eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მედიცინა
განათლების საფეხური: ერთსაფეხურიანი
ხელმძღვანელი: ნათია ლანდია
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი
პროგრამის მოცულობა: 360
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificate in English) ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით. მინიმალური ბარიერი 60%. გასაუბრება/გამოცდა ბიოლოგია-ქიმია-ფიზიკის საბაზო საკითხებში;
პროგრამის მიზანი:

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპეტენტური, გულისხმიერი, სამართლიანი, გამოცდილი მედიკოსები (ექიმები), რომლებსაც ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით და საბაზისო სამედიცინო განათლების TUNING/MEDINE პროგრამის სასწავლო ამოცანებით გათვალისწინებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები და ღირებულებები, რაც მისცემს მას საშუალებას: საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ გააგრძელოს სწავლა მაგისტრატურაზე ან/და დოქტორანტურაზე, საქართველოში დასაქმდეს უმცროს ექიმად; მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში. კურსდამთვარებულები მზად იქნებიან მუდმივად განაახლონ თავისი ცოდნა და უნარები და მათი პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს მათი თემების და ზოგადად, მსოფლიო საზოგადოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების ფასილიტაციას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

 

  • ლექცია
  • თეორიული სწავლება - ინტერაქციული ლექციები და სემინარები
  • თეორიული და პრაქტიკული სწავლება - სემინარები
  • ვიდეო სწავლებისა და სწავლისთვის
  • სასწავლო ვიდეოფილმები
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
  • კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება (CBL)
  • როლური თამაში
  • ექიმისა და პაციენტის როლების შესრულება
  • კომუნიკაცია პაციენტთან
  • კომუნიკაცია სიმულირებულ პაციენტთან
  • გუნდური მუშაობა
  • გუნდური მუშაობა სარეანიმაციო მანეკენთან
  • პრაქტიკული სამუშაო
  • სწავლა სიმულატორის გამოყენებით
  • სწავლება სიმულატორების გამოყენებით
  • სცენარებზე დაფუძნებული სიმულაციური სწავლება
  • სწავლება სტანდარტიზებული პაციენტების მეშვეობით
  • კლინიკურ და სიმულაციურ გარემოში სწავლება
  • კლინიკური როტაციები კლინიკური უნარ-ჩვევების სწავლების სიმულაციურ ცენტრში.
  • პრაქტიკული დავალება ზედამხედველობის ქვეშ
  • პრაქტიკული დავალება ზედამხედველობის გარეშე
  • ავადმყოფის საწოლთან სწავლება (bedside-teaching)
სწავლის შედეგი:
  • ცოდნა და გაცნობიერება

    ბიოსამედიცინო მეცნიერებების ღრმა და სისტემური ცოდნა

    ქცევითი და სოციალური მეცნიერებების ძირითადი პრინციპების, პროცესების, მეთოდებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა და გააზრება.

    სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობასა და სუბსპეციალობაში კლინიკური მეცნიერებების შესახებ ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.

    წამლებისა და მათი დანიშვნის ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის: დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების სკრინინიგისა და ზედამხედველობის, ეპიდემიოლოგიის, რესურსების განაწილებისა და ჯანმრთელობის ეკონომიკის, გლობალური ჯანმრთელობისა და უთანასწორობის ფართო ცოდნა და გააზრება.

    სამედიცინო პრაქტიკისა და კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.

    ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სისტემების ორგანიზების შესახებ ცოდნა და ამ სისტემაში ექიმის როლის გაცნობიერება

     

     

     

    უნარი

    პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა

     

    კლინიკური შემთხვევის შეფასება, გამოკვლევების დანიშვნა, დიფერენციული დიაგნოზის ჩატარება, დაავადების მართვის გეგმის შესახებ მსჯელობა

     

    გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების დროს დახმარების გაწევა (პირველადი დახმარება და სარეანიმაციო ღონისძიებები)

     

    მედიკამენტების გამოწერა

     

    პრაქტიკული პროცედურების ჩატარება

     

    სამედიცინო კონტექსტში ეფექტური კომუნიკაცია

     

    სამედიცინო პრაქტიკაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენება

     

    პაციენტის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შეფასება

     

    მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარებისა და ცოდნის გამოყენება

     

    სამედიცინო კონტექსტში ინფორმაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება

     

    სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება

     

    ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ჩართვა, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტური მუშაობა

     

    პროფესიონალიზმი

     

     

    პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

     

     

    ცოდნის განუწყვეტელი განახლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობა სამედიცინო პროფესიაში

     

    ეთიკური, სამართლებრივი პრინციპებისა და პაციენტის უფლებების დაცვა

     

    პროფესიულ კონტექსტში კომუნიკაციის, მოლაპარაკების წარმოების და კონფლიქტების მოგვარების უნარი ნებისმიერ პირთან, განურჩევლად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა

     

    პაციენტთან და კოლეგებთან ურთიერთობისას სამართლიანობის, სოციალური და ლიბერალური ფასეულობებით ხელმძღვანელობის უნარი

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამას აქვს 360 ECTS და სწავლება მოიცავს 6 წელს. იგი შედგება პროგრამის ძირითადი (326 ECTS) და არჩევითი (34 ECTS ) კომპონენტებისგან, საიდანაც (12 ECTS) განკუთვლინილია უცხო ენის კომპეტენციისთვის.
    აკადემიური წლის ხანგძლივობა 38 კვირა
    სემესტრების რაოდენობა - 2 (თითოეული სემესტრი 19 კვირა)
    სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობა - 15 კვირა
    სასესიო პერიოდების ხანგრძლივობა - 2 კვირა
    გადაბარება /აღდგენა - 2 კვირა

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა მოიცავს თეორიულ და ლაბორატორიულ სწავლებებს, ასევე კლინიკურ პრაქტიკას, რომელიც იმპლემენტირებულია უშუალოდ საგნებში თემატური მიმართულებების მიხედვით. თეორიული ტიპის ლექციები შესაძლებელია ერთდორულად ჩატარდეს 2 და მეტ ჯგუფში. სემესტრებში მოწოდებულია სამედიცინო პროფილის კურაციები, რომელიც ყოველდღიურ და ინტენსიურ სასწავლო დატვირთვას ითვალისწინებს და მისი ორგანიზება ხდება როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე სამედიცინო ბაზებზე. ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა არ არღემატება 15 -ს. პრაქტიკები ტარდება მენტორული სისტემის გამოყენებით, კლინიკური პროფესიონალური უნარების შეფასებისას გამოიყენება სტრუქტუირებული შეფასების სისტემა სიმულაციურ და კლინკურ გარემოში.

    უცხოენოვანი სტუდენტები, სავალდებულო ასარჩევი საგნების ბლოკიდან, სავალდებულოდ ირჩევენ ქართულ ენას ჯამში 12 კრედიტის მოცულობით, მათ 6 კრედიტიანი ქართულის ენის საგანის არჩევის შემთხვევაში, აღება ხდება წელიწადში ერთხელ, შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრზე, რომელიც დასრულებულ უნდა იქნას კლინიკური სწავლების დაწყებამდე.

    ქართულენოვანი სტუდენტები, სავალდებულო ასარჩევი საგნების ბლოკიდან, სავალდებულოდ ირჩევენ ინგლისურ ენას ჯამში 12 კრედიტის მოცულობით, წელიწადში ერთხელ, შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრზე.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MD231110Eადამიანის სხეული - სტრუქტურა და ფუნქცია I10 1
    MD231120Eბიოქიმია I4 1
    MD231130Eგენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია I3 1
    MD231140Eშესავალი სამედიცინო პროფესიაში2 1
    MEDE1125Eინგლისური ენა მედიკოსებისათვის5 1
    HELM231250Eშესავალი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში2 2
    MD231210Eადამიანის სხეული - სტრუქტურა და ფუნქცია II10 2
    MD231220Eბიოქიმია II4 2
    MD231230Eგენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია II3 2
    MD231240Eზოგადი მიკრობიოლოგია და ბაქტერიოლოგია4 2
    MD231290Eკლინიკური უნარ-ჩვევები I4 2
    HELM232150Eბიოეთიკისა და სამედიცინო სამართლის საფუძვლები3 3
    MD232110Eადამიანის სხეული - სტრუქტურა და ფუნქცია III10 3
    MD232120Eბიოქიმია III4 3
    MD232130Eზოგადი ჰიგიენა და ეკოლოგია3 3
    MD232140Eვირუსოლოგია, მიკოლოგია და პარაზიტოლოგია3 3
    MD232190Eკვლევითი უნარ-ჩვევები I4 3
    MD232210Eადამიანის სხეული - სტრუქტურა და ფუნქცია IV10 4
    MD232220Eბიოქიმია IV4 4
    MD232230Eპათოლოგიის საფუძვლები5 4
    MD232240Eიმუნოლოგია და კლინიკური მიკრობიოლოგია4 4
    MD232290Eკლინიკური უნარ-ჩვევები II4 4
    HELM233150Eეპიდემიოლოგია, ბიოსტატისტიკა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა6 5
    MD233110Eკლინიკური პათოლოგია I6 5
    MD233120Eდაავადებათა დიაგნოსტიკის საფუძვლები I7 5
    MD233130Eჯანმრთელობის და ავადმყოფობის სოციოლოგია ექიმებისთვის3 5
    MD233140Eბაზისური ფარმაკოლოგია I5 5
    MD233210Eკლინიკური პათოლოგია II6 6
    MD233220Eდაავადებათა დიაგნოსტიკის საფუძვლები II7 6
    MD233230Eშესავალი ფსიქოლოგიაში მედიკოსებისთვის3 6
    MD233240Eბაზისური ფარმაკოლოგია II5 6
    MD233250Eრადიოლოგიის საფუძვლები4 6
    MD233260Eკვლევითი უნარ-ჩვევები II2 6

    კრედიტების ჯამი:

    159

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    HELM2287Eსაზოგადოებრივი ჯანდაცვის მარკეტინგი6
    MD231160Eლაბორატორიული მუშაობის საფუძვლები3
    HELM231320Eჯანმრთელობის ხელშეწყობა3
    HELM233321Eშესავალი ჯანდაცვის მონაცემთა ბაზების დაგეგმვასა და მართვაში6
    HELM233330Eინფორმატიკა ჯანდაცვაში3
    HELM233341Eსამედიცინო ტურიზმი და ტელემედიცინა6
    HELM234150ESPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვაში3
    MD236311Eფარმაკოთერაპია4
    MD236320Eპრაქტიკა ლაბორატორიულ მედიცინაში3
    MD236331Eთანამედროვე ოფთალმოლოგია4
    MD236340Eრეპროდუქციული მედიცინა5
    MD236350Eსაოჯახო მედიცინა,გაღრმავებული კურსი5
    MD236360Eტრავმა გადაუდებელ მედიცინაიში5
    MD236370Eგულსისხლძარღვთა ქირურგია5

    კრედიტების ჯამი:

    61

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1330ინგლისური ენა მედიკოსებისთვის( პაციენტთან ურთიერთობა)6
    ENGL1340ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (ჰოსპიტალი და კლინიკა)6
    KART1119ქართული-უცხო ენა I3
    KART1219ქართული-უცხო ენა II3
    KART2119ქართული-უცხო ენა III3
    KART2219ქართული-უცხო ენა IV3
    LING0001სამედიცინო ქართული I3
    LING0002სამედიცინო ქართული II3
    LING0003სამედიცინო ქართული III3
    LING0004სამედიცინო ქართული IV3
    LING0011სამედიცინო ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    LING0013სამედიცინო ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    ENGL1110Eზოგადი ინგლისური I6
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6

    კრედიტების ჯამი:

    72

    კლინიკური სწავლებები

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MD234110Eშინაგანი მედიცინა I14 7
    MD234120Eქირურგია I14 7
    MD234130Eშესავალი საოჯახო მედიცინაში2 7
    MD234210Eმეანობა6 8
    MD234220Eნევროლოგია8 8
    MD234240Eტრავმატოლოგია და ორთოპედია4 8
    MD234250Eდერმატოლოგია2 8
    MD234260Eინფექციური დაავადებები6 8
    nMD234230Eჰემატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია4 8
    MD235110Eშინაგანი მედიცინა II14 9
    MD235120Eპედიატრია8 9
    MD235130Eგინეკოლოგია8 9
    MD235210Eქირურგია II10 10
    MD235220Eანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია6 10
    MD235240Eგადაუდებელი მედიცინა6 10
    nMD235230Eფსიქიატრია და კლინიკური ფსიქოლოგია8 10
    HELM232210Eჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 11
    MD236120Eკლინიკური აზროვნება, დიფერენციალური დიაგნოსტიკა5 11
    MD236140Eსაოჯახო მედიცინა6 11
    MD236150Eკლინიკური ფარმაკოლოგია4 11
    MD236160Eონკოლოგია4 11
    MD236170Eპალიატიური ზრუნვა2 11
    nMD236130Eალტერნატიული მედიცინის საფუძვლები3 11
    HELM236210Eპაციენტთა უსაფრთხოების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საფუძვლები6 12
    MD236220Eმცირე კლინიკური კვლევა5 12
    MD236230Eსასამართლო მედიცინა4 12
    MD236280Eკლინიკური უნარ-ჩვევები III2 12

    კრედიტების ჯამი:

    167









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა

    პროგრამის სემესტრულ საგნებში გამოიყენება შემდეგი შეფასების სისტემა:

    მიმდინარე შეფასება (ქვიზი) (ყოველკვირეული ან ყოველდღიური)                                                  39 ქულა

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.               21 ქულა

    დასკვნითი გამოცდა                                                                                                                                           40 ქულა

    სულ                                                                                                                                                                         100 ქულა

     

    კლინიკურ სწავლებებზე  გამოიყენება შემდეგი შეფასების სისტემა:          

    მიმდინარეშეფასება (შეიძლება შედგებოდეს წერითი კომპონენტისგან

    და პრაქტიკაში მონაწილეობის შეფასებისგან)                                                                                           40 ქულა

    რეფერატი და პრეზენტაცია.                                                                                                                            20 ქულა

    დასკვნითი გამოცდა                                                                                                                                           40 ქულა

     

    სულ                                                                                                                                                                         100 ქულა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი