eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: კიბერუსაფრთხოების ინჟინერია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: სულხან სულხანიშვილი
გიორგი პირველი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კიბერუსაფრთხოების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (საქართველოს მოქალაქეებისათვის): აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის): უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის № 224/ნ (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დადასტურება. აღნიშნულის დადასტურება ჩარიცხვის მსურველ პირს შეუძლია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (TOEFL IBT – მინიმალური ქულა 72, IELTS – მინიმალური ქულა 5.5, PTE General – მინიმალური დონე B2, FCE – მინიმალური დონე B2, CPE – საკმარისია ჩაბარება; CAE – საკმარისია ჩაბარება). ასეთი სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 50% -ის გადალახვა.ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტისთვის სავალდებულოა ქართულის და ინგლისურის, ასევე მათემატიკას ან/და ფიზიკაში ერთ-ერთი დამატებითი საგნის ჩაბარება, ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მათემატიკის გამოცდას, სადაც მინიმალური ზღვარი წარმოადგენს 20%-ს.
პროგრამის მიზანი:

კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა აღჭურვას კომპლექსური თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რომლებიც ერთიანად ფარავს კიბერუსაფრთხოების, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების და IT სისტემების ადმინისტრირების ინტეგრირებულ სფეროებს, რათა კურსდამთავრებულებმა დამოუკიდებლად შექმნან და მართონ უსაფრთხო ინფორმაციული ინფრასტრუქტურები.
პროგრამა უზრუნველყოფს საფუძვლიან ცოდნას ინფორმაციული ტექნოლოგიების, ქსელური არქიტექტურების, პროგრამირების და კიბერუსაფრთხოების პრინციპებზე, მათ შორის მონაცემთა დაცვის, კრიპტოგრაფიისა და რისკების მართვის სამართლებრივ და ეთიკურ ჩარჩოებზე.
პროგრამის კურსდამთავრებულები მზად იქნებიან როგორც პროფესიული საქმიანობისთვის, ისე სწავლის გასაგრძელებლად კიბერუსაფრთხოების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მასთან დაკავშირებული დისციპლინების მაგისტრატურის დონეზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარი
  • ინტერაქციული ლექციები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • პრაქტიკული მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება
  • ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური (ზეპირსიტყვიერი) მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • სიმულაცია
  • როლური თამაშები
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • პრეზენტაციების წარდგენა
     
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • აღწერს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ქსელების, პროგრამირების და უსაფრთხოების პრინციპებს კიბერუსაფრთხოების კონტექსტში;
    • ხსნის ინფორმაციული სისტემების მოწყვლადობებს, კიბერუსაფრთხოების საფრთხეებსა და თავდასხმის ტიპებს, აგრეთვე მათი პრევენციის მეთოდებს;
    • ახასიათებს მონაცემთა უსაფრთხოების, კრიპტოგრაფიის, რისკების მართვის და შესაბამისობის სამართლებრივ-ეთიკურ ჩარჩოებს.

  • უნარი
    • აანალიზებს და აფასებს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების მდგომარეობას თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით;
    • ავითარებს და ახორციელებს უსაფრთხოების ზომებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და ქსელურ ინფრასტრუქტურაში;
    • ატარებს შეღწევადობის ტესტირებას, ახორციელებს შესაბამის ანალიზს და ამზადებს რეკომენდაციებს;
    • ეფექტურად აწარმოებს წერილობით და ზეპირ კომუნიკაციას კომუნიკაციას პროფესიულ გარემოში , ამზადებს შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • პასუხისმგებლობითა და პროფესიული ეთიკის დაცვით დამოუკიდებლად ან გუნდურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე;
    • ხელს უწყობს უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას ორგანიზაციულ და საზოგადოებრივ დონეზე.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 03-14-2025
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13PCD6069-01 
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    კიბერუსაფრთხოების ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც მოიცავს:

    174 ECTS  პროგრამის ძირითადი  საგნებიდან (მათ შორის საბაკალავრო პროექტი 12 ECTS);

    114 ECTS   პროგრამის ასარჩევი საგნებიდან, საიდანაც სტუდენტი ირჩევს 66 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CYBR3001Eინფორმატიკისა და კომპიუტერული სისტემების შესავალი6 1
    CYBR3002Eპროგრამირების საფუძვლები (Python)6 1
    INFO2214Eოპერაციული სისტემა Linux6 1
    CYBR3003Eინფორმაციული უსაფრთხოება6 2
    CYBR3004EPython კიბერუსაფრთხოებაში6 2
    INFO2410Eკომპიუტერის არქიტექტურა6 2
    INFO9997Eქსელური ტექნოლოგიების საფუძვლები6 2
    MATH3001Eკალკულუსი6 2
    CYBR3005Eინფორმაციული უსაფრთხოების იმპლემენტაცია6 3
    CYBR3007Eუსაფრთხო პროგრამირება6 3
    INFO4259Eმონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 3
    INFO9998Eქსელების არქიტექტურა და ტექნოლოგიები: გადართვა, მარშრუტიზაცია, უკაბელო კომუნიკაცია6 3
    CYBR3006EWindows სერვერის მართვა და ადმინისტრირება6 4
    CYBR3008Eმოწყვლადობის მართვა და შეღწევადობის ტესტირება6 4
    CYBR3009Eინციდენტებზე რეაგირება და ციფრული ექსპერტიზა6 4
    MATH3112Eდისკრეტული მათემატიკა6 4
    MATH4118Eკრიპტოლოგიის საფუძვლები6 4
    CYBR3010Eლოგირება და მონიტორინგი6 5
    CYBR3011Eშეტევითი უსაფრთხოება: Red Team6 5
    CYBR3012EAPI-ს უსაფრთხოება6 5
    CYBR3013Eკიბერსაფრთხეების დაზვერვა და ანალიზი (CTI)6 5
    CYBR3014EDevSecOps6 6
    CYBR3016ESIEM და გაფართოებული ლოგირება6 6
    INFO0117Eმავნე კოდის ანალიზი6 6
    MATH2004Eალბათობის თეორია და სტატისტიკა6 6
    CYBR3015Eღრუბლოვანი უსაფრთხოება6 7
    CYBR3019Eკიბერუსაფრთხოების საოპერაციო ცენტრი6 7
    CYBR3030Eსაბაკალავრო პროექტი12 8

    კრედიტების ჯამი:

    174

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    CYBR3017Eკიბერ სამართალი და მონაცემთა კონფიდენციალურობა6
    CYBR3018Eდაპროგრამების საფუძვლები Java - ს ბაზაზე6
    CYBR3020Eინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემები და ISO/IEC 27001 სტანდარტი6
    EENG1120Eელექტრონიკის საფუძვლები6
    INFO0101EMicrosoft_ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების Azure-ის უსაფრთხოების ტექნოლოგიები6
    INFO0102EAmazon-ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების AWS-ის უსაფრთხოების ტექნოლოგიები6
    INFO0103EMicrosoft - ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების Azure-ის ადმინისტრირება6
    INFO0104Eდაპროგრამების საფუძვლები (C++)6
    INFO0105Eდაპროგრამების ენა Swift6
    INFO0106Eობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6
    INFO0107Eვიზუალური დაპროგრამება (C#) I6
    INFO0108Eკონტეინერების უსაფრთხოების შესავალი6
    INFO0109EAmazon - ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების AWS-ის არქიტექტურა6
    INFO0113Eვიზუალური დაპროგრამება (C#) II6
    INFO3011Eშესავალი ბლოკჩეინ და BlockDAG ტექნოლოგიებში6
    INFO3252EOracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება6
    INFO4444Eსტაჟირება6
    INFO5555Eარდუინო და Hardware უსაფრთხოების შესავალი6
    INFO9999Eსაწარმოო ქსელების არქიტექტურა, უსაფრთხოება და ავტომატიზაცია6

    კრედიტების ჯამი:

    114









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი