
| პროგრამა: | განათლების მეცნიერებები (ინგ.) |
| განათლების საფეხური: | დოქტორანტურა |
| ხელმძღვანელი: | რევაზ ტაბატაძე |
| სწავლების ენა: | ინგლისური |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | განათლების მეცნიერების დოქტორი |
| პროგრამის მოცულობა: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე დარგებში, რომლებიც შეძლებენ ინგლისური ენის არანაკლებ C1 (Advanced) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინგლისური ენის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 95-113; IELTS – მინიმალური ქულა 7 ან 7.5; CEA –180-199. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს C1 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) და კვლევის კონცეფციის წარმოდგენას და წარმატებით გაივლიან გასაუბრებას სპეციალობაში. სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) კანდიდატის კვლევით უნარებს; ბ) კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და ადამიანურ რესურსთან. |
| პროგრამის მიზანი: | განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები / მკვლევრები, რომლებსაც შეეძლებათ განათლების სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და პარადიგმების კვლევა და ინტერდისციპლინალურ მიდგომებზე დაყრდნობით ახალი ცოდნის გენერირება. პროგრამა აერთიანებს განათლების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს და ემსახურება დოქტორანტთა აღჭურვას საფუძვლიანი სამეცნიერო - კვლევითი უნარებით. აღნიშნული მიდგომა დოქტორანტებს საშუალებას აძლევს დაგეგმონ და განახორციელონ ინტერდისციპლინური კვლევები აქტუალურ საგანმანათლებლო საკითხებზე, განავითარონ ინოვაციური ხედვები და შეიტანონ წვლილი საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირებაში, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო ლიდერობის პრაქტიკაში. პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და საგანმანათლებლო პროექტების მართვის უნარ-ჩვევების განვითარებაზე. შესაბამისად, პროგრამა უზრუნველყოფს დოქტორანტთა მომზადებას, რომლებიც შეძლებენ კრიტიკულად გაანალიზონ მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმები და შესთავაზონ შესაბამის სტრუქტურებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინოვაციური გადაწყვეტილებები. სპეციალიზაციის მოდულები (სპეციალობის მოდული I - თანამედროვე პედაგოგიკა: თეორიები, კვლევები და პრაქტიკა; სპეციალობის მოდული II - განათლების პოლიტიკა და ადმინისტრირება) საშუალებას აძლევს დოქტორანტებს განავითარონ თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი უნარები იმ მიმართულებით, რაც განსაზღვრავს მათ პროფესიულ პროფილსა და კვლევის მიმართულებას. პროგრამის ინტერდისციპლინარული ხასიათი აფართოებს განათლების კვლევის არეალს და უზრუნველყოფს დარგის ჰოლისტურ ხედვას. ამდენად, სადოქტორო კვლევები შეიძლება მოიცავდეს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა განათლების პოლიტიკა და ადმინისტრირება; თანამედროვე პედაგოგიკის აქტუალური საკითხები; განათლების სამართლებრივი ასპექტები, დაფინანსება, ფილოსოფია, სოციოლოგია; კურიკულუმის განვითარება; განათლების კვლევის მეთოდები და დიზაინი; ციფრული ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი განათლებაში და სხვ. პროგრამა იზიარებს წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას განათლების სექტორის პოლიტიკის/მართვისა და პედაგოგიკის მიმართულებით, რაც გულისხმობს პროგრამაში საერთაშორისო ექსპერტების / მკვლევარების ჩართულობას, რომლებსაც შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევითი კომპონენტების განხორცილებაში და ამავდროულად უხელმძღვანელონ დოქტორანტებს. პროგრამაში მონაწილე უცხოელი და ქართველი ექსპერტები:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ განათლების სფეროს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებაში, კვლევით ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებულ უწყებებში, სადაც მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნა და კვლევითი უნარები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებასა და სრულყოფას. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
უნარი პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 07-15-2025 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის დეტალები: | სადოქტორო ნაშრომის სიტყვების რაოდენობა განისაზღვრება არა ნაკლებ 35 000 და არა უმეტეს 40 000 სიტყვით. |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია და მოიცავს 60 ECTS (ძირითადი კურსები /აქტივობები - 45 ECTS და არჩევითი - 15 ECTS). სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტს - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი. |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| EDUC7123E | განათლების აქტუალური საკითხები და პარადიგმები | 10 | 1 |
| EDUC7124E | კვლევა I (თვისებრივი კვლევა და მონაცემთა ანალიზი განათლებაში) | 5 | 1 |
| EDUC7125E | სპეციალობის მოდული I (თანამედროვე პედაგოგიკა: თეორიები, კვლევები და პრაქტიკა) | 10 | 1 |
| EDUC7126E | კვლევა II (რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის მეთოდები განათლებაში) | 5 | 2 |
| EDUC7127E | საერთაშორისო საგანმანათლებო დონორებთან თანამშრომლობა და პროექტების მართვა განათლებაში | 5 | 2 |
| EDUC7128E | სპეციალობის მოდული II (განათლების პოლიტიკა და ადმინისტრირება) | 10 | 2 |
| EDUC7129E | სადისერტაციო ნაშრომი განათლების მეცნიერებებში | 0 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 45 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | |
| EDUC7213E | ციფრული ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი განათლებაში | 5 | |
| EDUC7214E | აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისათვის | 10 | |
| EDUC7215E | შედარებითი და საერთაშორისო განათლება | 10 | |
| EDUC7216E | ლიდერობა და ცვლილებების მართვა განათლებაში | 10 | |
| EDUC7217E | განათლების სოციოლოგია | 5 | |
| EDUC7218E | კურიკულუმის განვითარება, იმპლემენტაცია და შეფასება | 5 | |
| EDUC7219E | პრაქტიკა / ასისტირება | 5 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 50 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |