პროგრამა: | საერთაშორისო ურთიერთობები |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | შალვა ძებისაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს საერთაშორისო პოლიტიკის ფენომენის, მისი თეორიული და კონცეპტუალური შემადგენელი კომპონენტებისა, ისევე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის მარეგულირებელი ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და რეჟიმების შესახებ ფართო ცოდნა. პროგრამა კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასების, გაანალიზების და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების დადგენის უნარს. ასევე, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე განახორციელონ კვლევა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით საერთაშორისო ურთიერთობების თემატურ საკითხებზე. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ, როგორც სახელმწიფო საჯარო, ასევე კერძო ბიზნეს და ანალიტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ადგილობრივ არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში უმცროსი სპეციალისტის, დამწყები მკვლევარის/ანალიტიკოსის და საერთაშორისო მიმართულების კუთხით რელევანტურ პოზიციაზე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: | • ინტერაქციული ლექციები • კრიტიკული ანალიზი • მცირე კვლევების ჩატარება • დისკუსია • ჯგუფური დავალებები • პროექტები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • წერითი მუშაობის მეთოდი • პრეზენტაციის წარდგენა |
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება:
უნარი პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება: • კონფლიქტების და მათი გამომწვევი მიზეზების, კონკრეტულ რეგიონალური ან სახელმწიფოებრივ კონტექსტში მიმდინარე სოციო-პოლიტიკური მოვლენების შეფასების უნარი; • საერთაშორისო ინსტიტუციური და ორგანიზაციული მექანიზმების, არსებული ნორმებისა და პროცედურების, ფინანსური და სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორის კომპლექსური განხილვის და კრიტიკული ანალიზის უნარი; • ზოგადი საერთაშორისო პოლიტიკური ფენომენის ფარგლებში კონკრეტული პრობლემური საკითხის იდენტიფიცირების და შერჩეული მეთოდოლოგიის გამოყენებით წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე კვლევის ჩატარების უნარი; • ქვეყნების პოლიტიკური რეჟიმების, პოლიტიკური ტრანსფორმაციის და რელიგიურ იდეოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობის დადგენის და ისტორიულ ჭრილში განვითარების ანალიზის უნარი; • სხვადასხვა თემატურ კონტექსტში, მაგალითად, კრიზისული ვითარება, კონფლიქტი, პოლიტიკური დაპირისპირება ან ომი, გადაწყვეტილების მიღების, ლოგიკის, რელევანტური ფაქტორების და ძირითადი მექანიზმების ეფექტურობის დადგენის უნარი. პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება: • პროფესიული თვითგანვითარების მიზნით ავტონომიურად საერთაშორისო ურთიერთობებში საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის გამოყენების უნარი პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების გზით; • გათავისებული აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების და საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობითი მიდგომის მნიშვნელობა; • გათავისებული პროფესიული, ეთიკური და აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დაცვის აუცილებლობა. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 08-30-2016 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 27-16 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: | ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 96 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2). |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა შეასრულოს 240 ECTS, რაც გულისხმობს 162 ECTS პროგრამის ძირითად საგნებით; ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან 12 ECTS; STEM ბლოკიდან 6 ECTS; 18 ECTS თავისუფალი კრედიტებით და 42 ECTS პროგრამის ასარჩევი საგნებით დაგროვებას. აღება სტუდენტს შეუძლია პროგრამის ასარჩევი საგნებიდან ან/და მეორადი პროფესიის და თავისუფალი კრედიტებით. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,3 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,3 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,3 |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,3 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,3 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 1 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 1 |
კრედიტების ჯამი: | 6 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
HIST1119 | შესავალი მსოფლიო ისტორიაში I | 6 | 1 |
POLI1265 | შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში 1 | 6 | 1 |
HIST1219 | შესავალი მსოფლიო ისტორიაში II | 6 | 2 |
POLI1266 | შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში 2 | 6 | 2 |
POLI2230 | პოლიტიკური სოციოლოგია | 6 | 2 |
POLI2240 | პოლიტიკური იდეოლოგიები | 6 | 2 |
ECON1010 | მიკროეკონომიკის საფუძვლები | 6 | 3 |
POLI1145 | შესავალი საქართველოს პოლიტიკაში | 6 | 3 |
POLI2220 | მსოფლიო პოლიტიკა | 6 | 3 |
ECON1015 | მაკროეკონომიკის საფუძვლები | 6 | 4 |
IREL2225 | გეოპოლიტიკა | 6 | 4 |
POLI2120 | საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი | 6 | 4 |
POLI3230 | შესავალი შედარებით პოლიტიკაში | 6 | 4 |
IREL1230 | კვლევის დიზაინი | 6 | 5 |
IREL1233 | შესავალი საერთაშორისო სამართალში | 6 | 5 |
IREL4013 | შესავალი პოლიტიკურ ეკონომიკაში | 6 | 5 |
POLI3110 | საერთაშორისო ორგანიზაციები | 6 | 5 |
IREL2265 | შესავალი საჯარო მმართველობაში | 6 | 6 |
POLI1252 | თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები | 6 | 6 |
POLI3205 | სამხრეთ კავკასიის შედარებითი პოლიტიკა | 6 | 6 |
IREL1335 | ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები | 6 | 7 |
IREL3115 | საერთაშორისო პოლიტიკა და განვითარება | 6 | 7 |
IREL1235 | პრაქტიკული კურსი-სიმულაცია: პოლიტიკური კრიზისი და გადაწყვეტილების მიღება/ მოლაპარაკებები | 6 | 8 |
POLI4565 | საბაკალავრო ნაშრომის მომზადება | 18 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 162 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
IREL3262 | კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში | 6 | |
IREL3264 | კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები | 6 | |
COMM4350 | დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა | 6 | |
IREL1224 | სტრატეგიული აზროვნება | 6 | |
IREL1315 | თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა | 6 | |
IREL1410 | თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა | 6 | |
IREL3120 | საერთაშორისო ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები | 6 | |
IREL3125 | საერთაშორისო ვაჭრობა | 6 | |
IREL3225 | დაზვერვა - თეორია და პრაქტიკა | 6 | |
POLI1252 | თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები | 6 | |
POLI3215 | აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა | 6 | |
IREL1221 | ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის | 6 | |
IREL1245 | ევროკავშირის სამართალი | 6 | |
IREL12451 | რუსეთის საგარეო პოლიტიკა | 6 | |
IREL1255 | ირანის საგარეო პოლიტიკა | 6 | |
IREL1310 | აშშ-ს პოლიტიკა და მთავრობა | 6 | |
IREL1320 | რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა | 6 | |
IREL1340 | შესავალი ისლამურ სწავლებებში | 6 | |
IREL1345 | რეჟიმები და ინსტიტუტები | 6 | |
IREL1355 | თურქეთის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება | 6 | |
IREL3220 | ჰიბრიდული ომი | 6 | |
POLI1235 | ევროპის ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა | 6 | |
POLI2250 | საქართველო და მსოფლიო | 6 | |
POLI3261 | პოლიტიკა და პოლიტიკური მითოლოგია | 6 | |
PSYC1488 | სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 150 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |