eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნეს ანალიტიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: რევაზ პაპუკაშვილი
ქეთი ცხადაძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B1 დონე 70%) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 70. • IELTS – მინიმალური ქულა 4.5. • PTE General – მინიმალური დონე B1. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმაირისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B1 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, ციფრული სამყაროს ეპოქაში, სტუდენტებისთვის ბიზნეს პროცესებზე და მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავებას და განვითარებას. პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაცია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინტერდისციპლინურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კომპონენტებზე დაყრდნობით პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: ბიზნესის მართვის ანალიტიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი, ფინანსური და სტატისტიკური ანალიტიკოსი. ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტს ჰქონდეს ანალიტიკური ტექნიკის გამოყენების უნარი.

პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულმა
- შეძლოს ორგანიზაციის რეალურ სამყაროში არსებული სირთულეების შესაბამისი ინტერესის სფეროების კონცეპტუალიზაცია და ურთიერთდაკავშირება;
- შეძლოს მოდელზე ორიენტირებული ორგანიზაციული საინფორმაციო სისტემების დიზაინის საკითხების დამუშავება, გააზრება და შედეგების ინტერპრეტირება;
- შეძლოს ანალიტიკური პროექტებით გათვალისწინებული კვლევის იდენტიფიცირება, მათი კრიტიკულად შეფასება, გუნდური მუშაობა, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, კვლევის ეთიკურად დაგეგმვა, დროისა და პროექტების მართვასთან დაკავშირებული კომპეტენციების გამოყენება.
პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კომპეტენცია, რომ განაგრძოს აკადემიური მიმართულებით განვითარება. საკუთარი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელოს სწავლა და კვლევა სამაგისტრო საფეხურზე, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• დემონსტრირების მეთოდი
• ინტერაქტიული ლექციები
• დისკუსია/დებატები
• გუნდური მუშაობა
• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
• ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
• პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
• ლიტერატურის მიმოხილვა
• წერითი მუშაობის მეთოდი
• სამუშაო პროცესის სიმულაცია
• პრაქტიკული მეცადინეობები

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია:

    • იმსჯელოს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის ფუნდამენტურ ცნებებზე და სასიცოცხლო ინსტრუმენტებზე
    • აღწეროს პროდუქტის/მომსახურების შექმნის პროცესში მომხმარებლის გამოცდილების კვლევის მეთოდები და ტექნიკები
    • იმსჯელოს ბიზნეს გარემოზე და უშუალოდ რეალურ ბიზნეს ქეისებზე დაყრდნობით თანამედროვე სამყაროში არსებულ მონაცემთა ძირითად სტრუქტურებზე
    • ახსნას მონაცემთა სტრუქტურები, მონაცემთა ბაზები, მონაცემთა მოპოვების, დახარისხების ტექნიკების მნიშვნელობა, ბიზნესისთვის მართებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში
    • გამოკვეთოს მონაცემებზე ფუნქციური ანალიზის მეთოდები და ინსტრუმენტების გამოყენებით მონაცემების ვიზუალიზაცია, შედეგების მოდელირება
    • ბიზნეს-ამოცანების გადაჭრისას სათანადოდ ახსნას მათემატიკური, სტატისტიკურ-ალბათური აპარატი
    • გამოკვეთოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების სფეროში არსებული ძირითადი მიმართულებები და შემადგენელი კომპონენტები

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია:

    • თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის სასიცოცხლო ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენება ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად
    • ორგანიზაციის რეალურ სამყაროში არსებული სირთულეების შესაბამისი ინტერესის სფეროების კონცეპტუალიზაცია და ურთიერთდაკავშირება, მოდელირების ძირითადი ტექნიკის და მეთოდების კრიტიკულად, დამოუკიდებლად ახსნა კომპლექსურ სისტემებში
    • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შინაარსობრივი სტრუქტურის ახსნა, დოკუმენტირება, შეთანხმება, შეფასება და პრეზენტაცია
    • სისტემის განვითარების სასიცოცხლო ციკლის ახსნა, ინფორმაციის შეგროვების მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება
    • ბიზნეს პროცესების გრაფიკული აღწერილობის შექმნა/ცვლილებების შეტანა, მოდელირება; ანალიტიკური მეთოდების გამოყენება ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების დროს
    • კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, ჩატარება, ანალიზი, რეპორტინგი, დროის მენეჯმენტი და გუნდური მუშაობა
    • ანალიტიკური მოდელების ინტერპრეტაცია და მათი ეფექტურად გამოყენება
    • კომპანიის ფინანსური გარემოს ანალიზი და მიღებული შედეგების ღირებულ ინფორმაციად გარდაქმნა
    • ბიზნეს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი პროცესის, პრაქტიკის შემუშავება

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია:

    • გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთიკური სტანდარტებისა და პრინციპების დაცვა
    • საკუთარი პროფესიული ინტერესების დამოუკიდებლად განსაზღვრა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროების გამოკვეთა
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-31-2022
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 36-22
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით.

     

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს - 186 ECTS (მათ შორის საბაკალავრო პროექტი ბიზნეს ანალიტიკაში 30 ECTS), ხოლო დარჩენილი (48 ECTS) შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის ასარჩევი საგნებიდან

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUAN1010Eბიზნეს ანალიტიკის შესავალი6 1
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 1
    INFO1133Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
    MATH3010Eბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები I6 1
    BUAN1015Eორგანიზაციული მოდელირების საფუძვლები6 2
    INFO3015Eბიზნეს პროცესების ვიზუალიზაცია MS Visio-ს გამოყენებით6 2
    MATH3020Eბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები II6 2
    MGMT2110Eმენეჯმენტის საფუძვლები6 2
    BUAN1020Eმომხმარებლის გამოცდილების კვლევა (UX)6 3
    BUAN2030Eფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა6 3
    BUAN2040Eბიზნეს კომუნიკაცია ანალიტიკოსებისთვის6 3
    INFO3212Eგადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6 3
    MGMT3211Eადამიანური რესურსების მართვა6 3
    BUAN1025Eბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და მართვა6 4
    BUAN3015Eფინანსების მენეჯმენტი6 4
    BUAN3020Eბიზნესის უწყვეტობის მართვა6 4
    INFO3020Eობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (C#)6 4
    INFO3025Eმონაცემთა ბაზების საწყისები (MS SQL)6 4
    BUAN1030Eმონაცემთა სტრუქტურების ანალიზი6 5
    MATH3040Eმონაცემთა ანალიზი6 5
    MGMT3110Eოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    BUAN2010Eფუნქციური ანალიზი: მეთოდები და ინსტრუმენტები6 6
    BUAN2025Eმონაცემთა ვიზუალიზაცია6 6
    BUAN3025Eბიზნეს ინტელექტი6 6
    INFO3035ENIT სერვისების და პროექტების მენეჯმენტი6 6
    BUAN2015Eბიზნეს ანალიტიკის პროცესების მართვა6 7
    INFO3045Eმართვის ინფორმაციული სისტემები6 7
    BUAN4030Eსაბაკალავრო პროექტი ბიზნეს ანალიტიკაში30 8

    კრედიტების ჯამი:

    192

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    BUAN3010Eმომხმარებლის ქცევა და მარკეტინგი6
    BUAN3030Eციფრული მარკეტინგის საფუძვლები6
    ECON1290Eმიკროეკონომიკის პრინციპები6
    ECON2190Eმაკროეკონომიკის პრინციპები6
    INFO3030EWEB ტექნოლოგიების საფუძვლები6
    MATH3030Eბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 36
    INFO3040Eხელოვნური ინტელექტი და სამართლებრივი ასპექტები6
    LAWB4310Eბიზნეს სამართალი6
    MGMT1515Eბიზნეს ეთიკა6
    BUAN4020Eმეწარმეობა და ინოვაციების მართვა6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    LING0015ქართული, როგორც უცხოური ენა I (ზოგადი)6
    MGMT2111Eსაერთაშორისო ბიზნესი6
    MGMT2210Eსტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6
    BUAN4010Eხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი6
    BUAN4015Eრისკების მენეჯმენტი6
    FINA4115Eკორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)6
    INFO3055Eმონაცემთა საცავები6
    INFO3265Eპერსონალურ მონაცემთა დაცვა6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    LING0017ქართული, როგორც უცხოური ენა II (ზოგადი)6
    ACCT2210Eმმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    BUAN4025Eსტაჟირება ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის12
    MGMT3151Eცვლილებების მართვა6

    კრედიტების ჯამი:

    150









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს - 186 ECTS (მათ შორის საბაკალავრო პროექტი ბიზნეს ანალიტიკაში 30 ECTS), ხოლო დარჩენილი (54 ECTS) შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი