eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები  
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ალექსანდრე სუდაძე
ვახტანგ ჩხენკელი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმაციული სისტემების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად ; • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების საფუძვლეზე; (ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმარისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების, ვირტუალური აქტივების და დეცენტრალიზებული ფინანსების
მიმართულებით ადგილობრივი და გლობალური ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული, თანამედროვე, კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების (დეველოპერები, სისტემური არქიტექტორები, კონსულტანტები,
ანალიტიკოსები და IT პროექტ მენეჯერები) მომზადება, რომლებიც შეძლებენ განაწილებული აღრიცხვის სისტემების, კრიპტოეკონომიკისა და დეცენტრალიზებული ინტერნეტის ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებადი ეკოსისტემის
პირობებში, უახლესი ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების სინთეზის საფუძველზე, ბლოკჩეინზე დაფუძნებული
პროდუქტების, პლატფორმებისა და სერვისების შექმნას, განვითარებას და მხარდაჭერას. პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც დაეფუძნება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპეტენციებს და შეუწყობს ხელს საქართველოში ბლოკჩეინ-ეკოსისტემის გაძლიერებას, ტექნოლოგიურ სექტორში
საექსპორტო პროდუქტების ზრდასა და ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონის მასშტაბით ბლოკჩეინ ინოვაციების ერთ-ერთ ცენტრად. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების, ვირტუალური აქტივებისა და დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის ორგანიზაციებში, საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი სტარტაპები და ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • გუნდური მუშაობის მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა დადაცვა ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • კვლევების ჩატარება;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ლექცია-სემინარები;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • მზარდი სირთულის კვლევის წარმოება;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • პროექტები;
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება; 
  • სიახლეთა გარჩევა;
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • ელექტრონული სწავლებისა და თანამშრომლობა- ინტერაქციის მეთოდები.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:

    • მიმოიხილავს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების, განაწილებული აღრიცხვის სისტემების და ვირტუალური აქტივების შესახებ სიღრმისეულ და სისტემურ ინფორმაციას;
    • აღწერს ბლოკჩეინ-ქსელების არქიტექტურის, კონსენსუსის ალგორითმების, გონივრული კონტრაქტების და ტოკენიზაციის პრინციპებს;
    • ხსნის კრიპტოგრაფიული პრიმიტივების (ჰეშირება, ციფრული ხელმოწერა, ასიმეტრიული კრიპტოგრაფია) მუშაობის საფუძვლებს;
    • აღწერს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), NFT და Web3 სისტემების ძირითადი ფუნქციონირების მოდელებს;
    • აანალიზებს ბლოკჩეინ პროექტების სამართლებრივი, ეთიკური და რეგულირების საკითხების შესახებ ძირითად საკითხებს;
    • მიმოიხილავს კვლევისა და ინოვაციების პრინციპებს ბლოკჩეინის სფეროში.

  • უნარი
  • კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:

    • ასკვნის ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებს;
    • მართავს გუნდს ბლოკჩეინ პროექტის ფარგლებში და ასევე ეფექტურად თანამშრომლობს მრავალდარგობრივ ჯგუფებთან;
    • გეგმავს და წარმართავს ბლოკჩეინის სფეროში კვლევით პროექტს ან სტარტაპს;
    • ამუშავებს სამეცნიერო, კვლევით ან პრაქტიკულ პროექტს ვირტუალური აქტივების, განაწილებული აღრიცხვის სისტემის ან/და დეცენტრალიზებული ინტერნეტის მიმართულებით;
    • პროფესიულ საქმიანობაში მუდმივად აუმჯობესებს ცოდნას და უნარებს, ბლოკჩეინის სწრაფად ცვალებადი ეკოსისტემის პირობებში.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი: 

    • თანმიმდევრულად და მრავალმხრივად აფასებს საკუთარ სწავლის პროცესს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების და ვირტუალური აქტივების სფეროში;
    • დამოუკიდებლად აფასებს და გეგმავს საკუთარი პროფესიული განვითარების გზას ტექნოლოგიური სიახლეების გათვალისწინებით;
    • ადგენს საჭიროებას და გეგმავს სწავლას სადოქტორო საფეხურზე, პროფესიული ცოდნის გაღრმავების მიზნით;
    • მონაწილეობს პროფესიული ღირებულებების ფორმირების პროცესში და აქტიურად იყენებს მიღებულ ცოდნას ბლოკჩეინ-საზოგადოების განვითარების მიზნით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-03-2025
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13PDC6065-01
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პირველი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები სიღრმისეულად ეცნობიან იმ გლობალურ ტრანსფორმაციებსა და ტექნოლოგიურ ტრენდებს, რომელთა კონტექსტშიც მათ მოუწევთ საქმიანობა. ამავე პერიოდში ისინი იძენენ ფუნდამენტურ ცოდნას დეცენტრალიზებული სისტემების პრინციპებსა და მუშაობის საფუძვლებში, აღრმავებენ ცოდნას ინოვაციური ბიზნეს-მოდელების, კრიპტოგრაფიის, და პრაქტიკული პროგრამირების მიმართულებით. მეორე სემესტრის ფარგლებში სტუდენტები ავითარებენ თეორიულ და პრაქტიკულ კომპეტენციას კრიპტოვალუტების ფუნქციონირებისა და პროგრამირების მიმართულებით. პარალელურად, იძენენ ცოდნასა და უნარებს ბიზნეს-პროცესების აღწერის, მოდელირების, დოკუმენტირების და რედიზაინის სფეროში. მესამე სემესტრში სტუდენტები ეუფლებიან თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს გონიერი კონტრაქტების (Smart Contracts) მიმართულებით, ასევე სწავლობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტის პრინციპებსა და მეთოდებს.
    ყოველი სემესტრის ბოლოს, სტუდენტები მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე ქმნიან ინტეგრირებულ პროექტებს, რაც ხელს უწყობს მათ შორის უნარების კონსოლიდაციას. ამ ინტეგრირებული პროექტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მე-4 სემესტრში (1 წლის სწავლის შემდეგ, მაგისტრანტი იწყებს მომზადებას სამაგისტრო ნაშრომზე. ნაშრომის შესრულების პროცესში სტუდენტი იღებს კონსულტაციას პროგრამის ხელმძღვანელისგან ან/და თანახელმძღვანელისგან, რაც უზრუნველყოფს კვლევითი კომპონენტის წარმატებულ განვითარებას და პროფესიულ განვითარებას.) ისინი ქმნიან საკუთარი სტარტაპის, ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემის ან სერვისის პროტოტიპს.
    სასწავლო პროცესი სამაგისტრო პროგრამაზე მიმდინარეობს 19:00-დან 21:15 საათამდე. სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა არის 120 წუთი, რასაც მოსდევს 15-წუთიანი შესვენება. სამაგისტრო ჯგუფებში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. პროგრამის თითოეული სასწავლო კომპონენტი გათვლილია 19 კვირაზე.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის 120 კრედიტი შედგება: პროგრამის ძირითად ნაწილი - 60 ECTS,  სავალდებულო საგნები 30 ECTS და სამაგისტრო პროექტი 30 ECTS. არჩევითი საგნების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 ECTS, საიდანაც სტუდენტი ირჩევს 60 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BLCH5111Eგანაწილებული აღრიცხვის სისტემების არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა6 1
    INFO5600Eვირტუალური აქტივების სამართალი6 1
    BLCH5141Eბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელები და რეალური აქტივების ტოკენიზაცია6 2
    BLCH5146Eუსაფრთხოების მეთოდები ბლოკჩეინში6 2
    BLCH5148Eუსაფრთხო კოდირება და კიბერუსაფრთხოება ბლოკჩეინ სისტემებში6 3
    BLCH5400Eსამაგისტრო პროექტი30 4

    კრედიტების ჯამი:

    60

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    BLCH5117Eკრიპტო აქტივების სამართლებრივი რეგულაციები6
    BLCH5147Eფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება, საერთაშორისო სანქციები და ვირტუალური აქტივები6
    BLCH5220Eკრიპტოგრაფია6
    BLCH5231Eბიზნეს-პროცესები6
    BLCH5321Eსმარტკონტრაქტების ტექნოლოგიები6
    INFO5112Eდაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის6
    INFO5246EITIL4 შექმნა მიწოდება და მხარდაჭერა6
    INFO5249EAgile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    INFO5254EIT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO5256EIT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO6130EAndroid პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    INFO6140EERP სისტემების სტრუქტურა და ფუნქციონალობა6
    INFO6250Eინდუსტრიულ პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    INFO6260EIT პროექტების მართვა6
    INFO6263Eდიდ მონაცემთა სისტემები6
    INFO6271Eმონაცემთა ბაზების სისტემები6
    INFO6330EIT მენეჯმენტი6
    INFO6340Eსისტემების სტრუქტურული ანალიზი6

    კრედიტების ჯამი:

    108









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი