eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: გიორგი ალიმბარაშვილი
ნინო მახათაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი ქორეოგრაფიაში
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. სტუდენტის ჩასარიცხად ასევე საჭიროა შემოქმედებითი ტურების გადალახვა. ტურები გაიმართება სამ ეტაპად, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სადადგმო ხელოვნების საფუძვლების, ცეკვის სადადგმო ხერხებისა და მეთოდების ცოდნასთან ერთად, სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს ქართული ტრადიციული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების ეროვნული საცეკვაო კულტურა, მათთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მანერით, ხასიათით, სტილით, ცეკვის მუსიკალური შინაარსით, ქორეოგრაფიული ლექსიკის მრავალფეროვნებით, საცეკვაო ტერმინოლოგიითა და შესრულების ტრადიციული წესებით, რაც დარგის მომავალ სპეციალისტს ჩამოუყალიბებს პროფესიულ კომპეტენციებს, რათა შემდგომში დამოუკიდებლად შეძლოს ისეთი ქორეოგრაფიული პრაქტიკულ-შემოქმედებითი  საქმიანობა, როგორიცაა: სადადგმო, სარეპეტიციო, საკონცერტო-საშემსრულებლო, ფოლკლორული-საექსპედიციო და სხვ.  სხვადასხვა დონისა და ასაკობრივი კატეგორიის შემსრულებლებთან, მსახიობ-მოცეკვავეებთან დამოუკიდებლად დაგეგმოს-წარმართოს ქორეოგრაფიული სადადგმო და სარეპეტიციო პროცესი; მოცეკვავეების ფსიქო-ფიზიოლოგიური ფაქტორების, სქესობრივი რეგლამენტაციისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, სწორად შეადგინოს/დადგას საცეკვაო კომბინირებული მოძრაობები, ქორეოგრაფიული ეტიუდი, საცეკვაო ნომერი  და ქორეოგრაფიული რეპერტუარი.  

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

 

  • ვერბალური სწავლების მეთოდი (ახსნა-განმარტება, თხრობა, საუბარი, ლექცია და სხვ.)
  • პრაქტიკული მეთოდები (ვიზუალიზაციის მეთოდი, სისტემატური შეგნებული ვარჯიშები და მოქმედებები)
  • აუდიო-ვიზუალური მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • განმეორებადობისა და სისტემურობის მეთოდი
  • დემონსტრაციის მეთოდი
  • იმპროვიზაცია
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • თანამშრომლობითი სწავლება
  • ინდივიდუალიზაციასთან შერწყმული ჯგუფური სამუშაოები
  • სწავლება  კეთებით
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • აქტიური სწავლების მეთოდი (პრობლემური ლექცია; ევრისტიკული საუბარი, კვლევითი ლაბორატორიული სამუშაოები; დამოუკიდებელი სამუშაოები და ა.შ.)
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ავლენს საცეკვაო ხელოვნების საშემსრულებლო, სარეპეტიციო და სადადგმო ოსტატობის, ცეკვის სტრუქტურული ნაწილების: თემის, იდეის, ცეკვის ნახაზის, ქორეოგრაფიული ლექსიკის, კომბინირებული მოძრაობების და საცეკვაო ტექსტის, ქორეოგრაფიული ეტიუდისა და თემატური / სიუჟეტური საცეკვაო ნომრის შედგენა/დადგმის ხერხების საბაზისო ცოდნას.  
    • განსაზღვრავს სადადგმო / სარეპეტიციო და საკონცერტო სამუშაოს დაგეგმვა-განხორციელების ეტაპებს. აანალიზებს ქორეოგრაფიული ნაწარმოების მუსიკალურ შინაარსს და მის მხატვრულ გაფორმებას. დრამატურგიის ძირითადი კანონების საფუძველზე, დამოუკიდებლად ადგენს / თხზავს ცეკვის ლიბრეტოს, პროგრამას და კომპოზიციურ გეგმა-სცენარს.
    • მიმოიხილავს და ადარებს სხვადასხვა ეპოქაში ჩამოყალიბებულ და გავრცელებულ ეროვნულ, მსოფლიოს ხალხთა ეთნოქორეოგრაფიული კულტურისა და კლასიკური ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიის ძირითად ასპექტებს. ახდენს ცეკვის ჩაწერის სხვადასხვა სისტემების იდენტიფიცირებას და არჩევს ფოლკლორულ ექსპედიციაში მუშაობის მეთოდებს.
    • ქართული ეროვნული და მსოფლიო ხალხთა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ეპოქის ძირითადი საცეკვაო/საფერხულო ნიმუშების ცოდნის პარალელურად, ფლობს კლასიკური საბალეტო, სამეჯლისო სპორტული, ისტორიულ-ყოფითი, თანამედროვე ცეკვების თეორიულ / მეთოდურ, საშემსრულებლო-პრაქტიკულ და დარგობრივი ტერმინოლოგიის ცოდნას. იცის სასცენო მოძრაობისა და მსახიობის ოსტატობის ხერხები; ადამიანის ანატომია და სავარჯიშო კომბინირებული მოძრაობების ანატომიური არსი; ცეკვის სასცენო გაფორმების ელემენტები; მუსიკის ელემენტარული თეორია - სოლფეჯიო და მუსიკალური ფოლკლორის ზოგადი მახასიათებლები.   

  • უნარი
    • სამუშაოს განსახორციელებლად წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, იყენებს დარგისთვის სპეციფიკურ ისეთ უნარებს და ცეკვის ხელოვნების დადგმის ხერხებს, როგორიცაა: ცეკვის დრამატურგიის შეთხზვა (მასალის მოძიება, ინფორმაციის სისტემატიზირება, ანალიზი და გეგმა-სცენარის შედგენა); სხვადასხვა მხატვრული გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით, ქორეოგრაფიული სახის შექმნა; ქორეოგრაფიული ნახაზის აგება; საცეკვაო მუსიკისა და ქორეოგრაფიული ლექსიკის კორელაცია; მისი მხატვრული გაფორმების ელემენტები და ცეკვებში რეკვიზიტების უსაფრთხოდ გამოყენება. 
    • ხალხური / სასცენო-ხალხური ცეკვების ლექსიკის და ტრადიციული ან სტილიზებული მუსიკის შინაარსის საფუძველზე მოცეკვავის ასაკობრივი, სქესობრივი და ფსიქო-ფიზიოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით, ადგენს  შესაბამის ქორეოგრაფიულ ლექსიკას და ისე აჩვენებს / გადასცემს შემოქმედებით ჯგუფს მეთოდურად გამართულ საცეკვაო / სავარჯიშო კომბინირებულ მოძრაობებს, მის ხასიათს, მანერას. დადგმის განხორციელებამდე, წინასწარ უზიარებს ცეკვის ჩანაფიქრს და შემდეგ დგამს ქორეოგრაფიულ ეტიუდს, ცეკვის ფრაგმენტს, ქორეოგრაფიული ნომერს ან სიუიტას.
    • ახდენს დამდგმელი ქორეოგრაფის პროფესიული უნარების, ხერხებისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას. ასხვავებს აუთენტური და სასცენო-ხალხური (სტილიზებული) ცეკვების ლექსიკას,  შესრულების ჟანრულ თავისებურებებს, ხასიათს, მანერას და სტილს. ადგენს სცენაზე (საცეკვაო დარბაზში) მოცეკვავეთა განლაგება-გადაადგილების (სცენის დაგეგმვას) და სცენაზე პარტნიორ(ებ)თან ურთიერთობის თავისებურებებს.  აღწევს ცეკვის საშემსრულებლო ოსტატობისა და იმპროვიზების უნარს. კლასიკური ცეკვის საფუძველზე აგებს ქართული ცეკვის ადაპტირებულ ძელთან ეკზერსისს. აანალიზებს საცეკვაო ნაწარმოების თემას, იდეას, ქორეოგრაფიულ ტექსტს, მუსიკალურ შინაარსს  და ისე განსაზღვრავს შესრულების სირთულის ხარისხს. აღადგენს, წაიკითხავს/დადგამს პირობითი გრაფიკული ნიშნების (სქემატური) და კომენტირებული (ვერბალური) მეთოდით ჩაწერილ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს და იმავე მეთოდებით, თავადაც ჩაწერს მარტივ საცეკვაო /საფერხულო  ნიმუშებს.
    • პროფესიული საქმიანობისას სხვადასხვა სადადგმო/შემოქმედებით და ტექნიკურ  ჯგუფებთან: დრამის, კინო - ტელე რეჟისორთან, კომპოზიტორთან, დირიჟორთან, მხატვართან, შემთხზველ ქორეოგრაფთან, ქორეოგრაფ-რეპეტიტორთან პედაგოგ-ქორეოგრაფთან, მუსიკოს-აკომპანიატორ(ებ)თან, სცენის მემანქანესთან, ხმის და განათების რეჟისორთან აწარმოებს დამოუკიდებელ, კონსტრუქციულ მუშაობას.
    • საბიბლიოთეკო რესურსების, ელექტრონული სამეცნიერო და კინოფოტოფონოდოკუმენტების საარქივო ბაზების საშუალებით, მოიძიებს შესაბამის წყაროებს და მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე ქმნის (მცირე ფორმატის) კვლევითი  - პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს და მის ირგვლივ გამოხატავს საკუთარ აზრს, არგუმენტირებულად მსჯელობს.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • აფასებს ქართული ტრადიციული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვან ტრადიციებს. სისტემატურად ეცნობა დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საკუთარი წვლილი შეაქვს ქორეოგრაფიის სფეროს განვითარებაში.
    • მოცეკვავე-შემსრულებლების პიროვნული და პროფესიული-კრეატიული განვითარების წარმატებისთვის, ქმნის შესაბამის სასწავლო - პროფესიულ გარემოს. იცავს პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკის ნორმებს და აქვს პროფესიული  საქმიანობის მაღალი მოტივაცია.
    • ცეკვის სადადგმო / სარეპეტიციო მუშაობისას, უზრუნველყოფს მოცეკვავე-შემსრულებლების  ტექნიკური და სტილისტური შეცდომების დანახვა-აღმოფხვრას; ტექნიკურად რთული საცეკვაო მოძრაობა/კომბინაციების ახსნა-გადაცემას; მაქსიმალურად განსაზღვრავს სხეულის დაზიანების / ტრავმების სამედიცინო პრევენციას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაუწევს პირველად სამედიცინო დახმარებას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ხელოვნების ბაკალავრი ქორეოგრაფიაში  აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 180 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    პროგრამის ძირითად კურსებს –120 ECTS,

     რომელიმე კონცენტრაციიდან - (ქართული ცეკვის/მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი) - 24 ECTS);

     პროგრამის არჩევით კურსებს - 24 ECTS;

    საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების კურსებს - 12 ECTS (6 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 6 ECTS STEAM ბლოკიდან).

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2,3
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1,2,3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2,3
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,2,3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,2,3
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2,3
    LITR1212დიადი წიგნები6 1,2,3
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2,3

    კრედიტების ჯამი:

    48

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1,2,3
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,2,3
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,2,3
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,2,3
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,2,3
    STEM0010ლოგიკა6 1,2,3
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,2,3
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2,3
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2,3

    კრედიტების ჯამი:

    54

    მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - მოდული

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CHOR3022მსოფლიო ხალხთა ცეკვა III6 3
    CHOR3023მსოფლიო ხალხთა ცეკვა IV6 4
    CHOR3024მსოფლიო ხალხთა ცეკვა V6 5
    CHOR3025მსოფლიო ხალხთა ცეკვა VI6 6

    კრედიტების ჯამი:

    24

    ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - მოდული

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CHOR3018ქართული ხალხური ცეკვა III6 3
    CHOR3019ქართული ხალხური ცეკვა IV6 4
    CHOR3020ქართული ხალხური ცეკვა V6 5
    CHOR3021ქართული ხალხური ცეკვა VI6 6

    კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CHOR3000ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება I6 1
    CHOR3001ქართული ხალხური ცეკვა I6 1
    CHOR3002მსოფლიო ხალხთა ცეკვა I6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    CHOR3005ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება II6 2
    CHOR3006ქართული ხალხური ცეკვა II6 2
    CHOR3007მსოფლიო ხალხთა ცეკვა II6 2
    CHOR3008კლასიკური ცეკვა I6 2
    CHOR3004მუსიკის ელემენტარული თეორია და სოლფეჯიო6 3
    CHOR3009რეჟისურის საფუძვლები6 3
    CHOR3010ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება III6 3
    CHOR3011კლასიკური ცეკვა II6 3
    CHOR3012მსოფლიო და ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია6 3
    ANAT3233ადამიანის ანატომია, ფიზიოლოგია6 4
    CHOR3013ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება IV6 4
    CHOR3014კლასიკური ცეკვა III და ისტორიულ ყოფითი ცეკვა6 4
    CHOR3015ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება V6 5
    CHOR3016სამეჯლისო სპორტული და თანამედროვე ცეკვები6 5
    CHOR3042თეატრალური ვიზაჟის ხელოვნება3 5
    CHOR3017ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება VI9 6

    კრედიტების ჯამი:

    120

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS1212არტეფაქტების მხატვრული ანალიზის საფუძვლები6
    ARTS1515ხელოვნების ფილოსოფია6
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6
    ARTS5110მსოფლიო ხელოვნების ისტორია6
    CHOR3026ქართული ხალხური ცეკვა6
    CHOR3027მსოფლიო ხალხთა ცეკვა6
    CHOR3028XX საუკუნის გამოჩენილი ქორეოგრაფების შემოქმედებითი მემკვიდრეობის ანალიზი6
    CHOR3029სასცენო მოძრაობა6
    CHOR3030სამეჯლისო სპორტული ცეკვა6
    CHOR3031ცეკვის ჩაწერა და ფოლკლორულ ექსპედიციაში ქორეოგრაფიული ნიმუშების შეგროვება-ჩაწერის მეთოდიკა6
    CHOR3032ბალეტის ისტორია6
    CHOR3033ქართული სამუსიკო ფოლკლორი (პრაქტიკა და თეორია)6
    CHOR3034მსახიობის ოსტატობა6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    KART3117ქართული ენის სტილისტიკა და ლექსიკოლოგია6
    KART4227ქართული მითოლოგია და ფოლკლორი6
    PEDP2125პედაგოგიკის ფსიქოლოგია6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6

    კრედიტების ჯამი:

    108









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი