eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ჯანდაცვის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ოთარ ვასაძე
თამარ ლობჯანიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მენეჯმენტის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ჩაბარებული და დაძლეული აქვთ ბარიერი შემდეგ საგნებში: • ინგლისური ენა; • ქართული ენა და ლიტერატურა; • მათემატიკა/ისტორია პროგრამაზე დაშვების წინაპირობები ითვალისწინებს პროგრამის სპეციფიკას და სწავლის შედეგებს.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ჯანდაცვის მენეჯმენტის კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს გამოიყენოს ცოდნა ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემის, მისი ცალკეული ნაწილის, ორგანიზაციული მართვისა და პაციენტორიენტირებული მიდგომის შესახებ პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჰოსპიტალურ, სადაზვევო და ფარმაცევტულ სექტორებში.

პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის ამზადებს ადმინისტრატორებს (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა დონეები, ჯანმრთელობის დაზღვევა), რომლებიც მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფენ ორგანიზაციაზე გარემო ფაქტორების ცვლილებების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას; თავიანთი პროფესიული საქმიანობით ხელს შეუწყობენ ჯანმრთელობის დაცვის სერვისის, ან ორგანიზაციის გამართულ მუშაობას; ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას და მისი მთავარი მიზნის მიღწევის ხელშეწყობას - მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. პროგრამა უზრუნველყოფს კონკურენტული ორგანიზაციული სტრატეგიებისა და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების შესწავლას ფინანსური, ადმინისტრაციული, ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით.

აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების ბაზარზე ეფექტურად ოპერირებას უზრუნველყოფს ისეთი დარგობრივი საკითხების ცოდნა, როგორიცაა სამედიცინო სერვისების ორგანიზება, მიწოდება, მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვა, მარკეტინგი, ხარისხის პრინციპები, საინფორმაციო სისტემები, ჯანდაცვის პროგრამების მართვა-ფორმირება, შედეგების შეფასება, პროგნოზირების მეთოდები, ეთიკა, ბიოეთიკა და სხვ. აგრეთვე, ცოდნა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძირითადი პროცესების, სამედიცინო მანიპულაციების, დიაგნოსტირების, მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო ენისა და სხვათა შესახებ;

საბაკალავრო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულს წარმატებით განახორციელოს მენეჯერული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის საჯარო სამსახურებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიებში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ჯანდაცვით ორგანიზაციებში, პაციენტთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის ხელშემწყობ ორგანიზაციებში, ფარმაცევტულ კომპანიებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში ოპერაციულ პოზიციებზე. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტირების მეთოდი;
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება;
  • ინტერაქტიულ მეცადინეობები;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • დისკუსია;
  • გუნდური მუშაობა;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study);
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • სიმულაცია;
  • ხელმძღვანელობა/მენტორობა;
  • მტკიცებულებაზე დაფუძნებული სწავლება (Evidence-based learning (EBL);
  • როლური თამაში;
  • ლაბორატორიული მუშაობა.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • აღწერს ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურას, ძირითადი მონაწილეების ფუნქციებს, ჯანმრთელობის პოლიტიკისა და დაფინანსების მოდელებს და ხსნის მათ კავშირს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობასთან;
    • ხსნის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს, თანამედროვე თეორიებსა და კონცეფციებს, ორგანიზაციის სტრატეგიული და ოპერაციული მართვის ფუნქციებსა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგის თავისებურებებს. აღწერს ჯანდაცვის ორგანიზაციის ეკონომიკურ და საქმიან გარემოს, მის ძირითად ფუნქციურ სფეროებსა და მათ შორის ურთიერთკავშირს;
    • განმარტავს ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის ძირითად პრინციპებს და ხსნის ფინანსური ინფორმაციის მნიშვნელობას ჯანდაცვის ორგანიზაციის რესურსების დაგეგმვისა და საქმიანობის შეფასებისთვის, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების საბაზისო სტატისტიკურ მეთოდებზე დაფუძნებით;
    • აღწერს ადამიანის ორგანოთა სისტემების აგებულებასა და ძირითად ფუნქციებს, განმარტავს სამედიცინო ტერმინებს და განასხვავებს სამედიცინო პერსონალის როლებს ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდების პროცესში;
    • განმარტავს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ძირითად სამართლებრივ მოთხოვნებს, ბიოეთიკისა და პაციენტის უფლებების დაცვის პრინციპებს, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების შეფასების ძირითად მიდგომებს. აფასებს ჯანდაცვის ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნესეთიკის პრინციპების მნიშვნელობას;
    • ასახელებს და განმარტავს ქართული სალიტერატურო ენის რაობასა და არსს; მის განმსაზღვრელ ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ პირობებს; სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის საკითხებს; ენის ნორმალიზაციის ისტორიას, ნორმათა დადგენის მეთოდებსა და  პრინციპებს.

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • ჯანდაცვის ორგანიზაციის მისიისა და მიზნების, აგრეთვე შიდა და გარე გარემოს შესახებ მოძიებული ინფორმაციისა და SWOT ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს სტრატეგიული და ოპერაციული გეგმების პროექტებს, განსაზღვრავს შესაბამის აქტივობებს, საჭირო რესურსებსა და შესრულების შეფასების ინდიკატორებს. ავლენს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად რისკებს და სახავს მათი მართვის გზებს;
    • იყენებს ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის მონაცემებს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხარჯების, შემოსავლებისა და რესურსების გამოყენების გასაანალიზებლად და აყალიბებს დასაბუთებულ წინადადებებს მათი ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე გეგმავს და ახორციელებს ჯანდაცვის ადმინისტრირების საკითხზე მცირე მასშტაბის გამოყენებით კვლევას: მოიძიებს და აფასებს შესაბამის წყაროებს, აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს საბაზისო რაოდენობრივი, თვისებრივი, სტატისტიკური და ეპიდემიოლოგიური მეთოდებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს;
    • ხელმძღვანელის ზედამხედველობით მონაწილეობს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროექტების, ოპერაციებისა და სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, ასრულებს ჯანდაცვის სერვისების ორგანიზებასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ დავალებებს; მომსახურების ხარისხისა და საქმიანობის მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს პრობლემებს და სთავაზობს მათი გაუმჯობესების გზებს;
    • ამზადებს და წარადგენს პროფესიულ ანგარიშებს, კვლევის შედეგებსა და მენეჯერულ წინადადებებს ქართულად და ინგლისურად, შესაბამისი ენობრივი ნორმების, პროფესიული ტერმინოლოგიისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; ამყარებს წერილობით და ზეპირ კომუნიკაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით მონაწილეობს პროფესიულ დისკუსიასა და გუნდურ მუშაობაში;
    • ამუშავებს და აანალიზებს განსხვავებული სამეცნიერო ენით/სტილით შექმნილ ნაშრომებს, ტერმინებს, დამოუკიდებლად იძიებს მისთვის საჭირო მასალას/ინფორმაციას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • პროფესიული და კვლევითი დავალებების შესრულებისას იცავს ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერების, პაციენტის უფლებებისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის მოთხოვნებს; მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და საკითხებს, რომლებიც ამ ფარგლებს სცდება, განსახილველად წარუდგენს ხელმძღვანელს;
    • შესრულებული დავალებებისა და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე აფასებს საკუთარ ცოდნასა და უნარებს, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საჭიროებებს და ადგენს შემდგომი სწავლის გეგმას კონკრეტული მიზნების, აქტივობებისა და ვადების მითითებით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 03-30-2026
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 04/26
    პროგრამის დეტალები:

    ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში სტუდენტი წერს რეფერატებსა და პროექტებს, ასრულებს საბაკალავრო პროექტი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს, გადის სტაჟირებას საქართველოს უნივერსიტეტის კონტრაქტორ ჯანდაცვით ორგანიზაციებში. 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    მენეჯმენტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა აუცილებელია დააგროვოს 180 ECTS კრედიტი, რაც მოიცავს: 

    • 30 ECTS საუნივერსიტეტო არჩევით ბლოკს (STEM და ჰუმანიტარული ბლოკიდან 12-12 ECTS კრედიტი, SKILL ბლოკიდან 6 ECTS კრედიტი); 
    • პროგრამის ძირითად საგნებს - 138 ECTS 
    • პროგრამის არჩევით საგნებს 12 ECTS.  

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1
    COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 1
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 1
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1
    LITR1212დიადი წიგნები6 1
    MUSI0011სამყაროს „წაკითხვა“ ხელოვნებით და მუსიკით: ესთეტიკა, პოლიტიკა და ძალაუფლება6 1
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 3
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 3
    STEM0004თამაშთა თეორია6 3
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 3
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 3
    STEM0010ლოგიკა6 3
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 3
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 3

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12

    უნარების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 2
    STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 2
    STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 2

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    HELM1160შესავალი ჯანდაცვის ადმინისტრირებასა და პროფესიაში6 1
    HELM1170ადამიანის ორგანოთა სისტემები, კომუნიკაცია და ტერმინოლოგია მედიცინაში I6 1
    MATH1126მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის6 1
    ACCT2125ფინანსური აღრიცხვა6 2
    HELM1270ადამიანის ორგანოთა სისტემები, კომუნიკაცია და ტერმინოლოგია მედიცინაში II6 2
    KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 2
    STAT2222ბიზნეს სტატისტიკის საფუძვლები6 2
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 3
    HELM2380საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სისტემები და პოლიტიკის საფუძვლები6 3
    HELM2210ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    HELM2430ჯანმრთელობის სამართლისა და ბიოეთიკის საფუძვლები6 4
    MGMT2210სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    HELM2320შესავალი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ეკონომიკაში6 5
    HELM3511ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემები, ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკის საფუძვლები6 5
    HELM3611ჯანმრთელობის დაცვის სერვისები და მათი ორგანიზაცია6 5
    HELM4720ჯანმრთელობის დაცვის კვლევის მეთოდები და პროგრამების მართვა6 5
    MGMT3110ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    HELM3680პრაქტიკა ჯანდაცვის ადმინისტრირებაში12 6
    HELM4110ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგის საფუძვლები6 6
    HELM4210სამედიცინო მომსახურების ხარისხის საფუძვლები6 5
    HELM3690საბაკალავრო პროექტი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში6 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    144

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    FINA2159აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები6
    HELM4140მართული დახმარების საფუძვლები6
    HELM4151SPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვის მენეჯმენტში6
    HOST3215ტურიზმის საფუძვლები6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    INFO1220გეოინფორმატიკა6
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    KART1220აკადემიური წერა6
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6
    PHHS1011კლიმატის ცვლილებების გავლენა დაავადებების გავრცელებაზე3
    PHHS1012ხელოვნება ჯანდაცვაში3
    PSYC1265შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში6
    PUBL3212შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    PUBL3120შესავალი პოლიტიკის პროცესში, ინსტიტუტებსა და მართვაში6
    LAWB1240შესავალი სამოქალაქო სამართალში6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    ≤40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი