eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია აღმასრულებელი (1 წლიანი)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: მარიამ ჯანჯარია
სწავლების ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის და ზეპირი გასაუბრების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმაირისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის მიზანია კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მიაწოდოს მათი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო კვალიფიციური საშუალო და მაღალი რგოლის HR მენეჯერი, რომელსაც აქვს ინოვაციური და თანამედროვე ტენდენციებზე დაფუზნებული ღრმა და სისტემური ცოდნა ადამიანური კაპიტალის მართვაში, ბიზნესის ხედვა, HR სფეროში მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენების, ციფრული ინტეგრაციის უნარები; შეუძლია პატივისცემასა და მერიტოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა, ეფექტიანი პროფესიული ურთიერთობების დემონსტრირება.


კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო ორგანიზაციებში საშუალო თუ მაღალი რგოლის პოზიციებზე, როგორიცაა: HR ბიზნეს პარტნიორი, HR გენერალისტი, HR მენეჯერი, HR ანალიტიკოსი და სხვ.


ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია ინოვაციური ადამიანური რესურსების აკადემიის (AIHR) მიერ შემუშავებულ ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალების ე.წ. T ფორმის კომპეტენციის მოდელზე და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებაზე, რაც გამოიხატება კურსდამთავრებულის ბიზნესის ხედვის (Business Acumen), ციფრული ინტეგრაციის (Digital Integration), მონაცემების გამოყენების (Data Literacy) და ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებაში. საგნების უმეტესობა, გარდა თეორიისა და კვლევისა, მოიცავს სიმულაციურ და როლურ თამაშებს, რეალური სიტუაციების განხილვას (case study), პროექტების შექმნას, კონსულტაციებს და ა.შ.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებით მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დებატები
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • ვერბალური, ანუ ზეპირსუტყვიერი მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • კვლევით პროექტზე მუშაობა;
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლექცია სემინარები
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • როლური თამაში
  • სიახლეთა გარჩევა
  • სიმულაცია
  • ქეისებზე დაფუძნებული სწავლება
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი

    • (Functional Competencies) კრიტიკულად განიხილავს სამუშაოს ანალიზისა და დაგეგმვის როლს პერსონალის შერჩევის, შეფასების, განვითარების, კომპენსაციის მართვისა და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნაში
    • კრიტიკულად მსჯელობს ორგანიზაციულ სტრუქტურაში როლების და გუნდების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ორგანიზაციის ტრანსფორმაციის პროცესში ტექ. გუნდების მართვის მეთოდოლოგიებზე (Agile, Scrum, Kanban, Waterfall)
    • (Business Acumen) აანალიზებს მუდმივად ცვალებად გარემოს, შრომის ბაზარს და კონკურენტების ლანდშაფტს, შესაბამისი HR სტრატეგიის, პროცესების და პრაქტიკის შემუშავების მიზნით
    • (People Advocacy) იყენებს ლიდერობის, ძალაუფლებისა და კონფლიქტების შესახებ ცოდნას მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური (DEI) შრომითი პრაქტიკის დასამკვიდრებლად
    • (Data Literacy) არჩევს და ამუშავებს მონაცემებს დამოუკიდებლად, HR ანალიტიკის ტექნიკებით, აგებს მათ გარშემო ნარატივს, ამზადებს მტკიცებულებებზე დამყარებულ დასკვნებს და აკადემიური სტანდარტების დაცვით წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებ მხარეებთან, რათა ხელი შეუწყოს ორგანიზაციული მიზნების მიღწევას და თანამშრომელთა კეთილდღეობას
    • (Digital Integration) ტექნიკური გუნდსისთვის დავალების გაწერის მიზნით, ახდენს ძირითადი ბიზნეს პროცესების დიაგნოსტირებას/მოდელირებას და მონაწილეობს HR პროცესების გაციფრულებაში
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-01-2024
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 01/24
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    მენეჯმენტის (აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში) მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა გაიაროს პროგრამის 10 ძირითადი საგანი, 60 (ECTS) კრედიტი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HRDT5001მენეჯერული აღრიცხვა და ფინანსები არაფინანსისტებისთვის6 1
    HRDT5006ტალანტების რეკრუტირება და შერჩევა ციფრულ ეპოქაში6 1
    HRDT5008ტალანტების განვითარება და შესრულებული სამუშაოს მართვა6 1
    HRDT5016ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომლების მოტივირება6 1
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი6 1
    HRDT5004ტრანსფორმაციების მართვა6 2
    HRDT5009საკომპენსაციო პოლიტიკა და სისტემები6 2
    HRDT5010HR ანალიტიკა6 2
    HRDT5012შრომის კანონმდებლობის სამართლებრივი ჩარჩოები6 2
    MGMT5110ოპერაციათა მენეჯმენტი6 2

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი