eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: მარიამ ჯანჯარია
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - მენეჯმენტის მაგისტრი; II ნაწილი - კვლევის მაგისტრი მენეჯმენტში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის No. 224/ ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ზეპირი გასაუბრების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: ● TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. ● IELTS – მინიმალური ქულა 6.5. ● PTE General – მინიმალური დონე B2. ● FCE – მინიმალური დონე B. ● CPE - საკმაირისია ჩაბარება. ● CAE - საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს,რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% გადალახვა. II ნაწილი პროგრამის მეორე ნაწილზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60-კრედიტიანი პირველი ნაწილი. სტუდენტს უფლება აქვს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა გააგრძელოს პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში გასაუბრების წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: ● TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. ● IELTS – მინიმალური ქულა 6.5. ● PTE General – მინიმალური დონე B2. ● FCE – მინიმალური დონე B. ● CPE - საკმაირისია ჩაბარება. ● CAE - საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს,რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი 

პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მიაწოდოს მათი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო კვალიფიციური საშუალო და მაღალი რგოლის HR მენეჯერი, რომელსაც აქვს ინოვაციური და თანამედროვე ტენდენციებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა ადამიანური კაპიტალის მართვაში, ბიზნესის ხედვა, ციფრული ინტეგრაციის უნარები; შეუძლია პატივისცემასა და მერიტოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა, ეფექტიანი პროფესიული ურთიერთობების დემონსტრირება. კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო ორგანიზაციებში საშუალო თუ მაღალი რგოლის პოზიციებზე, როგორიცაა: HR ბიზნეს პარტნიორი, HR გენერალისტი, HR მენეჯერი, HR ანალიტიკოსი და სხვ. 

ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია ინოვაციური ადამიანური რესურსების აკადემიის (AIHR) მიერ შემუშავებულ ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალების ე.წ. T ფორმის კომპეტენციის მოდელზე და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებაზე, რაც გამოიხატება კურსდამთავრებულის ბიზნესის ხედვის (Business Acumen), ციფრული მოქნილობის (Digital Agility), მონაცემების გამოყენების (Data Literacy) და ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებაში. საგნების უმეტესობა, გარდა თეორიისა, მოიცავს სიმულაციურ და როლურ თამაშებს, რეალური სიტუაციების განხილვას (case study), პროექტების შექმნას, კონსულტაციებს და ა.შ.

II ნაწილი

პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია მოამზადოს მენეჯმენტის კვლევის მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია ადამიანური კაპიტალის მართვის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ორგანიზაციული პროცესების კვლევითი, ანალიტიკური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული შესწავლა. 

პროგრამის მეორე ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ციფრული ტრანსფორმაციის, ალგორითმული კულტურის, პლატფორმიზაციის, პროექტის მართვას, ორგანიზაციული რეალობის თვისებრივი ანალიზისა და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებას მენეჯმენტისა და ადამიანური კაპიტალის მართვის კვლევაში. 

სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კვლევით პროექტებს, აკადემიურ წერას, მონაცემთა ანალიზს, სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკულ შეფასებას, პროექტის მენეჯმენტს და სამაგისტრო ნაშრომის შესრულებას. ეს კომპონენტები უზრუნველყოფს სტუდენტის კვლევითი კომპეტენციების ეტაპობრივ განვითარებას და საბოლოოდ მათ დამოუკიდებელ დემონსტრირებას სამაგისტრო ნაშრომში.

პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო ორგანიზაციებში ანალიტიკურ, კვლევით, HR ანალიტიკის, ორგანიზაციული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მენეჯმენტის კვლევასთან დაკავშირებულ პოზიციებზე. ასევე, მას აქვს შესაბამისი აკადემიური და კვლევითი საფუძველი სწავლის გაგრძელებისთვის სადოქტორო საფეხურზე და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართვისთვის.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  •  ახსნა-განმარტებით მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დებატები
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • ვერბალური, ანუ ზეპირსუტყვიერი მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • კვლევით პროექტზე მუშაობა;
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლექცია სემინარები
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  •  პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • როლური თამაში
  • სიახლეთა გარჩევა
  • სიმულაცია
  • ქეისებზე დაფუძნებული სწავლება
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
  • პროგრამის I ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

    • (Functional Competencies) კრიტიკულად განიხილავს სამუშაოს ანალიზისა და დაგეგმვის როლს პერსონალის შერჩევის, შეფასების, განვითარების, კომპენსაციის და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნაში
    • კრიტიკულად მსჯელობს ორგანიზაციულ სტრუქტურაში როლების და გუნდების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ორგანიზაციის ტრანსფორმაციის პროცესში გუნდების და პროექტის მართვის მეთოდოლოგიებზე (Agile, Scrum, Kanban, Waterfall)
    • (Business Acumen) აანალიზებს მუ ხ   დმივად ცვალებად გარემოს, შრომის ბაზარს, ფინანსურ მონაცემებს და კონკურენტების ლანდშაფტს, შესაბამისი HR სტრატეგიის, პროცესების, პრაქტიკის და პროექტების შემუშავების მიზნით
    • (People Advocacy) იყენებს ლიდერობის, ძალაუფლებისა და კონფლიქტების შესახებ ცოდნას მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური (DEI) შრომითი პრაქტიკის დასამკვიდრებლად

    პროგრამის II ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

    •  (Digital Agility) ტექნიკური გუნდსისთვის დავალების გაწერის მიზნით, ახდენს ძირითადი ბიზნეს პროცესების დიაგნოსტირებას / მოდელირებას და მონაწილეობს HR პროცესების გაციფრულებაში
    •  გეგმავს და მართავს მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების პროექტებს, განსაზღვრავს პროექტის მიზნებს, რესურსებს, დაინტერესებულ მხარეებს, რისკებსა და განხორციელების ეტაპებს. 
    •  (Data Literacy) გეგმავს და ატარებს ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროსთან დაკავშირებულ თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევას; აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს HR მონაცემებს, კრიტიკულად აფასებს კვლევის შედეგებს და აყალიბებს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს HR პროცესების, მენეჯერული გადაწყვეტილებების და თანამშრომელთა კეთილდღეობას გაუმჯობესებისთვის. 
    • შეიმუშავებს კვლევით ნაშრომს მენეჯმენტის, ადამიანური კაპიტალის მართვის ან ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით და წარმოადგენს კვლევის შედეგებს აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    I ნაწილი

    მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დაასრულოს პროგარმის პირველი ნაწილი და დააგროვოს 60 (ECTS) კრედიტი პროგრამის ძირითადი საგნებიდან. 

    II ნაწილი

    კვლევის მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის ძირითადი საგნები (54 ECTS), მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი (30 ECTS) და ასარჩევი საგნები (6 ECTS).

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HRDT5001მენეჯერული აღრიცხვა და ფინანსები არაფინანსისტებისთვის61
    HRDT5016ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომლების მოტივირება61
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი61
    HRDT5008ტალანტების განვითარება და შესრულებული სამუშაოს მართვა61
    HRDT5006ტალანტების რეკრუტირება და შერჩევა ციფრულ ეპოქაში61
    HRDT5010HR ანალიტიკა62
    MGMT5110ოპერაციათა მენეჯმენტი62
    HRDT5009საკომპენსაციო პოლიტიკა და სისტემები62
    HRDT5004ტრანსფორმაციების მართვა62
    HRDT5012შრომის კანონმდებლობის სამართლებრივი ჩარჩოები62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    60

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HRDT5020ალგორითმული კულტურა და პლატფორმიზაცია63
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი63
    HRDT5028რაოდენობრივი და სტატისტიკური კვლევის მეთოდები63
    HRDT5022სოციალურად კონსტრუირებული რეალობის თვისებრივი ანალიზი63
    HRDT5005სამაგისტრო ნაშრომი304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HRDT5011HR მარკეტინგი, ბრენდინგი და კომუნიკაციის სისტემები6
    HRDT5017ადამიანური კაპიტალის მართვის ინტენსიური კურსი(PHRi, SPHRi)6
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6
    STAT5111ბიზნეს სტატისტიკა6
    PSYM5310ბიზნეს ფსიქოლოგია6
    BUSN5110ბიზნესის სტრუქტურირება და გადაწყვეტილების მიღება6
    HRDT5013გეიმიფიკაციის სიტემები ადამიანების მართვაში6
    HRDT5014მაღალპროდუქტიული გუნდების ინტეგრაცია და ლიდერობა6
    HRDT5002ორგანიზაციული დავების მენეჯმენტი6
    HRDT5025პიროვნების და სოციალური ფსიქოლოგია6
    HRDT5019სმარტ კონტრაქტები და ბლოკჩეინი6
    HRDT5027სტაჟირება კომპანიაში6
    HRDT5007ტექნოლოგიური ტალანტების მართვა6
    HRDT5015ქოუჩინგი და ინდივიდუალური ინტერვიუები პერსონალური განვითარების გეგმისთვის6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    84










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი