eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: პოლიტიკის მეცნიერებები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მაღალი კომპეტენციის პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტი და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტალური თეორიული მომზადება პოლიტიკურ თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების კვლევისა და გაანალიზების უნარი. პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალვრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დასაქმედნენ, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ინსტიტუტში, ასევე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც პროგრამის ასისტენტის, კოორდინატორის ან/და სპეციალისტის პოზიციაზე, ადგილობრივი თვითმართველობის უწყებებში სპეციალისტის პოზიციაზე, აგრეთვე პოლიტიკური პარტიების კამპანიის კოორდინატორის და მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოს პარლამენტში ასისტენტის პოზიციაზე, ასევე, საჯარო სამსახურებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც საგარეო მომსახურების სპეციალისტი, საკონსულო თანამშრომელი და სხვადასხვა დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსია
  • დებატები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • ახასიათებს პოლიტიკის მეცნიერებების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკური სისტემები, ფუნქციები, რეჟიმები და მმართველობის ფორმების პრინციპები, პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკური აზრის ფილოსოფია, პოლიტიკური თეორიების, პოლიტიკური ინსტიტუტები, კულტურა და მექანიზმები, სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ელემენტები და პროცესები, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენები;
    • განიხილავს საერთაშორისო ურთიერთობებს, როგორც გლობალურ პოლიტიკას, მისი თეორიული საფუძვლებისა და გლობალური პოლიტიკის პროცესებს, მათ შორის ომისა და მშვიდობის გამომწვევ მიზეზებს, საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ ინსტიტუციურ თავისებურებებს;
    • ხსნის სახელმწიფოს მართვის თეორიებს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების, პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური სოციალიზაციის, საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის სტრუქტურის, განვითარების, ეტაპების და განხორციელების მექანიზმებს შიდა და საგარეო სახელმწიფო პოლიტიკის კონტექსტში;
    • აღწერს ევროპეიზაციის ძირითად მახასიათებლებს, ევროპული ინტეგრაციის თეორიებს, ევროკავშირის გაფართოების და ინტეგრაციის, ევროპული დემოკრატიის ცნებს და პრინციპებს, მისი პოლიტიკურ სისტემებში ასახვის თავისებურებებს.
    • ხსნის პოლიტიკური სოციოლოგის რაობას, განვითარებას, ეტაპებს, პოლიტიკას,როგორც სოციალური მოვლენას და პოლიტიკის სოციოლოგიზაციას. ასევე, ეკონომიკური პროცესების საფუძვლებს.
    • ხსნის კვლევის მეთოდებსა და მეთოდოლოგიას, გეოპოლიტიკისა და სტრატეგიული კვლევების მნიშვნელობას, ისევე როგორც იცის აკადემიური ინგლისური ტერმინოლოგია პოლიტიკის მეცნიერებებში;
    • ასახელებს და განმარტავს ქართული სალიტერატურო ენის რაობასა და არსს; მის განმსაზღვრელ ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ პირობებს;
    • ასახელებს და განმარტავს ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის საკითხებს; ენის ნორმალიზაციის ისტორიას, ნორმათა დადგენის მეთოდებსა და პრინციპებს;

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე გეგმავს კვლევებს პოლიტიკურ საკითხებზე, განსაზღვრავს მეთოდოლოგიას და ახორციელებს კვლევას, ასევე, იყენებს წყაროებს და ლიტერატურას როგორც ქეისური, ისე მეორადი კვლევების განხორციელისას, კვლევითი ანგარიშების შემუშავება და შეფასება აკადემიური სტილის შერჩევითა/გამოყენებით;
    • აანალიზებს და აფასებს პოლიტიკის მეცნიერებებში მმართველობის ფორმებს, პოლიტიკურ რეჟიმების, სისტემების თავისებურებებს, განსხვავებულ საარჩევნო სისტემებს და პოლიტიკურ შედეგებს, პოლიტიკური კულტურისა და ინსტიტუტების თავისებურებებს;
    • ახდენს პოლიტიკურ იდეათა და იდეოლოგიათა კატეგორიზაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი როლის იდენტიფიცირებას, განსხვავებული სახელმწიფოების მაგალითებზე ადგენს პოლიტიკური სისტემების, სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური და ტრანსრეგიონალური საკითხების ურთიერთკავშირს და მთავარი მოთამაშეების ინტერესებს.
    • აფასებს პოლიტიკურ პროცესებს საერთაშორისო სისტემაში წესრიგსა და ფუნქციონირებას, აქტუალური პრობლემების, ევროკავშირის გაფართოებისა და ინტეგრაციის საკითხების, ნაციონალიზმის თეორიის, მისი განვითარების ეტაპებსს და ამ ჭრილში თანამედროვე პოლიტიკური პროცესს.
    • ახდენს სოციალური ცვლილებების და მოძრაობების თავისებურებების, ისევე როგორც პოლიტიკური რეჟიმის ლეგიტიმურობისა და მისი ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირებას;
    • ამუშავებს და აანალიზებს განსხვავებული სამეცნიერო ენით/სტილით შექმნილ ნაშრომებს, ტერმინებს, დამოუკიდებლად იძიებს მისთვის საჭირო მასალას/ინფორმაციას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • იცავს პროფესიულ, ეთიკური და აკადემიურ (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმებს;
    • აფასებს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და თავისუფალი საზოგადოების მნიშვნელობას
    • აღიარებს და მხარს უჭერს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აუცილებლობას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1970
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 180 ECTS, რაც გულისხმობს 6 ECTS ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან; 6 ECTS უნარების ბლოკიდან; 6 ECTS STEM ბლოკიდან; 144 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 18 ECTS პროგრამის ასარჩევი საგნებიდან. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1
    COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 1
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1
    LITR1212დიადი წიგნები6 1
    MUSI0011სამყაროს „წაკითხვა“ ხელოვნებით და მუსიკით: ესთეტიკა, პოლიტიკა და ძალაუფლება6 1

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 4
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 4
    STEM0004თამაშთა თეორია6 4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 4
    STEM0010ლოგიკა6 4
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 4
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 4

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    უნარების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 2
    STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 2
    STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 2

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1214ინგლისური ენა B26 1
    KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    POLI1265შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში 16 1
    POLI1266შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში 26 2
    POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6 2
    POLI2240პოლიტიკური იდეოლოგიები6 2
    POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6 2
    POLI3230შესავალი შედარებით პოლიტიკაში6 3
    POLI2220მსოფლიო პოლიტიკა6 3
    ECON1101ეკონომიკის პრინციპები6 3
    IREL4042საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი: თეორიები და კონცეფციები6 3
    POLI3105თვისებრივი კვლევის მეთოდები პოლიტიკაში6 3
    IREL1230კვლევის დიზაინი6 4
    POLI4110რელიგია და პოლიტიკა6 4
    IREL2225გეოპოლიტიკა6 4
    POLI3205სამხრეთ კავკასიის შედარებითი პოლიტიკა6 4
    KART1220აკადემიური წერა6 5
    POLI2210ნაციონალიზმი და ეთნიკური კონფლიქტები6 5
    IREL1335ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები6 5
    POLI4105დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები6 6
    POLI3145ევროკავშირის გაფართოების და ინტეგრაციის საკითხები და გამოწვევები: ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე.6 6
    POLI4566საბაკალავრო ნაშრომის მომზადება12 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    144

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    IREL1225მსოფლიო პოლიტიკა II: ცივი ომი6
    IREL1233შესავალი საერთაშორისო სამართალში6
    IREL1315თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა6
    IREL1320რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა6
    IREL3264კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები6
    JMMB3120მედია და პოლიტიკა6
    MGMT2110მენეჯმენტის საფუძვლები6
    POLI3110საერთაშორისო ორგანიზაციები6
    POLI3206V-Dem: დემოკრატიის განვითარება და საზოგადოება - მონაცემები და გაზომვა6
    POLI3250პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემები6
    POLI3251შესავალი სტატისტიკაში პოლიტიკისა და საერთშორისო ურთიერთობებისთვის6
    POLI3252პოლიტიკის დაგეგმვის პრაქტიკული კურსი6
    POLI4111დემოკრატია და პოპულიზმი6
    POLI4112მაკიაველი, მორი, ჰობსი6
    PUBL4110შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    18









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი