
| პროგრამა: | საერთაშორისო ურთიერთობები |
| განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
| ხელმძღვანელი: | შალვა ძებისაშვილი |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
| პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს საერთაშორისო პოლიტიკის ფენომენის, მისი თეორიული და კონცეპტუალური შემადგენელი კომპონენტებისა, ისევე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის მარეგულირებელი ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და რეჟიმების შესახებ ფართო ცოდნა. პროგრამა კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასების, გაანალიზების და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების დადგენის უნარს. ასევე, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე განახორციელონ კვლევა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით საერთაშორისო ურთიერთობების თემატურ საკითხებზე. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ, როგორც სახელმწიფო საჯარო, ასევე კერძო ბიზნეს და ანალიტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ადგილობრივ არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში უმცროსი სპეციალისტის, დამწყები მკვლევარის/ანალიტიკოსის და საერთაშორისო მიმართულების კუთხით რელევანტურ პოზიციაზე. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: | • ინტერაქციული ლექციები • კრიტიკული ანალიზი • მცირე კვლევების ჩატარება • დისკუსია • ჯგუფური დავალებები • პროექტები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • წერითი მუშაობის მეთოდი • პრეზენტაციის წარდგენა |
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
უნარი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 08-30-2016 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 27-16 |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის დეტალები: | ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 96 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის
|
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა შეასრულოს 240 ECTS, რაც გულისხმობს 162 ECTS პროგრამის ძირითად საგნებით; ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან 12 ECTS; STEM ბლოკიდან 6 ECTS; 18 ECTS თავისუფალი კრედიტებით და 42 ECTS პროგრამის ასარჩევი საგნებით (ჯამში 60 ECTS) დაგროვებას. თუმცა, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა თავისუფალი და პროგრამის ასარჩევი საგნების ნაცვლად აირჩიოს ზემოაღნიშნული 60 ECTS ფარგლებში დამატებითი სპეციალობა. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა. |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | 1 |
| COIN1515 | შედარებითი და საერთაშორისო განათლება | 6 | 1 |
| LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1 |
| LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1 |
| BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1 |
| HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1 |
| POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1 |
| ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1 |
| LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 3 |
| STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 3 |
| STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 3 |
| STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 3 |
| STEM0010 | ლოგიკა | 6 | 3 |
| STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 3 |
| STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 3 |
| STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 3 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 2 |
| STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 2 |
| STEM0014 | ლაშქრობა - საველე პრაქტიკა | 6 | 2 |
| STEM0018 | ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში | 6 | 2 |
| STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| ENGL1214 | ინგლისური ენა B2 | 6 | 1 |
| HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1 |
| KART1515 | სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი | 6 | 1 |
| POLI1265 | შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში 1 | 6 | 1 |
| IREL4041 | სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლები | 6 | 2 |
| POLI1266 | შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში 2 | 6 | 2 |
| POLI2230 | პოლიტიკური სოციოლოგია | 6 | 2 |
| POLI2240 | პოლიტიკური იდეოლოგიები | 6 | 2 |
| ECON1101 | ეკონომიკის პრინციპები | 6 | 3 |
| IREL4042 | საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი: თეორიები და კონცეფციები | 6 | 3 |
| POLI2220 | მსოფლიო პოლიტიკა | 6 | 3 |
| POLI3230 | შესავალი შედარებით პოლიტიკაში | 6 | 3 |
| IREL1230 | კვლევის დიზაინი | 6 | 4 |
| IREL2225 | გეოპოლიტიკა | 6 | 4 |
| IREL4013 | შესავალი პოლიტიკურ ეკონომიკაში | 6 | 4 |
| POLI3205 | სამხრეთ კავკასიის შედარებითი პოლიტიკა | 6 | 4 |
| IREL1233 | შესავალი საერთაშორისო სამართალში | 6 | 5 |
| POLI1252 | თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები | 6 | 5 |
| POLI3110 | საერთაშორისო ორგანიზაციები | 6 | 5 |
| IREL1235 | პრაქტიკული კურსი-სიმულაცია: პოლიტიკური კრიზისი და გადაწყვეტილების მიღება/ მოლაპარაკებები | 6 | 6 |
| IREL1236 | საბაკალავრო ნაშრომის მომზადება საერთაშორისო ურთიერთობებში | 12 | 6 |
| IREL1335 | ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები | 6 | 6 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 138 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | |
| HIST1119 | შესავალი მსოფლიო ისტორიაში I | 6 | |
| IREL3240 | ჩინეთის საგარეო პოლიტიკა | 6 | |
| IREL3250 | აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი | 6 | |
| IREL3264 | კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები | 6 | |
| POLI1145 | შესავალი საქართველოს პოლიტიკაში | 6 | |
| REL3260 | არალიბერალური რეჟიმები | 6 | |
| COMM4350 | დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა | 6 | |
| IREL1315 | თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა | 6 | |
| IREL1410 | თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა | 6 | |
| IREL3120 | საერთაშორისო ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები | 6 | |
| IREL3225 | დაზვერვა - თეორია და პრაქტიკა | 6 | |
| POLI3215 | აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა | 6 | |
| IREL1221 | ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის | 6 | |
| IREL1245 | ევროკავშირის სამართალი | 6 | |
| IREL12451 | რუსეთის საგარეო პოლიტიკა | 6 | |
| IREL1255 | ირანის საგარეო პოლიტიკა | 6 | |
| IREL1310 | აშშ-ს პოლიტიკა და მთავრობა | 6 | |
| IREL1320 | რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა | 6 | |
| IREL1340 | შესავალი ისლამურ სწავლებებში | 6 | |
| IREL1345 | რეჟიმები და ინსტიტუტები | 6 | |
| IREL1355 | თურქეთის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება | 6 | |
| IREL3220 | ჰიბრიდული ომი | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 24 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |