eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნეს ანალიტიკა 2026
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი:
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ეროვნული გამოცდების მესამე საგნად განსაზღვრულია მათემატიკა/ისტორია და მინიმალურ ზღვრად დადგენილია 20% +1 და 25% +1 შესაბამისად. უცხო ენად განსაზღვრულია ინგლისური ენა, მინიმალურ ზღვრად კი დადგენილია 44 % +1.
პროგრამის მიზანი:

ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, ციფრული სამყაროს ეპოქაში, კურსდამთავრებულისთვის ბიზნეს პროცესებზე და მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაციის გაცნობა სტუდენტისთვის. პროგრამა კურსდამთავრებულს განუვითარებს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისთვის საჭირო ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ ცოდნას. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინტერდისციპლინურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კომპონენტებზე დაყრდნობით, პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ცოდნით, დარგის ეთიკური სტანდატებითა და პრინციპებით, რის შედეგადაც შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: ბიზნესის მართვის ანალიტიკოსი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი. პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კომპეტენცია, რომ საკუთარი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელოს სწავლა და კვლევა სამაგისტრო საფეხურზე, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• დემონსტრირების მეთოდი
• ინტერაქტიული ლექციები
• დისკუსია/დებატები
• გუნდური მუშაობა
• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
• ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
• პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
• ლიტერატურის მიმოხილვა
• წერითი მუშაობის მეთოდი
• სამუშაო პროცესის სიმულაცია
• პრაქტიკული მეცადინეობები

სწავლის შედეგი:
პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-25-2021
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 09/21
პროგრამის განახლების თარიღი: 07-05-2024
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 09PDC355-05
პროგრამის დეტალები:

სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს.
პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.
ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის
● 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
● 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში - B1/2 დონეზე;
● 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
● 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
● 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.

 

სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 192 ECTS (მათ შორის საბაკალავრო პროექტი ბიზნეს ანალიტიკაში 18 ECTS), ასევე, 18 ECTS პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან: STEM ბლოკიდან 6 ECTS და ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან - 12 ECTS. ხოლო დარჩენილი 30 ECTS შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.

 

ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 2,3
HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 2,3
HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 2,3
LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2,3
LAWB1177აზროვნება და მორალი6 2,3
LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 2,3
LITR1212დიადი წიგნები6 2,3
POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 2,3

კრედიტების ჯამი:

48

უნარების ბლოკი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 0
STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 0
STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 0
STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 0
STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 0

კრედიტების ჯამი:

30

პროგრამის ძირითადი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
BUAN3040მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია6 5
MGMT2210სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6 3
BUAN1010ბიზნეს ანალიტიკის შესავალი6 1
BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 1,2
MATH3010ბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 16 1
BUAN1015ორგანიზაციული მოდელირების საფუძვლები6 2
KART1220აკადემიური წერა6 2
MATH3020ბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 26 2
MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
BUAN2030ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა6 3
BUAN2040ბიზნეს კომუნიკაცია ანალიტიკოსებისთვის6 3
MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6 3
ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 4
BUAN1020მომხმარებლის გამოცდილების კვლევა (UX)6 4
BUAN1025ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და მართვა6 4
INFO3025მონაცემთა ბაზების საწყისები (MS SQL)6 4
INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6 4
BUAN1030მონაცემთა სტრუქტურების ანალიზი6 5
BUAN3015ფინანსების მენეჯმენტი6 5
BUAN3020ბიზნეს უწყვეტობის მართვა6 5
INFO3139დაპროგრამების ენა Python6 5
BUAN2010ფუნქციური ანალიზი: მეთოდები და ინსტრუმენტები6 6
BUAN4015რისკების მენეჯმენტი6 6
MGMT3110ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 6
BUAN2015ბიზნეს ანალიტიკის პროცესების მართვა და ვიზუალიზაცია6 7
BUAN3025ბიზნეს ინტელექტი6 7
INFO3045მართვის ინფორმაციული სისტემები6 7
BUAN4030საბაკალავრო პროექტი ბიზნეს ანალიტიკაში18 8

კრედიტების ჯამი:

198

პროგრამის ასარჩევი

კოდი საგანი კრედიტი
BUSN4240ეფექტური სერვისის სტრატეგია6
ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6
INFO3020ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (C#)6
INFO3035NIT სერვისების და პროექტების მენეჯმენტი6
ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6
BUAN3010მომხმარებლის ქცევა და მარკეტინგი6
BUAN3030ციფრული მარკეტინგის საფუძვლები6
ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6
ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6
INFO3030WEB ტექნოლოგიების საფუძვლები6
MATH3030ბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 36
BUSN4310ბიზნეს სამართალი6
INFO3040ხელოვნური ინტელექტი და სამართლებრივი ასპექტები6
MGMT1515ბიზნეს ეთიკა6
MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6
BUAN4020მეწარმეობა და ინოვაციების მართვა6
LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
MGMT2211საერთაშორისო ბიზნესი6
BUAN4010ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი6
FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)6
INFO3055მონაცემთა საცავები6
INFO3265პერსონალურ მონაცემთა დაცვა6
BUAN4025სტაჟირება ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის12
MGMT3151ცვლილებების მართვა6

კრედიტების ჯამი:

156









პრერეკვიზიტების მატრიცა

In order to obtain a Bachelor's degree in Business Analytics, a student needs to accumulate 240 ECTS, which means passing the main subjects of the program, which includes 192 ECTS (including the Bachelor's project in Business Analytics 18 ECTS), as well as 18 ECTS from the mandatory optional blocks of the program: 6 ECTS from the STEM block and from humanitarian-social block - 12 ECTS. And the remaining 30 ECTS can be filled by the student from elective subjects of the bachelor's program.


შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა



ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი