პროგრამა: | ქართული ფილოლოგია |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ნანა შავთვალაძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ფილოლოგიის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, კურსადამთავრებულს მისცეს ისეთი განათლება, რომ მან შეძლოს წარმატებული სამსახურებრივი კარიერის შექმნა; უზრუნველყოს იგი ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური საკითხების ცოდნით, გააცნოს მას ლიტერატურათმცოდნეობითი და ენათმეცნიერული კვლევის დანიშნულება, მნიშვნელობა; განუვითაროს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი ისტორიულ და კულტურულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტირების უნარი; შეასწავლოს ქართული ენის სტრუქტურა და ისტორია; მისცეს ინგლისური ენის ცოდნა, რათა შეძლოს წარმატებული კომუნიკაცია; გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკული უნარები ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სფეროებში; დაეხმაროს, გაიაზროს ქართული ლიტერატურა და კულტურა ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში. აგრეთვე, პროგრამის მიზანია, ფილოლოგიის ბაკალავრმა შეძლოს მუშაობა მასმედიის და საგამომცემლო სფეროში, საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების საფუძველზე კი - სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება. ფართო ჰუმანიტარულ–ფილოლოგიური განათლება და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევები კურსდამთავრებულს არა მხოლოდ ქართული ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების საშუალებასაც აძლევს. ამასთან, პროგრამის მიზანია, გამოუმუშავოს ახალგაზრდას მეცნიერული პატიოსნებისა და ღირსების შეგნება, რათა საკუთარი თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით ხელი შეუწყოს ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღი სამოქალაქო შეგნებისა და დემოკრატიული იდეების დამკვიდრებას. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული იცნობს: ძირითადი ენათმეცნიერული და ლიტერატურათმცოდნეობითი თეორიების (კომპარატივისტული, ტექსტის რელევანტური ანალიზის, ენის დიაქრონული და შედარებითი ანალიზის, ფუქსის, ქოსბის მეთოდები ...) პრინციპებისა და კვლევის (შედარება-შეპირისპირება, ტექსტის ლინგვისტურ-სტატისტიკური ანალიზი, ქრონოლოგიურ-სტრუქტურული ანალიზი, კონოტაციის დომინანტურობა...) მეთოდებს; ლიტერატურის თეორიის საფუძვლებს; ქართული ენის განვითარების ძირითად ეტაპებს, ენაში მიმდინარე ძირითად ენობრივ მოვლენებსა და ენობრივ ცვლილებათა ხასიათსა და ქრონოლოგიას; ქართული ლიტერატურის ისტორიის ძირითად ეტაპებს, ჟანრებს, მნიშვნელოვანი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების კონცეპტუალურ და სტილისტურ მახასიათებლებს; ზეპირსიტყვიერი შემოქმედების სპეციფიკას, ქართული ფოლკლორისა და მითოლოგიური ტექსტების სტრუქტურას, ძირითად პრობლემატიკასა და მითოლოგემების სისტემას.
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას ლიტერატურული პერიოდიზაციის პრინციპების გათვალისწინებით; საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპებს; აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ (APA) აკადემიური სტილის სტანდარტს; იცის: ინგლისური ენა B2/2 დონეზე;
განსაზღვრავს და ახასიათებს: თანამედროვე ქართული ენის ფონეტიკა-ფონოლოგიას, თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიას, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსსა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ თეორიებს; ქართული ენის სტილისტიკისა და სალიტერატურო ქართულის ნორმალიზაციის საკითხებს; ქართული ენისა და ლექსიკოლოგიის საკვანძო საკითხებს; ძველი ქართული ენის ლექსიკურ-ფრაზეოლოგიურ თავისებურებებს; ძველი ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურისათვის დამახასიათებელ ძირითად ფონეტიკურ, მორფოლოგიურ და სინტაქსურ თავისებურებებს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ თეორიებს; ქართული პალეოგრაფიის საფუძვლებსა და ძირითად თეორიულ საკითხებს; ძველი ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურის საკვანძო საკითხებს, რუსთველოლოგიის ძირითად პრობლემატიკას; XII-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელთა შემოქმედების შესახებ ძირითად ინფორმაციას; XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ძირითად ტენდენციებს, ქართულ რომანტიზმსა და მის სპეციფიკას; XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ძირითდ საკითხებს (ქართული პროზისა და პოეზიის ჟანრობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებს; 20-იანი წლების ლიტერატურულ სკოლებსა და დაჯგუფებებს, ქართულ ინტელექტუალურ ემიგრაციას); უნარი კურსდამთავრებული ახერხებს: ფილოლოგიური ცნებებით ოპერირებას, მიზნის ადეკვატური ენობრივი ერთეულების შერჩევასა და აკადემიურ გარემოში ქართულ ენაზე სხვადასხვა დანიშნულების ტექსტის შექმნას; მიღებული საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებას საშუალო სირთულის ძველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ხელნაწერების წასაკითხად; ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების (ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი, სინთეზი და ახსნა-განმარტება) გამოყენებით წყაროების დამუშავებასა და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელებას წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; წინასწარ მიცემული მითითების საფუძველზე ავტორის შემოქმედების ამა თუ იმ ასპექტის და/ან კონკრეტული ნაწარმოების (ზეპირად ან წერილობით) შესწავლისათვის ადეკვატური მეთოდების გამოყენებას. ქართული ფილოლოგიის სფეროში (ქართველური ენათმეცნიერება, ქართული ლიტერატურა, ლიტერატურათმცოდნეობა, ზეპირსიტყვიერება) არსებული მკაფიოდ გამოკვეთილი საშუალო სირთულის პრობლემატიკის ამოცნობას, მისი ანალიზისათვის საჭირო მონაცემების იდენტიფიცირებას, სტანდარტული მეთოდებით გაანალიზებასა და არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბებას; სწავლებისა და კვლევის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების, ქართული ფილოლოგიისა და ზოგადად ფილოლოგიურ მეცნიერებებში არსებული უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენებას, თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას ქართული ენისა და ლიტერატურის არსებითი საკითხების შესახებ როგორც სპეციალისტთა (ფილოლოგი, ფოლკლორისტი), ასევე, არასპეციალისტთა (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) წრეში; პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული პასუხისმგებელია: ქართული ფილოლოგიის სფეროში კვლევისთვის განსაზღვროს რელევანტური პრობლემა, იდენტიფიცირება, დაგეგმოს კვლევა, განახორციელოს მიღებული შედეგების ტრანსფორმაცია საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში; დაიცვას აკადემიური ურთიერთობის პრინციპები, არ დაუშვას პლაგიატი. პროფესიული სრულყოფის მიზნით განათლების შემდეგ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის საჭიროების განსაზღვრა და განხორციელება. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 07-12-2010 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 52/18 |
პროგრამის დეტალები: | კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEM ბლოკი, სპეციალობის არჩევითი საგნები და თავისუფალი კრედიტები(სტუდენტს, რომელსაც დაბალი ქულა აქვს მიღებული ინგლისურ ენაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და საჭიროებს ენის სრულყოფას, შეუძლია თავისუფალი კრედიტები ან მათი ნაწილი ამ მიზნით გამოიყენოს ან აირჩიოს ნებისმიერი სხვა საგანი); ძირითადი სპეციალობის გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს). |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქართულ ფილოლოგიაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 132 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS); • საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 30 ECTS (18 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEM ბლოკიდან), • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,2,4 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,2,4 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,2,4 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,2,4 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,2,4 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1,2,4 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1,2,4 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,2,4 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,2,4 |
კრედიტების ჯამი: | 18 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,2 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,2 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,2 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,2 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 1,2 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 1,2 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,2 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,2 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
LING1130 | ენათმეცნიერების შესავალი | 6 | 1 |
KART1140 | ქართული ენა I | 6 | 1 |
PHIL1217 | შესავალი ქართულ ფილოლოგიაში | 6 | 2 |
KART1220 | აკადემიური წერა | 6 | 3 |
KART1230 | ქართული ლიტერატურის ისტორია I | 6 | 3 |
KART1240 | ქართული ენა II | 6 | 2 |
LITR1120 | მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი | 6 | 3 |
KART2131 | ქართული ლიტერატურის ისტორია II | 6 | 4 |
KART2140 | ქართული ენა III | 6 | 3 |
HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | 5 |
KART2230 | ქართული ლიტერატურის ისტორია III | 6 | 5 |
KART2240 | ქართული ენა IV | 6 | 4 |
LITR2217 | ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის საფუძვლები | 6 | 5 |
KART3117 | ქართული ენის სტილისტიკა და ლექსიკოლოგია | 6 | 6 |
KART3131 | ქართული ლიტერატურის ისტორია IV | 6 | 6 |
KART4138 | რუსთველოლოგია | 6 | 6 |
KART3227 | ძველი ქართული ენა და პალეოგრაფია | 6 | 7 |
KART3147 | ქართული სალიტერატურო ენის ისტორია | 6 | 8 |
KART4227 | ქართული მითოლოგია და ფოლკლორი | 6 | 8 |
KART4240 | საბაკალავრო ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 132 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
HIST2150 | ანტიკური კულტურის საფუძვლები | 6 | |
TRANS4110 | თარგმანის თეორია | 6 | |
HIST3125 | ქართველთა ცხოვრება - მატიანე და ისტორია | 6 | |
HIST4187 | ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო | 6 | |
ARTS2140 | ქართული ხელოვნების ისტორია | 6 | |
KART1217 | რიტორიკა | 6 | |
GREK2217 | ძველი ბერძნული ენა | 6 | |
KART1211 | საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია | 6 | |
LATN2217 | ლათინური ენა | 6 | |
PHIL2130 | ფილოსოფიური აზრის ისტორია | 6 | |
KART3231 | ქართული კულტურის პარადიგმები | 6 | |
LANC2117 | ენა და ინტერკულტურული კომუნიკაცია | 6 | |
ORBC1223 | ზეპირი ბიზნესკომუნიკაცია | 3 | |
WRBC1223 | წერითი ბიზნესკომუნიკაცია | 3 | |
კრედიტების ჯამი: | 60 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |