eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: განათლების ადმინისტრირება (ინგ.)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა დუნდუა
რევაზ ტაბატაძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (საქართველოს მოქალაქეებისათვის): აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის): უცხოელმა კანდიდატმა, რომლებმაც მიიღო სრული საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლა საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე №224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა გაიარონ გასაუბრება სპეციალობაში. გასაუბრების თემატიკა ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - ug.edu.ge. ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით. ინგლისური ენის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 72 - 80; IELTS – მინიმალური ქულა 5.5.; PTE General – მინიმალური დონე B2; FCE – მინიმალური დონე B. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტირებას, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს განათლების ადმინისტრირების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და მისცეს მას საგანმანათლებლო სისტემის მართვის, პოლიტიკის, ლიდერობის, დაფინანსების, პედაგოგიური პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ცოდნა და პროფესიული უნარები დინამიურ და კომპლექსურ საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტური ფუნქციონირებისათვის. 

გარდა ამისა, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ძირითადი სასწავლო კურსებისა და სპეციალობის მოდულის ფარგლებში შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების ფორმირება. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესისათვის აუცილებელი საკითხების ანალიზი და კვლევა რელევანტური გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების მიზნით. 

პროგრამა ამზადებს მომავალ ლიდერს, რომელსაც შეეძლება მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საკონსულტაციო და ტრენინგ ცენტრებში, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი 
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • დისკუსია/ დებატები
  • დემონსტრირების მეთოდი
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პროექტები 
  • სიმულაცია 
  • პორტფოლიო
  • მცირე კვლევის ჩატარება 
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • ვიზუალური ლექციები
  • წერითი მუშაობის მეთოდი 
  • ლექცია-სემინარები
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • ზეპირსიტყვიერი, ანუ ვერბალური მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • ლიტერატურის ანალიზი
  • კრიტიკული ანალიზი 
  • თემების დაწერა 
  • როლური თამაშები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • განიხილავს და საფუძვლიანად მსჯელობს განათლების სფეროს განვითარების თანამედროვე საერთაშორისო და ადგილობრივი ტენდენციების შესახებ;
    • დეტალურად განიხილავს საგანმანათლებლო პოლიტიკას, მმართველობის სტრუქტურებს, ლიდერობისა და დაფინანსების მოდელებსა და სამართლებრივ ჩარჩოებს;
    • სიღრმისეულად აღწერს და დეტალურად განმარტავს კურიკულუმის დაგეგმვის, იმპლემენტაციისა და შეფასების საკვანძო საკითხებსა და პრინციპებს ისევე როგორც სწავლისა და სწავლების თეორიებსა და სტრატეგიებს;
    • აღწერს დავის გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის პროცესის თავისებურებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და განსაზღვრავს პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის ფორმირებისა და ცვლილებების მართვის პრინციპებს;
    • სიღრმისეულად აღწერს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მართვის თავისებურებებს საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • კრიტიკულად აანალიზებს და თანმიმდევრულად იყენებს სწავლა-სწავლების პროცესების მართვისა და კურიკულუმის შემუშავების, იმპლემენტაციისა და შეფასების პრინციპებსა და სტრატეგიებს;
    • კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს განათლების პოლიტიკის, მართვისა და ლიდერობის აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებს;
    • თანმიმდევრულად იყენებს პოზიტიური ორგანიზაციული გარემოსა და კულტურის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე ორიენტირებულ მიდგომებს; ისევე როგორც საგანმანათლებლო სივრცეში არსებული კონფლიქტების მართვისა და მედიაციის სტრატეგიებსა და პრინციპებს;
    • აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვით, დამოუკიდებლად გეგმავს და ახორციელებს კვლევას და იყენებს მოპოვებულ მონაცემებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით;
    • თანმიმდევრულად იყენებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და მეთოდებს საგანმანათლებლო ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის მართვისა და შეფასების პროცესში;
    • გეგმავს და მართავს ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო / ადმინისტრაციულ გარემოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • მონაწილეობს განათლებასთან დაკავშირებული პროგრესული ღირებულებების დამკვიდრების პროცესში და შეაქვს წვლილი საგანმანათლებლო ორგანიზაციისა და მისი ეკოსისტემის განვითარებაში პროფესიული ეთიკის, საზოგადოებრივი ინტერესის, კეთილდღეობის პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით. 
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-23-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 06-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 8 – 24
    პროგრამის დეტალები:

    განათლების ადმინისტრირების პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს.

    მაგისტრის აკადემიური ხარსისხის მოსაპოვებლად განათლების ადმინისტრირების პროგრამაში განსაზღვრულია 120 ECTS, რაც მოიცავს:

    • პროგრამის ძირითად კურსებს - 84 ECTS (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის ან პროექტის მომზადება და დაცვა – 30 კრედიტი);
    • პროგრამის სპეციალიზაციის მოდულს - 24 ECTS;
    • პროგრამის არჩევით კურსებს- 12 ECTS.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა სწავლების პირველ სემესტრში უნდა აირჩიოს პროგრამით გათვალისწინებული 2 პროგრამის სპეციალიზაციის მოდულიდან (ზოგადი ან უმაღლესი განათლება) ერთ-ერთი, რაც განსაზღვრას სამაგისტრო ნაშრომის ან პროექტის სპეციფიკას.
    სამაგისტრო ნაშრომის ან პროექტის არჩევისთვის სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს 78 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EDUA5111Eგანათლების ლიდერობა და მართვა6 1
    EDUA5112Eგანათლების პოლიტიკა და გლობალიზაცია6 1
    EDUA5113Eკვლევის მეთოდები და დიზაინი განათლებაში6 1
    EDUA5114Eგანათლების სამართლებრივი ასპექტები6 1
    EDUA5212Eორგანიზაციული კულტურა და თანამშრომლების მოტივირება6 2
    EDUA5213Eსწავლებისა და სწავლის თეორიები და სტრატეგიები6 2
    EDUA5241Eკურიკულუმის დაგეგმვა, შეფასება და იმპლემენტაცია6 2
    EDUA5311Eგანათლების დაფინანსება6 3
    EDUA5312Eკონფლიქტის მართვა და მედიაცია განათლებაში6 3
    EDUA5411Eსამაგისტრო ნაშრომი ან პროექტი30 4

    კრედიტების ჯამი:

    84

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EDUA5218Eშედარებითი და საერთაშორისო განათლება6
    EDUA5219Eინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში6
    EDUA5221Eაკადემიური წერა და კვლევა6
    EDUA5223Eპროექტების მართვა განათლებაში6
    EDUA5224Eბიზნეს კომუნიკაცია6
    EDUA5225Eგანათლების ფილოსოფია6
    EDUA5226Eგანათლების სოციოლოგია6
    EDUA5227Eკლასის მართვა6
    EDUA5234Eმულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება3
    EDUA5315Eინკლუზიური განათლება6
    EDUA5412Eშეფასება უმაღლეს განათლებაში3

    კრედიტების ჯამი:

    60

    სპეციალობის მოდული # 1 - ზოგადი განათლების ადმინისტრირება - პროგრამის სავალდებულო ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    EDUA5214Eზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა61
    EDUA5215Eინსტრუქციული ლიდერობა და პროფესიული განვითარება სკოლაში62
    EDUA5228Eტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს დაგეგმვა და მართვა სკოლაში62
    EDUA5313Eპრაქტიკა სკოლაში63

    კრედიტების ჯამი:

    24

    სპეციალობის მოდული # 2 - უმაღლესი განათლების ადმინისტრირება - პროგრამის სავალდებულო ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    EDUA5216Eუმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა61
    EDUA5235Eაქტუალური საკითხები და გამოწვევები უმაღლეს განათლებაში62
    EDUA5236Eბიზნეს პროცესები და ციფრული ტრანსფორმაცია უმაღლეს განათლებაში62
    EDUA5314Eპრაქტიკა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში63

    კრედიტების ჯამი:

    24









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი