    BLCH5230ბიზნეს-პროცესები6
    MKTG6130ბრენდის მენეჯმენტი6
    MKTG6515გაყიდვების მენეჯმენტი6
    FINA5210დაზღვევა და რისკის მენეჯმენტი6
    LAWB6190ეკონომიკური საქმიანობა და გადასახადებით დაბეგვრა6
    MKTG6155ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი6
    LAWC5131კომერციული მედიაცია მაგისტრებისთვის6
    MGMT4550ლიდერობა6
    MKTG5161მარკეტინგული კომუნიკაციები6
    COMM5140მედია დაგეგმარება და გაყიდვები6
    BUSN5668მეწარმეობა6
    MKTG5210მომხმარებელთა ქცევა6
    COMM6155ონლაინ კომუნიკაციები6
    MGMT5110ოპერაციათა მენეჯმენტი6
    MGMT6110ორგანიზაციული ქცევა6
    ADVM5215რეკლამა6
    MGMT6120საერთაშორისო ბიზნესი6
    COMM5111საზოგადოებასთან ურთიერთობა6
    LAWB6313საქართველოს გადასახადების სისტემა6
    BUSN6015სტრატეგიული დაგეგმვა6
    PHMA5210ჯანდაცვის მენეჯმენტი6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    138

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა63
    STAT5111ბიზნეს სტატისტიკა63
    BUSN6550კვლევის მეთოდები63
    BUSN6200სამაგისტრო ნაშრომი ბიზნესის მართვაში304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    BUSN6120ბიზნეს ეთიკა6
    BUSN5110ბიზნესის სტრუქტურირება და გადაწყვეტილების მიღება6
    INFO5277გადაწყვეტილებათა მოდელირება MS Excel-ში6
    FINA6160ინვესტმენტი6
    BLCH5140ინოვაციური ბიზნეს-მოდელები6
    MKTG6110მარკეტინგული კვლევა6
    ECON6270საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა6
    FINA6159საერთაშორისო ფინანსები6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი