eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მასწავლებლის მომზადების პროგრამა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: შალვა დუნდუა
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

საქართველოს უნივერსიტეტში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის წესი

აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს პორტფოლიო და/ან გაიაროს გასაუბრება სპეციალობაში. პორტფოლიოს მიღების ან სპეციალობაში გასაუბრების (გამოცდა ხატვაში და გამოცდა ხაზვაში) თარიღებს ადგენს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა.

პორტფოლიოს შემადგენლობა:

  • ნახაზი - გეომეტრიული დეტალი, 4-5 ცალი (ნახაზი უნდა იყოს წარმოდგენილი A3 ფორმატზე, სამი ხედით და იზომეტრია ჭრაში);
  • შავ-თეთრი გრაფიკული ჩანახატი (მარტივი გეომეტრიული 2-3 ფიგურით შექმნილი კომპოზიცია), 4-5 ცალი (მასალად დასაშვებია შავი ფანქარი, ტუში, ნახშირი; ნამუშევრის ფორმატი - A3);
  • თავისუფალი ნამუშევარი, რომელიც მაქსიმალურად წარმოაჩენს სტუდენტის ინდივიდუალურ შემოქმედებით შესაძლებლობებს - 4-5 ნამუშევარი (ნამუშევრის ფორმატი -A3).

პორტფოლიოს აფასებს კომისია სამი წევრის შემადგენლობით.

პორტფოლიოს შეფასების შედეგები ეცნობება აბიტურიენტს ელ-ფოსტით, შემფასებელი კომისიის მიერ მათი განხილვის/შეფასების დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში.

პორტფოლიოში მიღებული დადებითი შეფასება წარმოადგენს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე აბიტურიენტის დაშვების პირობას.

პორტფოლიოს ჩაბარებას აბიტურიენტი ადასტურებს ხელმოწერით და ის ინახება საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის არქიტექტურის და დიზაინის დეპარტამენტში.

აბიტურიენტი, რომელიც არ წარმოადგენს პორტფოლიოს გადის გასაუბრებას სპეციალობაში, რაც მოიცავს ორ კომპონენტს - გამოცდას ხაზვაში და გამოცდას ხატვაში.

2) გამოცდა ხაზვაში:

მოცემულია გეომეტრიული დეტალი ორი ხედით ( წინხედი და ზედხედი). აბიტურიენტმა უნდა ააგოს მესამე ხედი და იზომეტრია) - ფორმატი A3;

ნამუშევრის მაქსიმალური შეფასება განისაზღვრება 50 ქულით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ნახაზი შესრულებულია მასშტაბში (1:1) სრულად (წინხედი, ზედხედი, გვერდხედი, იზომეტრია) 0-30 ქულა;

ნახაზის კომპოზიციური განაწილება 0 - 5 ქულა;

ზომების გატანა-გადანაწილება - 0-15 ქულა;

დადებით შეფასებად ითვლება 25 ქულაზე მეტი შეფასება.

საგამოცდო დროის ხანგრძლივობაა 3 საათი.

აბიტურიენტმა ხაზვის გამოცდაზე თან უნდა იქონიოს ფორმატი -A3, შავი ფანქარი, მზომი, ფარგალი, საშლელი და სახაზავები.

საგამოცდო ნამუშევარს აფასებს კომისია 4 წევრის შემადგენლობით.

ხაზვაში საგამოცდო ნამუშევრების შეფასების შედეგები ეცნობება აბიტურიენტს ელ-ფოსტით, შემფასებელი კომისიის მიერ მათი განხილვის/შეფასების დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში.

3) გამოცდა ხატვაში

დავალება: მარტივი, 2 გეომეტრიული ფიგურით შექმნილი კომპოზიცია. ნამუშევარი სრულდება A3 ფორმატზე, მასალა: შავი ფანქარი.

ნამუშევრის მაქსიმალური შეფასება განისაზღვრება 50 ქულით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

დავალებაში მოცემულობა შემადგენლობის თვალსაზრისით სრულია 0 – 15 ქულა;

ნახატის კომპოზიციური განაწილება მასშტაბი 0-15 ქულა;

შესრულება და მხატვრულ-ესთეტიური გადაწყვეტა 0-20 ქულა.

დადებით შეფასებად ითვლება 25 ქულაზე მეტი შეფასება.

საგამოცდო დროის ხანგრძლივობაა 3 საათი.

აბიტურიენტმა ხატვის გამოცდაზე თან უნდა იქონიოს ფორმატი -A3, შავი ფანქარი, საშლელი.

საგამოცდო ნამუშევარს აფასებს კომისია 4 წევრის შემადგენლობით.

ხატვაში საგამოცდო ნამუშევრების შეფასების შედეგები ეცნობება აბიტურიენტს ელ-ფოსტით, შემფასებელი კომისიის მიერ მათი განხილვის/შეფასების დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში.

აბიტურიენტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს გამოცდაზე და საგამოცდო ნამუშევრის დასრულების შემდეგ, ნამუშევარი, თავისი სახელის, გვარის და ელ-ფოსტის მისამართის მითითებით ჩააბაროს გამოცდის მეთვალყურეს.

ხაზვასა და ხატვაში მიღებული დადებითი შეფასება წარმოადგენს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე აბიტურიენტის დაშვების პირობას.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მომზადება საბაზისო და საშუალო საფეხურის პროფესიონალი მასწავლებლი წარმატებული პედაგოგიური კარიერისათვის მუდმივად ცვალებად საგანმანათლებლო გარემოში, რომელსაც შეეძლება სკოლებში მიმდინარე პროცესთა ადეკვატური გაგება და ანალიზი, ისევე, როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება ყოველდღიურ სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში. პროგრამის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენას ის, რომ იგი აძლევს მომავალ მასწავლებელს ლიდერობისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს როგორც სასწავლო გარემოსა და პროცესის გუნდური მართვის ისე, ზოგადად, სასკოლო განათლების მართვის პროცესში გააზრებული მონაწილეობისათვის, რაც სკოლისა და განათლების საბოლოო შედეგიანობის უზრუნველყოფის არსებით საფუძველს წარმოადგენს. პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება მყარ საფუძველს შექმნის კურსდამთავრებულთა წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობისათვის როგორც საჯარო, ისე კერძო ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • პედაგოგიური პრაქტიკა;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • რეფერატების პრეზენტაცია;
  • წერითი მუშაობა;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები.
სწავლის შედეგი:
პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-23-2016
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 06-16
პროგრამის განახლების თარიღი:
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 08-16
პროგრამის დეტალები:

მასწავლებლის მომზადების პროგრამით ხდება ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის, მათემატიკის, ფიზიკისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის მომზადება

სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 60 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს– 42 ECTS , პროგრამის არჩევით საგანს (სპეციალობის გათვალისწინებით) 6 ECTS და შესაბამისი პროფილით პედაგოგიური პრაქტიკის გავლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ––12 ECTS.

პროგრამის ძირითადი

კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
EDUC 3110განათლების ისტორია და ფილოსოფია6 1
EDUC3130სწავლების მეთოდიკა6 1
EDUC3145ინკლუზიური განათლების საფუძვლები6 1
PSYC3111განათლების ფსიქოლოგია6 1
EDUC3147კვლევები განათლებაში-აქტუალური კვლევები სკოლაში6 2
EDUC4130კლასის მართვა6 2
EDUC4212პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში12 2
PSYC4111ასაკობრივი ფსიქოლოგია6 2

კრედიტების ჯამი:

54

პროგრამის ასარჩევი

კოდი საგანი კრედიტი
ENGL4135ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა6
HIST4135ისტორიის სწავლების მეთოდიკა6
INFO4330საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მეთოდიკა6
KART4137ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა6
MATH4120მათემატიკის სწავლების მეთოდიკა6
PHYS4220ფიზიკის სწავლების მეთოდიკა6

კრედიტების ჯამი:

36









პრერეკვიზიტების მატრიცა


შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა



ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2023 საქართველოს უნივერსიტეტი