პროგრამა: | ელექტრონული ინჟინერია |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ინჟინერიის ბაკალავრი - Bachelor of Engineering |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის დარგის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება და უნარები ინჟინერიაში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეიძენენ ელექტრული კომპონენტების, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შექმნის, სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანების თეორიული და რიცხვითი შედეგების ანალიზისა და ინჟინერიაში ინოვაციური აზროვნების უნარებს. ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც მოითხოვება ელექტრონული, სატელეკომუნიკაციო, რადიო და კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციები. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | • უმაღლესი მათემატიკის, ალგებრისა და გეომეტრიის, დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის, კომპლექსური ანალიზის, ალბათობისა და მათემატიკური სტატისტიკის საკითხების ცოდნა და საინჟინრო ამოცანებში მათემატიკური აპარატის ეფექტურად გამოყენების უნარი; • საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის თეორიული და რიცხვითი შედეგების ანალიზის უნარი; · • ზოგადი ფიზიკის (მექანიკა, ელექტრომაგნეტიზმი, თერმოდინამიკა, ოპტიკა, ტალღები) ძირითადი კანონების ცოდნა, ზოგადი ფიზიკის ამოცანების ამოხსნის უნარი; წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მარტივი ფიზიკური ექსპერიმენტების დაგემვის, განხორციელებისა და ანალიზის უნარი; • გაზომვის შედეგების თეორიულ მნიშვნელობებთან შედარების უნარი; · • თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებთან (საოფისე პროგრამები) მუშაობის უნარი; • დაპროგრამირების ენის (C++) ძირითადი საკითების ცოდნა და წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მარტივი პროგრამული კოდის შექმნის უნარი; • ალგორითმების ცოდნა და კომპიუტერული ამოცანების გადასაწყვეტად მათი გამოყენების უნარი; · • ელექტრონული ინჟინერიის ზოგადი თეორიებისა და პრინციპების ცოდნა, წრედთა თეორიის, ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის ძირითადი საკითხების, ნახევარგამტარული მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა; • მოთხოვნებისა და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მარტივი ელექტრონული კომპონენტების, სისტემების პროექტირებისა და შექმნის უნარი; • მარტივი ელექტრონული წრედების ტესტირების, ხარვეზების დადგენისა და მათ აღმოფხვრის უნარი; · • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მარტივი კვლევების განხორციელების, შედეგების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის გაკეთების უნარი; · • გათავისებული ინჟინერიის მნიშვნელობა გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსა და სოციალურ კონტექსტში; გათავისებული ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებები, რაც გამოიხატება პიროვნებისა და საკუთრების პატივისცემაში; გათავისებული, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებები როგორც პირადი, ისე გუნდური პასუხისმგებლობის საკითხების პატივისცემა, პროფესიული და ეთიკური ღირებულებების პატივისცემა; |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 12-03-2012 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 43-12 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 31/16 |
პროგრამის დეტალები: | პროგრამის ძირითადი საგნების სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. არჩევითი კურსები ემსახურება სტუდენტის ინტერესის მიხედვით ცოდნის გაღრმავებას სპეციალობის სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. ინგლისურის ენის მიმართულებით სტუდენტმა უნდა დაძლიოს B2/2 დონე, ხოლო პროგრამის თავისუფალ კრედიტებში გათვალისწინებულია ინგლისურის ალტერნატიული დონეები, თუ სტუდენტის კომპეტენცია პროგრამაზე ჩაბარების მომენტში არ შეესაბამება B2/2 დონეს. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. • 17-45 ქულის ჩათვლით - B1/1 დონე • 46-65 ქულის ჩათვლით - B1/2 დონე • 66-80 ქულის ჩათვლით - B2/1 დონე თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არ აუმაღლეს B1/2-სა. პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიუმჯობესოს ენობრივი კომპეტენციები 18 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ინფორმატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: · პროგრამის ძირითად საგნებს 138 ECTS, · პროგრამის არჩევით საგნებს 54 ECTS; · საუნივერსიტეტო არჩევითი STEM ბლოკიდან 6 ECT; · საუნივერსიტეტო არჩევითი ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან 12 ECTS. დარჩენილი 30 ECTS სტუდენტს შეუძლია დააგროვოს: · პროგრამის არჩევითი საგნებით · თავისუფალი კრედიტების საგნებით (ინგლისური ენის კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტები). |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,4 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,4 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,4 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,4 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,4 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1,4 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1,4 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,4 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,4 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 2 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 2 |
კრედიტების ჯამი: | 6 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
EENG1120 | ელექტრონიკის საფუძვლები | 6 | 1 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
MATH1115 | კალკულუსი I | 6 | 1 |
MATH1123 | წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია | 6 | 1 |
EENG1104 | მექანიკა | 6 | 2 |
INFO1111 | დაპროგრამების საფუძვლები (C++) | 6 | 2 |
MATH1166 | კალკულუსი II | 6 | 2 |
EENG1205 | ელექტროობა და მაგნეტიზმი | 6 | 3 |
EENG2101 | საინჟინრო მათემატიკა I | 6 | 3 |
EENG2212 | ანალოგური ელექტრონიკა | 6 | 3 |
INFO3131 | ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++ | 6 | 3 |
EENG2108 | თერმოდინამიკა, ტალღები და ოპტიკა | 6 | 4 |
EENG2202 | საინჟინრო მათემატიკა II | 6 | 4 |
EENG3113 | ციფრული ელექტრონიკა | 6 | 4 |
MATH2110 | ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა I | 6 | 4 |
EENG1213 | ნახევარგამტარული მოწყობილობები | 6 | 5 |
EENG2020 | წრედთა თეორია I | 6 | 5 |
INFO1112 | საოფისე სისტემები | 6 | 5 |
INFO4259 | მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები | 6 | 5 |
EENG2121 | წრედთა თეორია II | 6 | 6 |
EENG1218 | მიკროკონტროლერები | 6 | 7 |
EENG4010 | საბაკალავრო პროექტი | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 138 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL2147 | ინგლისური ენა III (B1/1) | 6 | |
INFO3267 | შესავალი ტექნოლოგიებში | 12 | |
MATH3238 | შესავალი მათემატიკაში | 12 | |
INFO5122 | ალგორითმიზაციის მეთოდები I | 6 | |
MATH4118 | კრიპტოლოგიის საფუძვლები | 6 | |
INFO5123 | ალგორითმიზაციის მეთოდები II | 6 | |
MATH3112 | დისკრეტული მათემატიკა | 6 | |
EENG1220 | შესავალი ელექტროენერგეტიკაში | 6 | |
EENG1221 | ელექტროტექნიკური მასალები | 6 | |
EENG2512 | შრომის უსაფრთხოება | 6 | |
EENG3217 | თანამედროვე ფიზიკა | 6 | |
EENG3218 | სისტემების მოდელირება და კონტროლი | 6 | |
EENG3221 | მიკროტალღური წრედები და სისტემები | 6 | |
EENG4235 | კომპიუტერული უსაფრთხოება | 6 | |
INFO3010 | შესავალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში | 6 | |
EENG3222 | პროგრამული ინჟინერია | 6 | |
EENG4012 | პრაქტიკა | 6 | |
EENG4124 | ელექტრომაგნიტური თავსებადობა | 6 | |
EENG4128 | სატელეკომუნიკაციო სისტემები | 6 | |
EENG4134 | თანამედროვე ოპერაციული სისტემები | 6 | |
INFO3210 | კომპიუტერული ქსელები II | 6 | |
PHYS3155 | საინჟინრო ამოცანების კომპიუტერული უზრუნველყოფა MATLAB გარემოში | 6 | |
EENG4011 | საბაკალავრო ნაშრომი | 12 | |
კრედიტების ჯამი: | 60 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |