eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ისტორია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მანანა სანაძე
ცირა ჩიკვაიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ისტორიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამზე ჩარიცხვა შესაძლებელია მობილობის წესით წელიწადში ორჯერ; პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა შეიძლება უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ისტორიის მეცნიერებებში, მისცეს მას ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით; განუვითაროს კვლევისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიისა და მეთოდების ფლობისა და გამოყენების უნარ-ჩვევები; ჩამოაყალიბოს მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელიც მზად იქნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემისათვის; მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით, რაც მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისთვის. ისტორიის ბაკალავრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს მეორე საფეხურზე -მაგისტრატურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, დარგის შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, ტურიზმისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფერო (კერძო და საჯარო სკოლები), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექცია;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსია/დებატები.
  • დემონსტრირების მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • პრაქტიკული მუშაობა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული:

    ·         ასახელებს და განსაზღვრავს უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცალკეული მონაკვეთების, რეგიონებისა და ქვეყნების ისტორიის ძირითად მოვლენებსა და საკითხებს სფეროს უახლოესი გამოკვლევებისა და მიღწევების ფართო ცოდნაზე დაყრდნობით;

    ·         აცნობიერებს არქეოლოგიის, ისტორიული გეოგრაფიის, ანთროპოლოგიისა და ისტორიის მომიჯნავე/დამხმარე დისციპლინების: ეთნოლოგიის, ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, ჰერალდიკის, სფრაგისტიკის საფუძვლებსა და მათ როლს ისტორიის რეკონსტრუქციისას;

    ·         განსაზღვრავს წარსულის ზოგად და მსოფლიო ისტორიის ძირითად ისტორიულ პერიოდებს (ძველი, შუა საუკუნეები, ახალი და უახლესი ისტორია) და მოვლენების დიაქრონულ ჩარჩოს;

    ·         აღწერს და ხსნის ლოკალურ-ისტორიული ცივილიზაციების რუკებს, საქართველოსა და მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებებს სხვადასხვა ეპოქაში.


  • უნარი
  • კურსდამთავრებული:

    ·         აგროვებს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ნარატიულ და სხვა ტიპის ისტორიულ წყაროებში ( „ქართველთა ცხოვრება“, „მოქცევაი ქართლისაი“, „ბილი უფლებათა შესახებ“, ვილსონის „თოთხმეტი პუნქტი“ და ა.შ.) მოცემულ ინფორმაციას და მათი ურთიერთშეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე აყალიბებს კითხვებსა და საკუთარ დასკვნებს;

    ·         აანალიზებს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის როლსა და ადგილს (მოთხოვნილებები, ინტერესები, ქმედების მოტივები, სამყაროს აღქმა და ღირებულებები, ყოფა-ცხოვრების პირობები), შრომით საქმიანობას, მატერიალური წარმოებისა და ტექნიკის ევოლუციას, ადამიანთა შორის ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების თავისებურებებს და აყალიბებს არგუმენტირებულ დასკვნებს;

    ·         ქმნის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა პროცესებისა და მოვლენების: პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, სამოქალაქო და ადამიანის უფლებების, სახელმწიფოებრივი სისტემების ჩამოყალიბების სურათს, რომელიც ეფუძნება წარსულსა და აწმყოს შორის ურთიერთკავშირის კრიტიკულ გააზრებასა და ბიბლიოგრაფიული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიება-დამუშავებას;

    ·         იყენებს ისტორიის მომიჯნავე/დამხმარე დისციპლინებსა და ისტორიული კვლევის სხვადასხვა მეთოდებს (თვისებრივი, რაოდენობრივი, ისტორიულ-შედარებითი, დეტერმინიზმი, „კლიომეტრია“ და ა.შ. ) საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის რომელიმე თემის კვლევისას;

    ·         ახდენს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ისტორიული მასალის დამუშავებას, სისტემატიზაციასა და შესწავლას;

    ·         იყენებს წერით და ზეპირ კომუნიკაციას ინგლისური ენის B2 დონისათვის რელევანტური ლექსიკითა და ტერმინოლოგიით სპეციალისტებთან (ფილოლოგები) და არასპეციალისტებთან;

    ·         წარმოადგენს მშობლიურ და ინგლისურ ენებზე, წეპირი და წერილობითი ფორმით, სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენებით რეფერატის/მცირე კვლევის შედეგებს აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების გათვალისწინებით.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  •  კურსდამთავრებული:

    ·         პრაქტიკაში, კონკრეტულ გარემოში იყენებს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში მიღებულ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს;

    ·         ითავისებს და პატივს სცემს ცალკეულ ისტორიულ ეპოქებში სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების განსხვავებულ ღირებულებებს, იდეებს, შეხედულებებსა და კულტურას როგორც მსოფლიო ფასეულობათა ნაწილს.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 52/18
    პროგრამის დეტალები:

    კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია: ა) საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი -სოციალურ/ჰუმანიტარული და STEAM ბლოკი,

    ბ) სპეციალობის არჩევითი საგნები და

    გ) თავისუფალი კრედიტები

    ძირითადი სპეციალობის გარდა, სტუდენტს შეუძლია აირჩიოს დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს).

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, ის დაიშვება  B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, ის დაიშვება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    · პროგრამის ძირითად კურსებს –132 (მათ შორის კონცენტრაცია - საქართველოს/მსოფლიო ისტორია - 12 ECTS და ინგლისური ენა B 2/2 - 6 ECTS);

    · პროგრამის არჩევით კურსებს - 12 ECTS;

    · საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების კურსებს - 18 ECTS (6 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEAM ბლოკიდან);

    · თავისუფალ კრედიტს - 18 ECTS და

    · 60 ECTS-ს დამატებით სპეციალობაში.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    სტუდენტმა უნდა აიღოს 6 ECTS

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1
    LITR1212დიადი წიგნები6 1
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1

    კრედიტების ჯამი:

    36

    STEM ბლოკი

    სტუდენტმა უნდა აიღოს 12 ECTS

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1,2
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,2
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,2
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,2
    STEM0010ლოგიკა6 1,2
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,2
    STEM0004თამაშთა თეორია6 1,2
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    48

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCH1120შესავალი არქეოლოგიაში6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    PALE2237ქართული პალეოგრაფიის, ეპიგრაფიკის, მეტროლოგიის, ნუმიზმატიკის და დიპლომატიკის საფუძვლები6 2
    HIST1128დასავლეთი ანტიკურ ხანაში6 3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 3
    HIST2220საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიისა და ისტორიული გეოგრაფიის საფუძვლები6 3
    ORST1210ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)6 3
    HIST1228შუა საუკუნეების ისტორია6 4
    HIST3240ბიზანტიის ისტორია6 4
    ORST2110ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი)6 4
    HIST1237საქართველოს ისტორია (უძველესიდან XVI საუკუნემდე)6 5
    HIST2128ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია6 5
    HIST1247საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია6 6
    HIST3128ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია6 6
    HIST3125ქართველთა ცხოვრება - მატიანე და ისტორია6 7
    HIST4128ისტორიული კვლევის მეთოდები6 7
    HIST4235პრაქტიკა ისტორიაში6 8

    კრედიტების ჯამი:

    120

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა უნდა აიღოს 12 ECTS

    კოდი საგანი კრედიტი
    ECON3110ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია6
    LAWB2113სამართლებრივი აზროვნების ისტორია6
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6
    GREK2217ძველი ბერძნული ენა6
    HIST2167საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია: XVII- XXI საუკუნეები6
    HIST3111საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობები ჯვაროსნულ ხანაში6
    HIST3126საქართველო – ირანის ურთიერთობა6
    HIST3127უახლესი პოლიტიკური ისტორია ცივი ომის პერიოდში6
    HIST4111ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში6
    HIST4120საქართველო და რუსეთი6
    HIST4150ქართული სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია6
    HIST4177შესავალი ქართული ეკლესიის ისტორიაში6
    INFO4228საინფორმაციო ტექნოლოგიები ისტორიაში6
    KART3237ძველი ქართული ენა6
    LAWB2111ქართული სამართლის ისტორია6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6
    HIST4250საბაკალავრო ნაშრომი ისტორიაში12

    კრედიტების ჯამი:

    108

    საქართველოს ისტორია - კონცენტრაცია

    სტუდენტს შეუძლია აიღოს კონცენტრაცია საქართველოს ან მსოფლიო ისტორიაში ან გააკეთოს საგანთა კომბინაცია 12 ECTS კრედიტის.

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST4187ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო65
    HIST4140საქართველოს ისტორიის უცხოენოვანი წყაროები66

    კრედიტების ჯამი:

    12

    მსოფლიოს ისტორია - კონცენტრაცია

    სტუდენტს შეუძლია აიღოს კონცენტრაცია საქართველოს ან მსოფლიო ისტორიაში ან გააკეთოს საგანთა კომბინაცია 12 ECTS კრედიტის.

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST2170ამერიკის ისტორია65
    HIST3257ახალი და უახლესი ისტორიის წყაროთმცოდნეობა66

    კრედიტების ჯამი:

    12









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი