eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ხელოვნებათმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მარიამ გველესიანი
თინა ღუდუშაური
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

საბაკალავრო პროგრამის მიზანია კვალიფიციური, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციისა და პრაქტიკული უნარების მქონე ხელოვნებათმცოდნის მომზადებით ხელი შეუწყოს ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლას, შენარჩუნებასა და წარმოჩენას. პროგრამა ეყრდნობა სტუდენტზე ორიენტირებულ, კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ სწავლებას და მიმართულია მისი მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გამომუშავების, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ, რომელთა გარეშე დღეს შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშთა კვლევის სფეროში წარმატების მიღწევა. ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა მოიცავს დარგის ფართო ცოდნას და ბაკალავრის მომზადებისას ითვალისწინებს შრომის ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნებს, რასაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართოჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსით და სასწავლო კომპონენტებით. პროგრამაში ინტეგრირებულია  კულტურული მემკვიდრეობის მართვის  42-კრედიტიანი მოდული, რაც სტუდენტს აძლევს  შესაძლებლობას  შეიძინოს საბაზისო ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში.    პროგრამის კურიკულუმი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ პრაქტიკის კომპონენტის აუცილებლად გავლას რაც მის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს სამხატვრო გალერეებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში(ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ხელოვნების აუქციონებზე, ხელოვნების ნიმუშების დაცვის, რესტავრირების ან შეფასების საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში ან /და განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (ხელოვნებათმცოდნეობა) ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • აუდიო-ვიდეომასალის გამოყენება.
  • პრაქტიკული მუშაობა (სამუზეუმო/საგამოფენო პრაქტიკა);
  • არტეფაქტების იდენტიფიცირება;
  • რეფერატების მომზადება.
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში.
  • რეფერატების პრეზენტაცია;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • ახასიათებს ხელოვნების უძველესი ნიმუშების, მათ შორის ქართული ლითონმქანდაკებლობის აღმოცენებისა და განვითარების ზოგად ისტორიას,  მხატვრულ ნიმუშებს და დამახასიათებელ/ ურთიერთგანმასხვავებელ ნიშან-თვისებათა გაგება-გაანალიზების პრინციპებს; აგრეთვე, ხელოვნების ნიმუშთა იდენტიფიცირების (ამა თუ იმ ხალხისა და ეპოქისადმი მიკუთვნებულობის)  და მხატვრული ანალიზის პრინციპებს; 
    • აღწერს ქართული ხუროთმოძღვრებისა და რელიეფური ქანდაკების  განვითარების ისტორიასა და საეტაპო ნიმუშებს;
    • ჩამოთვლის არქიტექტურულ ტენდენციებს ისტორიულ კონტექსტში და ლოგიკურად ალაგებს  არქიტექტურული ფორმების ტრანსფორმაციას დროში; 
    • ამოიცნობს თანამედროვე ვიზუალური კულტურისა და ახალი მედიის ხელოვნების ნიმუშებს;
    • განსაზღვრავს კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებსა და დაცვის პრიორიტეტებს;
    • განსაზღვრავს ესთეტიკის ძირითადი კატეგორიებისა და ესთეტიკის , ასევე,   ხელოვნების ფილოსოფიური რეფლექსიის პრობლემებს; 
    • ასახელებს მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ყველა ძირითადი ეტაპობრივი მხატვრული მიმდინარეობის (პრეისტორიული, ანტიკური, შუასაუკუნეები, რომანული, გოთიკური, რენესანსი, ბაროკო, როკოკო, ნეოკლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი)  და ცალკეული ეპოქებისა (აღორძინების ხანა, შუა საუკუნეები, თანამედროვე ეპოქა) და რეგიონების/ქვეყნების (ახლო აღმოსავლეთი, საქართველო, დასავლეთ ევროპა და ამერიკა, შორეული აღმოსავლეთი–ჩინეთი, იაპონია და სხვა) კულტურული მიღწევების  ნიმუშთა მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების ძირითად კრიტერიუმებსა და მახასიათებლებს;
    • განმარტავს ქართული სალიტერატურო ენის რაობასა და არსს; მის განმსაზღვრელ ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ პირობებს და ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის საკითხებს; ენის ნორმალიზაციის ისტორიას, ნორმათა დადგენის მეთოდებსა და  პრინციპებს;
    • მიმოიხილავს კულტურული  ანთროპოლოგიის მნიშვნელოვან სამეცნიერო სკოლებს, ავტორებს და მათთან დაკავშირებულ თეორიულ მოსაზრებებს. 

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • ადასტურებს( ზეპირი კომუნიკაციისას  ან ტექსტის გააზრებისა და ინტერპრეტაციის პროცესში)  ინგლისური ენის   ცოდნას B/2 დონეზე ;
    • ახერხებს სფეროსთვის რელევანტური (პერიოდის, მასალის ხასიათის გათვალისწინებით) კვლევის მეთოდის (ა. ფორმალური ანალიზი; ბ. კომპარატიული ანალიზი; გ. მხატვრული ანალიზი) შერჩევა/ გამოყენების გზით   ხელოვნების ნიმუშის  და/ან  კულტურული არტეფაქტის იდენტიფიცირება/კლასიფიცირებას და  დასკვნის ან აღწერილობითი ანგარიშის (წერილობითი და ზეპირი) მომზადებას;  იყენებს ხატვის საფუძვლების ცოდნას არტეფაქტების გრაფიკული ფიქსირებისას;
    • ხელოვნების ძეგლის კვლევისას  ახორციელებს სხვადასხვა ტიპის (ხელოვნებათმცოდნეობითი, არქეოლოგიური, ისტორიული, არქიტექტურული) ინფორმაციის სისტემატიზაციას,  ანალიზს და მიღებული შედეგების განზოგადებას და დამაჯერებლად  მსჯელობს ხელოვნების ნიმუშების ან ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით სპეციალისტებთან (ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი, ისტორიკოსი, კულტუროლოგი, არქიტექტორი) ან დაინტერესებულ პირებთან (ფართო საზოგადოება, მედია და სხვა);
    • ამზადებს აღწერით, კრიტიკულ და აკადემიურ ხელოვნებათმცოდნეობით ტექსტებს მკაფიო კვლევითი კითხვის, არგუმენტის, სანდო წყაროებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გამოყენებით;
    • იყენებს კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების, ინვენტარიზაციისა და ციფრული აღრიცხვის საბაზისო მეთოდებს;
    • აანალიზებს კოლექციებისა და ძეგლების მდგომარეობას, რისკებსა და მართვის გარემოს;
    • ამუშავებს და აანალიზებს განსხვავებული სამეცნიერო ენით/სტილით შექმნილ ნაშრომებს, ტერმინებს, დამოუკიდებლად იძიებს მისთვის საჭირო მასალას/ინფორმაციას; 

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:

    • მინიმალური დახმარებით შეარჩიოს ხელოვნებათმცოდნეობითი  კვლევისთვის რელევანტური  პრობლემა, დაგეგმოს და განახორციელოს მცირე კვლევა და  მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენებით და შერჩეული არტეფაქტების/ხელოვნების ნიმუშების   შესაბამისი ინტერპრეტაციის საფუძველზე მოამზადოს საბაკალავრო ნაშრომი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი: 09-11-2026
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 14/19
    პროგრამის დეტალები:

    კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების სამი: სოციალურ/ჰუმანიტარული, უნარების  და STEAM ბლოკი. სპეციალიზაციის  მოდული(კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი) და  სპეციალობის არჩევითი საგნები . კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის მოდული  სტუდენტს აძლევს იმ საბაზისო ცოდნას და უნარებს, რაც აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მართვისთვის საშუალო რგოლის მენეჯერის დონეზე.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელოვნებათმცოდნეობაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: 

    • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს -162ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B /2 - 6 ECTS და სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი 6ECTS);
    • საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 18 ECTS (6 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან, 6 ECTS უნარებიდან და 6  ECTS STEAM ბლოკიდან);
    • სპეციალიზაციის მოდულს კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში 42ECTS;
    • სპეციალობის არჩევით საგნებს -18 ECTS.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 1
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 1
    MUSI0011სამყაროს „წაკითხვა“ ხელოვნებით და მუსიკით: ესთეტიკა, პოლიტიკა და ძალაუფლება6 1
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1
    LITR1212დიადი წიგნები6 1

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM1009დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტები6 3
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 3
    STEM0004თამაშთა თეორია6 3
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 3
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 3
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 3
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 3
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 3
    STEM0010ლოგიკა6 3

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    უნარების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 2
    STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 2
    STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 2

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ENGL1214ინგლისური ენა B26 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 1
    ARTS1210დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა6 2
    ARTS1212არტეფაქტების მხატვრული ანალიზის საფუძვლები6 2
    ARTS1217ანტიკური ეპოქის ხელოვნება (საბერძნეთი, რომი)6 2
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6 2
    ARCH2115არქიტექტურის ისტორია და თეორია6 3
    ARTS2131ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და რელიეფური ქანდაკება6 3
    ARTS2237ხატვა6 3
    ARTS3130შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება6 3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 4
    ARTS3217შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია6 4
    ARTS3220აღორძინების ეპოქის ხელოვნება6 4
    ARTS3250ქართული მონუმენტური და დაზგური მხატვრობა6 4
    PHIL2210ხელოვნების ფილოსოფია6 4
    ARTS3135ახალი ეპოქის დასავლური ხელოვნება (მარენიზმიდან - იმპრესიონიზმამდე)6 5
    ARTS3230თანამედროვე ქართული ხელოვნება6 5
    ARTS4117ქართული ლითონმქანდაკებლობა6 5
    ARTS3110ისლამური ხელოვნება6 6
    ARTS3253თანამედროვე ვიზუალური კულტურა და ახალი მედიახელოვნება6 6
    ARTS4120თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება6 6
    ARTS4116ხელოვნების კრიტიკა და აკადემიური წერა6 7
    ARTS4137პრაქტიკა ხელოვნებათმცოდნეობაში6 7
    ARTS4240საბაკალავრო ნაშრომი ხელოვნებათმცოდნეობაში12 8

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    162

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARCT2130არქიტექტურული დიზაინის საფუძვლები6
    ARCT2131ფოტოგრაფიის ისტორია და ვიზუალური ენა6
    ARTS1717იუდაიზმი ხელოვნებაში და ებრაული კულტურული მემკვიდრეობა6
    ARTS1718კულტურული მემკვიდრეობა და მდგრადი ტურიზმი6
    ARTS2757მსოფლიო და ქართული კინოს ისტორია6
    ARTS3157მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია6
    GREK2217ძველი ბერძნული ენა6
    KART3228ქართული მითოლოგია და ფოლკლორი6
    LATN2217ლათინური ენა6
    ORST2525ახლო აღმოსავლეთის რელიგიები (ზოროასტრიზმი, იუდაიზმი, ქრისტიანობა)6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    18

    კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARTS2221საგამოფენო საქმის საფუძვლები და საქართველოს სამუზეუმო კოლექციები65
    CULT3235კულტურული მემკვიდრეობის პროექტების მენეჯმენტი66
    CULT3137კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა66
    ARTS2222კულტურული მემკვიდრეობის რისკების, კატასტროფებისა და კლიმატური საფრთხეების მართვა67
    ARTS2227კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ტერიტორიის მართვა67
    ARTS3132არტმარკეტინგი და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზარი68
    ARTS4221კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია, საგანმანათლებლო პროგრამები და აუდიტორიასთან მუშაობა68

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი