eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სტრატეგიული კომუნიკაციები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტები სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები სტრატეგიული კომუნიკაციების მრავალპროფილიანი კუთხით, კერძოდ, მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობისდა/ან მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ სტრატეგიული გეგმების, საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევების წარმოება, სოციალური მედია კამპანიების შემუშავება. კურსდამთავრებულები, შეძლებენ დასაქმდნენ ბიზნესს და ფინანსურ სექტორში, სხვა კერძო და საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით და საკონსულტაციო სამსახურში, სტრატეგიული კომუნიკაციების, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და სააგენტოებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • სიტუაციური ამოცანები
  • იმიტირებული შესრულება
  • როლური თამაშები
  • სიახლეთა გარჩევა
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსია
  • დებატები
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • პრეზენტაციის წარდგენა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • · სტრატეგიული კომუნიკაციების დაგეგმვის, მათ შორის დაგეგმვის მიზნით კვლევის მეთოდების (თვისებრივი, რაოდენობრივი) შერჩევისა და კვლევის განხორციელების მექანიზმების, ძირითადი სარეკლამო საშუალებების და რეკლამის დაგეგმვის, ბრენდის კონცეფციის შექმნისა და კომუნიკაციის, სოციალური მედიისა და მულტიმედიური ტექნიკების, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის მესიჯის ჩამოყალიბების თავისებურებების ცოდნა;

    · საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის ცოდნა, როგორც ორგანიზაციის, ისე ქვეყნის დონეზე და ამავდროულად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა დარგებთან ურთიერთმიმართების ცოდნა (მარკეტინგი,საერთაშორისო მარკეტინგული კომუნიკაციები, PR როლი ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში გაყიდვების სტრატეგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ურთიერთმიმართების)

    · საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციების, სამსახურეობრივი მოვალეობების (წერა-რედაქტირება, კვლევა, კონსულტირება) და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ფუნქციების,( მათ შორის, ლობირება, საჯარო ინფორმირება, განვითარება, რეკლამირება) ცოდნა;

    · მარკეტინგული გეგმის შემუშავების თავისებურებების ცოდნა, ასევე, 4P (პროდუქტი, ფასი, ადგილი, პრომოცია)

    · საჯარო გამოსვლის პროცესის თავისებურებების ცოდნა

    · ახალი ამბის შექმნის თავისებურებების და მედიის მნიშვნელობის ცოდნა

    · Adobe პროგრამებში (ფოტოშოპი, ილუსტრატორი, ინდიზაინი, Adobe Bridge, პრემიერი) მუშაობის თავისებურებების ცოდნა


  • უნარი
  •  · წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმის შექმნისა და იმპლემენტაციის უნარი, მათ შორის ტაქტიკური ნაბიჯების შემუშავებისა და განხორციელების უნარი; საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს მედია საშუალებების გამოყენების უნარი (სტატიის, რეპორტაჟის, მულტიმედიური პროდუქტების მომზადება); სარეკლამო ბრიფისა და სარეკლამო კამპანიის მომზადების უნარი; სხვადასხვა საკომუნიკაციო არხსითვის მესიჯის განსაზღვრის და კოდირების უნარი; სოციალური მედიის საშუალებით საკომუნიკაციო აქტიობების დაგეგმვის უნარი ახალი ამბების რელიზების მომზადების უნარი, ბრენდის ელემენტებისა და ბრენდის საკომუნიკაციო გეგმის შედგენის უნარი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიის მომზადების უნარი,

    · ზედამხედველობის საფუძველზე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის წარმოების უნარი, არსებული ვითარების და კონკურენტული გარემოს შეფასების და ანალიზის უნარი SWOT-ისა და მეორადი კვლევების ტექნიკის გამოყენებით, კვლევის შედეგების ინტერპრეტაციის და კომუნიკაციის უნარი;

    · კონკრეტული კამპანიისთვის მიზნობრივი აუდიტორიის შეფასების უნარი, მათ შორის დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი მახასიათებლებით კამპანიის ფარგლებში საკომუნიკაციო მესიჯის განსაზღვრისა და შეფასების უნარი თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების გამოყენებით; განხორციელებული კამპანიების ეფექტიანობის გაანალიზებისა და შეფასების უნარი, განხორციელებული სარეკლამო აქტივობებისა და კამპანიების შეფასების უნარი, ბრენდის კონცეფციისა და საკომუნიკაციო აქტიობების წარმატება/წარუმატებლობის შეფასების უნარი დარგისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, მათ შორის ბრენდის აუდიტის საშუალებით


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • · · მუდმივი თვითგანვითარების მიზნით პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების უნარი;

    · გათავისებული ისეთი ეთიკური პასუხისმგებლობა პროფესიული საქმიანობის დროს, როგორიცაა აკადემიური კეთილსინდისიერება, კონკურენტების პატივისცემა; დემოკრატიული ღირებულებები (სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სხვა); საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსის, როგორც საზოგადოებისა და ორგანიზაციისთვის ორმხრივი და არა ცალმხრივი კომუნიკატორის პასუხისმგებლობა

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-11-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50-08
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 48-18
    პროგრამის დეტალები:

    ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 96 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან 18 ECTS და STEM ბლოკიდან 12 ECTS , პროგრამის ძირითადი საგნებიდან 114 ECTS; 18 ECTS თავისუფალი კრედიტებიდან; 78 ECTS პროგრამის ასარჩევი და კონცენტრაციის ფარგლებში დაგროვებას. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 2,4
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2,4
    PHI777აზროვნება და მორალი6 2,4
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 2,4
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 2,4
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 2,4
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 2,4
    LITR1212დიადი წიგნები6 2,4

    კრედიტების ჯამი:

    18

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 2,3
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2,3
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 2,3
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 2,3
    STEM0010ლოგიკა6 2,3
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 2,3
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 2,3
    STEM0004თამაშთა თეორია6 2,3

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    JMMB2111ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6 1
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 2
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 2
    COMM4110მესიჯის ჩამოყალიბების და განვითარების ტექნიკა6 3
    COMM4130რეკლამის საფუძვლები6 3
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 3
    COMM4230სტრატეგიული კომუნიკაციების საფუძვლები6 4
    JMMB3125მულტიმედია ჟურნალისტიკა6 4
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6 5
    COMM4210ბრენდინგი6 5
    INFO4115საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6 5
    COMM4140ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები6 6
    COMM5146საბოლოო პროექტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში18 8

    კრედიტების ჯამი:

    114

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4350დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა6
    COMM4355კრიზისების კომუნიკაცია6
    JMMB4232დეზინფორმაცია და საზოგადოება6
    JMMB4234მეტყველების თეორია და კულტურა6
    COMM4255პრაქტიკა საზოგადოებასთან ურთიერთობაში6
    JMMB1212კრიტიკული წერა6
    JMMB1218ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ტექნიკები6
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    JMMB4120ფოტოჟურნალისტიკა6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6

    კრედიტების ჯამი:

    66

    მარკეტინგული კომუნიკაციები - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    COMM4150გაყიდვების სტრატეგია6გაზაფხული
    JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6გაზაფხული
    COMM4240საერთაშორისო მარკეტინგული კომუნიკაციები6გაზაფხული
    JMMB2250ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია6გაზაფხული
    JMMB4235ახალი მედია ტექნოლოგიები6შემოდგომა
    JMMB2315კონტენტ მარკეტინგი6შემოდგომა
    JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6შემოდგომა
    JMMB2314ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    48

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და კამპანიები - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6გაზაფხული
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6გაზაფხული
    COMM4215იმიჯმეიკინგი6გაზაფხული
    COMM4252კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა6გაზაფხული
    JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა6გაზაფხული
    JMMB2313სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები6გაზაფხული
    JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6შემოდგომა
    COMM4220სტრატეგიული კომუნიკაციების ქეისების შესწავლა6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    48









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2023 საქართველოს უნივერსიტეტი