
| პროგრამა: | ფინანსური რისკების მენეჯმენტი |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | ქეთი ცხადაძე გიორგი გეწაძე |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში |
| პროგრამის მოცულობა: | 120 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებმაც მიიღეს სრული საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე №224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები ● TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80 ● IELTS – მინიმალური ქულა 6.5 ● PTE General – მინიმალური დონე B2 ● FCE – მინიმალური დონე B ● CPE – საკმაირისია ჩაბარება ● CAE – საკმარისია ჩაბარება სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა |
| პროგრამის მიზანი: | ფინანსური რისკების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა კატეგორიის ფინანსური ინსტიტუტების ფინანსური რისკების ეფექტური მართვისთვის. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია კაპიტალის, ფასიანი ქაღალდების, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრებზე და ინსტრუმენტებზე, საინვესტიციო პორტფელების შედგენასა და ოპტიმიზაციაზე. ფინანსური სექტორის მიმართ მუდმივად მზარდი რეგულატორული მოთხოვნების საპასუხოდ, კურსი აგრეთვე ფარავს ისეთ ძირითად რეგულაციებს, როგორებიცაა მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვების, ლიკვიდობის, კაპიტალის ადეკვატურობის და საინვესტიციო რისკების რეგულაციები. ამავდროულად, პროგრამა მიზნად ისახავს განავითაროს და გააუმჯობესოს სტუდენტის კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, ლიდერობის და მართვის უნარები, რაც ეფექტურად მოამზადებს მათ წარმატებული კარიერისთვის ფინანსური რისკები მენეჯმენტში, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშრისო ბაზრებზე. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტი: 1. განსაზღვრავს ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკას და იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს და ინსტრუმენტებს ფინანსური რისკების შერბილების და მართვისთვის. 2. იყენებს ფინანსური სექტორის ძირითადი რეგულაციების ცოდნას, რაც შესაბამისობაშია ფინანსური სექტორის მუდმივად მზად კონტროლთან მარეგულირებლების მხრიდან. 3. აფასებს საფინანსო პროცესებს, იყენებს უნარებს რომლის მეშვეობითაც შეძლებს საინვესტივიო პორტფელის აგებას და ოპტიმიზაციას. 4. ფინანსური სექტორის მდგრადი განვითრების შესაფასებლად და გასაანალიზებლად იყენებს რაოდენობრივი ანალიზისა და ფინანსური მოდელირების უნარებს. 5. აანალიზებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს და ცენტრალური ბანკების მიერ ფინანსურ ბაზრებზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს. 6. პროგრამირების ენის გამოყენებით ახდენს მონაცემთა ეფექტურ ვიზუალიზაციას სქემებისა და რუკების გამოყენებით. 7. დამოუკიდებლად წარმართავს კვლევას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებით და წარადგენს კვლევის შედეგებს, მიგნებებს, არგუმენტებს და დასკვნებს როგორც აკადემიური ასევე, პროფესიული საზოგადოებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის; 8. იაზრებს ფინანსური საქმიანობის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს 9. იზიარებს და აფასებს სოციალურ პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ეთიკის ნორმების/პრინციპების მნიშვნელობას; 10. დამოუკიდებლად განსაზღვრავს შემდგომი სწავლისა და განვითარების საჭიროებებს |
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-01-1900 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის დეტალები: | |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ფინანსური რისკების მენეჯმენტის მიმართულებით აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 (ECTS) კრედიტი. დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს ფინანსური რისკების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები (96 ECTS), მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი (30 ECTS) და სავალდებულო ასარჩევი ბლოკიდან საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში უნდა გაიაროს სულ მცირე ერთი საგანი (6 ECTS). დანარჩენი კრედიტები (18 ECTS) უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან. |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| ACCT5110 | ფინანსური აღრიცხვა | 6 | 1 |
| BUFI1010 | რაოდენობრივი მეთოდები ფინანსებისთვის 1 | 6 | 1 |
| BUFI1020 | შესავალი ფინანსურ ბაზრებსა და პროდუქტებში | 6 | 1 |
| BUFI2020 | ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი | 6 | 1 |
| BUFI1040 | მონაცემთა გამოყენებითი ანალიტიკა პითონთან ერთად | 6 | 2 |
| BUFI3020 | ფინანსური პროდუქტების გაღრმავებული კურსი | 6 | 2 |
| BUFI4020 | რისკების და ინვესტიციების მართვა | 6 | 2 |
| FINA5250 | ფინანსების მენეჯმენტი | 6 | 2 |
| BUFI2040 | კორპორატიული ფინანსების და ინვესტიციების გაღრმავებული კურსი | 6 | 3 |
| BUFI3010 | სტაჟირება ფინანსური რისკების მენეჯერებისთვის | 12 | 3 |
| BUFI4010 | სამაგისტრო ნაშრომი | 30 | 4 |
| კრედიტების ჯამი: | 96 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | |
| BUSN6120 | ბიზნეს ეთიკა | 6 | |
| BUFI1030 | შესავალი კორპორატიულ ფინანსებში | 6 | |
| BUFI2010 | რაოდენობრივი მეთოდები ფინანსებისთვის 2 | 6 | |
| BUFI2030 | ფიქსირებული შემოსავლის ანალიზი | 6 | |
| BUFI1140 | საბანკო საქმე | 6 | |
| BUFI3030 | შესავალი მონაცემთა მეცნიერებაში | 6 | |
| BUFI3040 | საბაზრო რისკის შეფასება და მართვა | 6 | |
| ECON5110 | მენეჯერული ეკონომიკა | 6 | |
| BUFI4030 | საკრედიტო რისკის შეფასება და მართვა | 6 | |
| BUFI4040 | შეფასებისა და რისკის მოდელები | 6 | |
| MGMT5230 | სტრატეგიული მენეჯმენტი | 6 | |
| ACCT5210 | მმართველობითი აღრიცხვა | 6 | |
| MGMT5210 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | |
| BUFI4050 | მონაცემთა ვიზუალიზაცია power bi-ში | 6 | |
| კრედიტების ჯამი: | 84 | ||
სტუდენტმა საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში აღნიშნული ბლოკიდან უნდა გაიაროს სულ მცირე ერთი საგანი. შესაძლებელია ბლოკის ყველა საგნის გავლაც. | |||
| კოდი | საგანი | კრედიტი | |
| BUSN6550 | კვლევის მეთოდები | 6 | |
| KART5110 | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | |
| STAT5111 | ბიზნეს სტატისტიკა | 6 | |
| კრედიტების ჯამი: | 18 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |