პროგრამა: | ინგლისური ფილოლოგია |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | მაია ჩხეიძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ფილოლოგიის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ინგლისური ენის მინიმალურ ზღვრად დადგენილია 74 % +1. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია ინტერდისციპლინური ცოდნით აღჭურვილი ბაკალავრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქმიანობის განხორციელებას არა მხოლოდ ფილოლოგიის, არამედ სხვა, მომიჯნავე სფეროებშიც. ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობის გათვალისწინებით, პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური, ერთი მხრივ, ზოგადჰუმანიტარული სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალის ფორმირებას, მეორე მხრივ კი, ეფექტური ინგლისურენოვანი კომუნიკატორის ჩამოყალიბებას, რომლის ენობრივი კომპეტენციაც მოიცავს როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი ენებით (ბიზნესი, პოლიტიკა, სამართალი) ოპერირების უნარს. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია პროგრამაში ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიმართულია ჰუმანიტარული და ინტერდისციპლინური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მის მიერ აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებასა და მარკეტაბელური პროფესიული კადრის აღზრდაზე. ვითარდება რა შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამა მნიშვნელოვნად აფართოებს ფილოლოგთა დასაქმების სფეროს. იგი აძლევს ბაკალავრს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებსა და საელჩოებში, მთარგმნელობით ბიუროებსა და ტურისტულ კომპანიებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან პროფესიონალ კომუნიკატორზე. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს მომავალ პროფესიონალებს დარგის ფართო ცოდნით და ორიენტირებულია ბაკალავრის მომზადებაზე ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა აძლევს საკუთარ კურსდამთავრებულს შესაბამის და მომიჯნავე სპეციალობებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელსაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართო ჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით. საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული
აღწერს:
უნარი კურსდამთავრებული: ახდენს ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, ჰიპონიმიის პრინციპი, ტექსტის ჰერმენევტიკური ანალიზი და ლიტერატურული კრიტიციზმის პრინციპები და ა.შ.) გამოყენებით მიღებული შედეგების ანალიზსა და სინთეზს; პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-15-2007 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 13 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 16/19 |
პროგრამის დეტალები: | კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEM ბლოკი და სპეციალობის სავალდებულო ასარჩევი ( მეორე უცხო ენა) საგნების ბლოკი. ძირითადი სპეციალობის გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს.
|
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ინგლისურ ფილოლოგიაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 126 ECTS; • საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 30 ECTS (18 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEM ბლოკიდან), • სპეციალობის სავლდებულო ასარჩევ (მეორე უცხო ენა) საგნებს- 24 ECTS; • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,2,3 |
LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,2,3 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,2,3 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1,2,3 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,2,3 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,2,3 |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,2,3 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1,2,3 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,2,3 |
კრედიტების ჯამი: | 18 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,2 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,2 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,2 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,2 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 1,2 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 1,2 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,2 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,2 |
STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 1,2 |
STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 1,2 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ENGL1115 | ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის 1 (B2/1) | 6 | 1 |
KART1220 | აკადემიური წერა | 6 | 1 |
LING1130 | ენათმეცნიერების შესავალი | 6 | 1 |
ENGL1116 | ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის 2 (B2/2) | 6 | 2 |
LITR1120 | მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი | 6 | 2 |
PHIL1210 | შესავალი ფილოლოგიაში | 6 | 2 |
ENGL1117 | ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის 3 (B2+/1) | 6 | 3 |
ENGL1125 | ინგლისური ლიტერატურა I | 6 | 3 |
ENGL1118 | ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის 4 (B2+/2) | 6 | 4 |
ENGL1225 | ინგლისური ლიტერატურა II | 6 | 4 |
ENGL3220 | თეორიული გრამატიკა და ფონეტიკა (ინგლისური) | 6 | 4 |
ENGL2110 | ინგლისური ენის სტილისტიკა | 6 | 5 |
ENGL2243 | ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (ბიზნესი) | 6 | 5 |
LITR2217 | ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის საფუძვლები | 6 | 5 |
ENGL2212 | ლექსიკოლოგია (ინგლისური) | 6 | 6 |
ENGL3143 | ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (სამართალი) | 6 | 6 |
ENGL3243 | ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (პოლიტიკა) | 6 | 7 |
ENGL4131 | ინგლისური ენის ისტორია | 6 | 7 |
ENGL4240 | საბაკალავრო ნაშრომი ინგლისურ ფილოლოგიაში | 12 | 8 |
TRANS4110 | თარგმანის თეორია | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 126 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL2125 | პროფესიული ინგლისური ენა (მეცნიერება და ტექნოლოგიები) | 6 | |
AMST2123 | ამერიკული ლიტერატურის ისტორია | 6 | |
ENGL1717 | ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL) | 6 | |
ENGL1718 | ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS) | 6 | |
HIST2150 | ანტიკური კულტურის საფუძვლები | 6 | |
KART1211 | საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია | 6 | |
KART1217 | რიტორიკა | 6 | |
LANC2117E | ენა და ინტერკულტურული კომუნიკაცია | 6 | |
LITR2018 | ამერიკული და ინგლისური მოთხრობა | 6 | |
HIST2170 | ამერიკის ისტორია | 6 | |
HIST3130 | ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია | 6 | |
LATN2217 | ლათინური ენა | 6 | |
GREK2210 | ძველი ბერძნული ენა I | 3 | |
HIST3128 | ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია | 6 | |
ORBC1223 | ზეპირი ბიზნესკომუნიკაცია | 3 | |
WRBC1223 | წერითი ბიზნესკომუნიკაცია | 3 | |
TURM1111 | პროფესიული ინგლისური ენა (ტურიზმი) | 3 | |
კრედიტების ჯამი: | 90 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
FRAN1147 | ფრანგული ენა I (A1) | 6 | |
GERM1118 | გერმანული ენა A/1 | 6 | |
ITAL1147 | იტალიური ენა I (A1) | 6 | |
SPAN1147 | ესპანური ენა I (A1) | 6 | |
FRAN1247 | ფრანგული ენა II (A2) | 6 | |
GERM1218 | გერმანული ენა A/2 | 6 | |
ITAL1247 | იტალიური ენა II (A2) | 6 | |
SPAN1247 | ესპანური ენა II (A2) | 6 | |
FRAN2147 | ფრანგული ენა III (B1/1) | 6 | |
GERM2147 | გერმანული ენა III (B1/1) | 6 | |
ITAL2147 | იტალიური ენა III (B1/1) | 6 | |
SPAN2147 | ესპანური ენა III (B1/1) | 6 | |
FRAN2247 | ფრანგული ენა IV (B1/2) | 6 | |
GERM2247 | გერმანული ენა IV (B1/2) | 6 | |
ITAL2247 | იტალიური ენა IV (B1/2) | 6 | |
SPAN2247 | ესპანური ენა IV (B1/2) | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 96 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |