პროგრამა: | აღმოსავლეთმცოდნეობა |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ალექსანდრე ჭულუხაძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევების ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევების კვალიფიციური სპეციალისტი ახლო აღმოსავლეთის სამი ძირითადი ენიდან (არაბული,სპარსული თურქული) ერთ-ერთის კვალიფიციური მცოდნე, მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელსაც ექნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემის მზაობა; მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით; მისცეს ცოდნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური სისტემებისა და კულტურის, პოლიტიკური ტენდენციებისა და სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების განმაპირობებლი ფაქტორების შესახებ რეგიონის ქვეყნების თავისებურებების, ერთმანეთთან და საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის დინამიკის, თანამედროვე მდგომარეობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით. განუვითაროს სტუდენტს ახლო აღმოსავლეთის წარსულისა და აწმყოს კრიტიკული გააზრების უნარი; ზოგადად , ახლო აღმოსავლეთის, როგორც დიდი რეგიონის და, მასში შემავალი ცალკეული ქვეყნების, ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირების უნარი და რეგიონის განვითარების მახასიათებლებისა და დიაქრონული ჩარჩოს ზოგადი გაგება. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას მიღებული კომპეტენციების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტები, საგარეო ურთიერთობების სამსახური, აღმოსავლური კერძო თუ სახელმწიფო სავაჭრო / ეკონომიკური წარმომადგენლობები, მაკრო და მიკროეკონომიკური საერთაშორისო კომპანიები, შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები და სხვა. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: | • წიგნზე მუშაობის მეთოდი; |
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული იცნობს: ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის თავისებურებებს; თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის რეგიონს პოლიტიკურ ტენდენციების, იდეოლოგიების და უსაფრთხოების კონტექსტში; იცის: სპეციალობით განსაზღვრული ერთ-ერთი აღმოსავლური ენა (არაბული / თურქული / სპარსული) B2/2 დონეზე;
განსაზღვრავს და ახასიათებს: რელიგიის მნიშვნელობას თანამედროვე ახლო აღმოსავლეთში და მის გავლენას საზოგადოებაზე; მედიისა და პოლიტიკის თავისებურებებს ახლო აღმოსავლეთში; ახლო აღმოსავლეთის ხალხებისა და ქვეყნების ახალი და უახლესი ეპოქების ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების ძირითად მიზეზებსა და ასპექტებს; ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისა და პერსპექტივების ძირითად კრიტერიუმებსა და მახასიათებლებს. უნარი ახერხებს აღმოსავლური (არაბული / თურქული / სპარსული) ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური (პირველადი და მეორადი) და სხვა ტიპის წყაროების / მასალების / ინფორმაციის თანმიმდევრულად ორგანიზებას, კითხვასა და ციტირებას; ახორციელებს: სხვადასხვა სახის ბიბლიოგრაფიული, საარქივო მასალების, ელექტრონული მონაცემების / რეფერენციების მოძიებას, სტატისტიკური მონაცემების მოპოვებას და მათი გამოყენებით საკვლევი საკითხის / პრობლემის იდენტიფიცირებას; ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისტორიული, პოლიტიკური, რელიგიური მოვლენებისა და პროცესების იდენტიფიცირებას, რელევანტურ ანალიზს და სპეციალისტების ან ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენას(ზეპირი ან წერილობითი სახით); მის მიერ შესწავლილ აღმოსავლურ ენაზე(სპარსული/თურქული/არაბული) გამართულ კომუნიკაციას;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, კულტურის, რელიგიის, თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური და / ან არაბული, სპარსული და თურქული ენების სფეროში საბაკალავრო კვლევისთვის რელევანტური პრობლემის შერჩევა, კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და მიღებული შედეგების ტრანსფორმაცია საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში; პროფესიული სრულყოფის მიზნით განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის საჭიროების განსაზღვრა და განხორციელება. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 12-03-2012 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 43-12 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 33-14 |
პროგრამის დეტალები: | კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEM ბლოკი, სავალდებულო ასარჩევი აღმოსავლური ენების ბლოკი და თავისუფალი კრედიტები ( სტუდენტს, რომელსაც დაბალი ქულა აქვს მიღებული ინგლისურ ენაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და საჭიროებს ენის სრულყოფას, შეუძლია არჩევითი ბლოკის კრედიტები ან მათი ნაწილი ამ მიზნით გამოიყენოს ან აირჩიოს ნებისმიერი სხვა საგანი); ძირითადი სპეციალობის გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს) |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ახლო და/ან შუა აღმოსავლეთის კვლევებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 96 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS); საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 18 ECTS (6 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEM ბლოკიდან); სავალდებულო არჩევითი აღმოსავლური ენების ბლოკს- 48 ECTS; დამატებითი სპეციალობის საგნებს- 60 ECTS თავისუფალი კრედიტები - 18 ECTS. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 2 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 2 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 2 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 2 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 2 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 2 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 2 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 2 |
კრედიტების ჯამი: | 6 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,4 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,4 |
STEM0006 | პროგრამირების საბაზისო კურსი | 6 | 1,4 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,4 |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,4 |
MATH4113 | ლოგიკა | 6 | 1,4 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1 |
ORST1110 | შესავალი აღმოსავლეთმცოდნეობაში | 6 | 1 |
ORST1210 | ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები) | 6 | 2 |
ORST2120 | ისლამი (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია) | 6 | 2 |
ORST1117 | საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ურთიერთოებები | 6 | 3 |
ORST2110 | ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი) | 6 | 3 |
ORST2130 | ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია | 6 | 3 |
ORST2222 | ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და კულტურა | 6 | 4 |
JMMB3120 | მედია და პოლიტიკა | 6 | 6 |
ORST1116 | თანამედროვე საზოგადოება და რელიგია ახლო აღმოსავლეთში | 6 | 6 |
ORST4210 | თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი (იდეოლოგია, პოლიტიკა, უსაფრთხოება) | 6 | 6 |
ORST1115 | ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გეოპოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში | 6 | 8 |
ORST2217 | ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო წყობილება და სამართალი | 6 | 8 |
ORST4230 | საბაკალავრო ნაშრომი აღმოსავლეთმცოდნეობაში | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 96 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ARAB1140 | არაბული ენა I (A1) | 6 | 1 |
ARAB1240 | არაბული ენა II (A2) | 6 | 2 |
ARAB2141 | არაბული ენა III (B1/1) | 6 | 3 |
ARAB2241 | არაბული ენა IV(B1/2) | 6 | 4 |
ARAB3142 | არაბული ენა V (B2/1) | 6 | 5 |
ARAB3242 | არაბული ენა VI (B2/2) | 6 | 6 |
ARAB4140 | არაბული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი) | 6 | 7 |
ARAB4241 | არაბული ენა VIII (თარგმანის თეორია და პრაქტიკა) | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 48 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
TURK1140 | თურქული ენა I (A1) | 6 | 1 |
TURK1240 | თურქული ენა II (A2) | 6 | 2 |
TURK2141 | თურქული ენა III(B1/1) | 6 | 3 |
TURK2241 | თურქული ენა IV (B1/2) | 6 | 4 |
TURK3142 | თურქული ენა V (B2/1) | 6 | 5 |
TURK3242 | თურქული ენა VI (B2/2) | 6 | 6 |
TURK4140 | თურქული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი) | 6 | 7 |
TURK4241 | თურქული ენა VIII (თარგმანის თეორია და პრაქტიკა) | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 48 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
PERS1140 | სპარსული ენა I (A1) | 6 | 1 |
PERS1240 | სპარსული ენა II (A2) | 6 | 2 |
PERS2141 | სპარსული ენა III(B1/1) | 6 | 3 |
PERS2241 | სპარსული ენა IV(B1/2) | 6 | 4 |
PERS3142 | სპარსული ენა V (B2/1) | 6 | 5 |
PERS3242 | სპარსული ენა VI (B2/2) | 6 | 6 |
PERS4140 | სპარსული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი) | 6 | 7 |
PERS4241 | სპარსული ენა VIII (თარგმანის თეორია და პრაქტიკა) | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 48 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |