eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: არქეოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: დავით ბერიკაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქეოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების მქონე არქეოლოგები, რომლებიც შეძლებენ არქეოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და ეთიკური პრინციპების გამოყენებით კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიცირებას, შესწავლას, დოკუმენტირებას, ანალიზსა და დაცვასთან დაკავშირებული პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, ასევე მიღებული შედეგების აკადემიური და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად წარდგენას.

პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მომზადებას პროფესიული საქმიანობისთვის შესაბამის სფეროებში და ქმნის საფუძველს სწავლის გაგრძელებისთვის განათლების შემდგომ საფეხურზე.

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია - სემინარი;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული ლექციები;
  • აუდიო-ვიდეომასალის გამოყენება.
  • საველე/არქეოლოგიურ კვლევებში მონაწილეობა;
  • არტეფაქტების იდენტიფიცირება/ანალიზი;
  • რეფერატების მომზადება.
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • აღწერს არქეოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის, განვითარების ძირითად ეტაპებს, არქეოლოგიური პერიოდების (ქვის, ბრინჯაოს, რკინის ხანა, კლასიკური პერიოდი და შუა საუკუნეები) ნივთიერი კულტურის თავისებურებებსა და უმთავრეს არქეოლოგიურ ძეგლებს;
    • განმარტავს მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიის ძირითად პერიოდებსა და მოვლენებს, საქართველოსა და კავკასიის ისტორიულ-გეოგრაფიულ თავისებურებებს, აგრეთვე მსოფლიო და ქართული ხელოვნების განვითარების ძირითად ეტაპებს კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში;
    • განმარტავს ქართული სალიტერატურო ენის განვითარების, პერიოდიზაციისა და ნორმირების ძირითად პრინციპებს და იყენებს სახელმწიფო ენას აკადემიური და პროფესიული კომუნიკაციისას;
    • აღწერს არქეოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებს, ლანდშაფტის არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიის, ეპიგრაფიკის, აგრეთვე არქეოლოგიური მასალების ტექნოლოგიისა და კონსერვაციის საბაზისო პრინციპებს.

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • აანალიზებს არქეოლოგიის სფეროს სამეცნიერო ლიტერატურას, დამოუკიდებლად მოიძიებს, ამუშავებს და კრიტიკულად აფასებს პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციას;
    • იყენებს არქეოლოგიური კვლევის შესაბამის მეთოდებს საველე და კამერული კვლევის პროცესში, ახორციელებს არქეოლოგიური მასალის იდენტიფიცირებას, კლასიფიცირებასა და დოკუმენტირებას;
    • ამზადებს საველე დოკუმენტაციას, არქეოლოგიურ ანგარიშებსა და აკადემიურ ნაშრომებს კვლევის სპეციფიკის, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სახელმწიფო ენის ნორმების დაცვით;
    • იყენებს გეოინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ციფრული არქეოლოგიის ინსტრუმენტებსა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესაბამის მეთოდებს არქეოლოგიური კვლევის პროცესში;
    • არჩევს კვლევის მიზნისა და არქეოლოგიური მასალის სპეციფიკის შესაბამის მეთოდებს, აანალიზებს მიღებულ მონაცემებს და აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს;
    • ამყარებს ეფექტიან პროფესიულ კომუნიკაციას არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე დარგის სპეციალისტებთან, მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებთან და არასპეციალისტ აუდიტორიასთან.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • იცავს პროფესიული ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებს სასწავლო და პროფესიულ საქმიანობაში;
    • გეგმავს და წარმართავს საკუთარი პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 19/19
    პროგრამის დეტალები:

    კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების სამი- სოციალურ/ჰუმანიტარული , უნარების და STEAM ბლოკი, სპეციალობის არჩევითი საგანი ან თავისუფალი კრედიტი. 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად არქეოლოგიაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    • 156 ECTS - პროგრამის ძირითადი საგნებიდან (მათ შორის ინგლისური ენა B2 - 6 ECTS და სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი - 6 ECTS);
    • 18 ECTS - საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკებიდან (სოციალურ-ჰუმანიტარული ბლოკი - 6 ECTS, უნარების ბლოკი - 6 ECTS, STEAM ბლოკი - 6 ECTS);
    • 6 ECTS - პროგრამის არჩევითი საგნებიდან ან თავისუფალი კრედიტებიდან.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 2
    MUSI0011სამყაროს „წაკითხვა“ ხელოვნებით და მუსიკით: ესთეტიკა, პოლიტიკა და ძალაუფლება6 2
    COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 2
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 2
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 2
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 2
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 2
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 2
    LITR1212დიადი წიგნები6 2

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM1009დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტები6 2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 2
    STEM0004თამაშთა თეორია6 2
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 2
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 2
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 2
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 2
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 2
    STEM0010ლოგიკა6 2

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    უნარების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 3
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 3
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 3
    STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 3
    STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 3

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCH1120შესავალი არქეოლოგიაში6 1
    ARTS2237ხატვა6 1
    ENGL1214ინგლისური ენა B26 1
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 1
    ARCH4120არქეოლოგიური კვლევის მეთოდიკა6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    HIST2220საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიისა და ისტორიული გეოგრაფიის საფუძვლები6 2
    ARCH3110ქვისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგია6 3
    ARCH3212ლანდშაფტის არქეოლოგია6 3
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 3
    HIST5318საქართველოს ისტორია (უძველესიდან XVI საუკუნემდე)6 3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 4
    ARCH3220რკინის ხანის არქეოლოგია6 4
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6 4
    INFO1235გეოინფორმატიკა და დიგიტალური არქეოლოგია6 4
    PALE5323ქართული პალეოგრაფიის, ეპიგრაფიკის, მეტროლოგიის, ნუმიზმატიკის და დიპლომატიკის საფუძვლები6 4
    ARCH2237პრაქტიკა არქეოლოგიაში6 5
    ARCH3210კლასიკური ხანის არქეოლოგია6 5
    ARTS2211ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და შუა საუკუნეების რელიეფური ქანდაკება6 5
    ARTS4117ქართული ლითონმქანდაკებლობა6 5
    ARTS4157მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია6 5
    ARCH4110შუა საუკუნეების არქეოლოგია6 6
    ARCH4142ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერული მეთოდები არქეოლოგიაში: დათარიღება და მასალათა ანალიზი6 6
    CULT3234კულტურული მემკვიდრეობის პროექტების მართვა6 6
    ARCH3545საბაკალავრო ნაშრომი არქეოლოგიაში6 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    156

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS1210დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა6
    ARTS3130შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება6
    CULT3137კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა6
    HIST4187ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო6
    KART3227ძველი ქართული ენა და პალეოგრაფია6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი