პროგრამა: | არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ქეთევან ბერეკაშვილი ნინო ლაღიძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | არქიტექტურის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია აღზარდოს პრობლემის კონცეპტუალური გადაწყვეტილების, დარგის ისტორიულ კონტექსტში გააზრების, შემოქმედებითი, სივრცული აზროვნებისა და პროფესიული პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების უნარის მქონე სპეციალისტი, რომელსაც ექნება არქიტექტურის და დიზაინის საფუძვლების, არსის, განვითარების კანონზომიერებების და პროექტირების მთავარი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული იცნობს: თანამედროვე არქიტექტურის მახასიათებელი ნიშნებსა და სტილისტიკას, ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებსა და ტრანსფორმაციას, არქიტექტურული დაგეგმარების მეთოდიკის საფუძვლებს, შენობა-ნაგებობების ტიპოლოგიურ ჯგუფებს, ლანდშაფტური და სარეკრეაციო სივრცეების ქალაქგეგმარებითი განვითარების ძირითად მოთხოვნებს; მსოფლიო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს მიღწევებს, თანამედროვე არქიტექტურის განვითარების ეტაპებს; არქიტექტურული ფორმების მოცულობით მასშტაბს და მისი ადგილთან შეთავსებას, მცირე ზომის ობიექტების დაპროექტების სტადიებს, მოცულობით-სივრცითი დიზაინერული ფორმების და ტიპების თავისებურებებს და მახასიათებლებს.
იცის: ფიგურების სიბრტყეზე გამოხაზვისათვის საჭირო ორთოგონალური და აქსონომეტრიული გეგმილების აგება, ორთოგონალური გეგმილების მიხედვით აქსონომეტრიის აგება, სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე ძირითადი გეომეტრიული ფიგურების დაგეგმარება და მონჟის კოორდინირებული ეპიური, ძირთადი პოზიციური ამოცანებისა და ეპიურის გარდაქმნის მეთოდები;
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტიპების, მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის ტიპების, ბიზნეს ცენტრის ცალკეული ბლოკების გეგმარების სპეციფიკა, სუპერმარკეტისა და ავტოსადგომის გეგმარების სტანდარატები, დაპროექტებული მასალის პლანშეტზე განაწილება და ორთოგონალში გამოხაზვა; ინსოლაციის ანგარიშის მეთოდები, ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტის ანგარიში, არქიტექტურული აკუსტიკის საკითხები;
დიზაინის, კონსტრუირების, მაკეტირების ხერხები და თავისებურებები; 3D max-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვა, კორექტირება და სამგანზომილებიანი მოდელის აგება, AutoCAD-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვა, კორექტირება, ორ და სამგანზომილებიანი მოდელის აგება. უნარი კურსდამთავრებული მონაწილეობს: ადგილობრივ და საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენებში და კონკურსებში; ახერხებს: შესრულებული საპროექტო ნახაზის ეფექტურად წარმოჩენას, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების თანმიმდევრულ კომპეტენტურ დეკლარირებას, მიღებული ცოდნის შემდგომ სრულყოფას პრაქტიკულ მუშაობაში, საბაზისო ცოდნასთან ახლის ინტეგრირებას; ახორციელებს: არჩეული ობიექტის მაკეტის ბაზას, ფიგურის ორთოგონალური გეგმილის მიხედვით პერსპექტივის აგებას; ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის ინტერიერის, საგნობრივი გარემოს და სივრცის სწორად ორგანიზებასა და დაპროექტებას, წინასწარ განსაზღვრული მითითებით; სხვადასხვა დანიშნულების შენობის გეგმების, ფასადების, ჭრილების შესრულებას, გეგმარებითი ამოცანის კომპლექსური სახით გადაჭრას; არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვისას, მასში გარკვეული კორექტივების, ცვლილების შეტანას; ინტერიერის დაგეგმარებისას შესაბამისი სტილის შერჩევას, ინტერიერის კომპონენტის სპეციფიკის გათვალისწინებით; სივრცის დაპროექტებისას იმ არქიტექტურული ფაქტორების გათვალისიწინებას, რომლებიც განსაზღვრავენ ღია და დახურულ სივრცეებში აკუსტიკურ კომფორტს; პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული პასუხისმგებელია: რეალურ პრაქტიკაში, შეძენილი მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების საფუძველზე, თავისუფალ რეჟიმში დიალოგის და კამათის წარმართვისას, ზედმიწევნით დაიცვას პროფესიულ/ეთიკური ნორმები; მინიმალური დახმარებით შეარჩიოს საპროექტო ტერიტორიის კვლევისთვის რელევანტური პრობლემა, დაგეგმოს და განახორციელოს მცირე კვლევა და მოახდინოს მიღებული შედეგების ტრანფორმირებით შექმნას ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული პროექტი საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში.
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 12-26-2016 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 07/16 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 01/17 |
პროგრამის დეტალები: | კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEM ბლოკი და არჩევითი საგნების ბლოკი ( სტუდენტს, რომელსაც დაბალი ქულა აქვს მიღებული ინგლისურ ენაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და საჭიროებს ენის სრულყოფას, შეუძლია არჩევითი ბლოკის კრედიტები ან მათი ნაწილი ამ მიზნით გამოიყენოს ან აირჩიოს ნებისმიერი სხვა საგანი); არქიტექტორის კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სავალდებულო საგნების გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი მოდული (30 ECTS) ურბანულ არქიტეტურაში ან ინტერიერის დიზაინში და გაიღრმავოს ცოდნა შესაბამისი მიმართულებით ან აიღოს სასურველი საგნები როგორც ერთი ისე მეორე მოდულიდან და ასე შეავსოს 30 ECTS. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | პროგრამას გააჩნია კონცენტრაციის ორი მოდული: ურბანული არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის. თითოეული მოდული მოიცავს 30 ECTS. სტუდენტს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე შეუძლია აირჩიოს კონცენტრაციის ერთ-ერთი მოდული და არქიტექტორის კომპეტენციასთან ერთად გაიღრმავოს ცოდნა შესაბამისი მიმართულებით ან გააკეთოს მისთვის საინტერესო საგანთა კომბინაცია 30 ECTS ფარგლებში ორივე მოდულიდან. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც მოიცავს: · პროგრამის ძირითად საგნებს - 180 ECTS · პრაქტიკას და საბაკალავრო პროექტი 12 ECTS · პროგრამის ასარჩევ საგნებს - 18 ECTS · კონცენტრაციის მოდულს - 30 ECTS |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 5 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 5 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 5 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 5 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 5 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 5 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 5 |
კრედიტების ჯამი: | 6 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,4 |
MATH4113 | ლოგიკა | 6 | 1,4 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,4 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,4 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,4 |
STEM0006 | პროგრამირების საბაზისო კურსი | 6 | 1,4 |
კრედიტების ჯამი: | 6 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ARCT1110 | ხაზვა | 6 | 1 |
ARTS1110 | მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი | 6 | 1 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
ARCT1210 | მხაზველობითი გეომეტრია | 6 | 2 |
ARCT1220 | სახვითი ხელოვნების საფუძვლები I | 6 | 2 |
ARCT1230 | კომპოზიცია I | 6 | 2 |
ARCT1240 | თანამედროვე არქიტექტურის ისტორია | 6 | 2 |
ARCT2110 | სახვითი ხელოვნების საფუძვლები II | 6 | 3 |
ARCT2120 | კომპოზიცია II | 6 | 3 |
ARCT2130 | არქიტექტურული დიზაინის საფუძვლები | 6 | 3 |
ARCT2140 | დიზაინ ნახატი | 6 | 3 |
ARCT2210 | ინტერიერის დიზაინერული პროექტირება I | 6 | 4 |
ARCT2220 | ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება I | 6 | 4 |
ARCT2230 | კონსტრუირება და მაკეტირება | 6 | 4 |
ARCT3110 | ეკოლოგია და ლანდშაფტის დიზაინი | 6 | 5 |
ARCT3120 | ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი) | 6 | 5 |
ARCT3130 | ინტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი) | 6 | 5 |
ARCT3240 | კომპიუტერული გრაფიკა I(Auto Cad) | 6 | 5 |
ARCT3210 | ინტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი) | 6 | 6 |
ARCT3220 | ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი) | 6 | 6 |
ARCT3230 | სამშენებლო კონსტრუქციების საფუძვლები | 6 | 6 |
ARCT4140 | კომპიუტერული გრაფიკა II(3D Max) | 6 | 6 |
ARCH4171 | საბაკალავრო პრაქტიკა არქიტექტურაში | 6 | 7 |
ARCT4110 | ინტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი) | 6 | 7 |
ARCT4120 | ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი) | 6 | 7 |
ARCT4210 | თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები | 6 | 7 |
ARCT4271 | პრაქტიკა და საბაკალავრო პროექტი არქიტექტურაში | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 174 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL2147 | ინგლისური ენა III (B1/1) | 6 | |
ENGL2217 | ინგლისური ენა IV (B1/2) | 6 | |
ENGL3149 | ინგლისური ენა V (B2/1) | 6 | |
ANTH1515 | დიზაინის ანთროპოლოგია | 6 | |
ARCT1120 | რეკლამის დიზაინი | 6 | |
ARCT1818 | ენერგოეფექტურობა მშენებლობაში | 6 | |
ARCT1919 | ქართული საერო ხუროთმოძღვრების თავისებურებები | 6 | |
ARTS1210 | დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა | 6 | |
ARTS2140 | ქართული ხელოვნების ისტორია | 6 | |
ARTS2210 | ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები | 6 | |
ARTS3217 | შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია | 6 | |
ARTS4117 | ქართული ლითონმქანდაკებლობა | 6 | |
ARTS4120 | თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება | 6 | |
HIST2157 | ანტიკური კულტურის საფუძვლები | 6 | |
ARCT3231 | ურბანული ინსტრუმენტები და გამოწვევები | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 90 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH4123 | საინჟინრო მათემატიკა არქიტექტორებისთვის | 6 | 5 |
ARCT3140 | გეოდეზიის საფუძვლები | 6 | 6 |
ARCT4130 | ქალაქგეგმარების საფუძვლები | 6 | 7 |
ARCT4230 | ინსოლაციის, განათებისა და აკუსტიკის საფუძვლები | 6 | 8 |
ARCT4220 | მშენებლობის მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 30 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ARCT3150 | სტილი ინტერიერში I | 6 | 5 |
ARCT4160 | სტილი ინტერიერში II | 6 | 6 |
ARCT4170 | ერგონომიკა | 6 | 7 |
ARCT4250 | ავეჯი ინტერიერის დიზაინში | 6 | 8 |
ARCT4240 | ფერი და სინათლე ინტერიერში | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 30 |
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად არქიტექტურაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 174 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS და საბაკალავრო პრაქტიკა და პროექტი არქიტექტურაში 18ECTS ); საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 18 ECTS (6 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEM ბლოკიდან); არჩევითი საგნების ბლოკს- 18 ECTS; საგანთა მოდულს ურბანულ არქიტექტურაში ან ინტერიერის დიზაინში ან მათ ნაზავს- 30ECTS.
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |