პროგრამა: | საჯარო მმართველობა |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ეკა გეგეშიძე ნოდარ ხერხეულიძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საჯარო მმართველობის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | დღეს საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებისა და საჯარო მოხელეების ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს. საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანი სწორედ დემოკრატიული აზროვნების, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა. პროგრამა შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და საჯარო სექტორში დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნის ფართო არეალის გათვალისწინებით და გამიზნულია მათთვის, ვისაც სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული კარიერა აინტერესებთ. პროგრამა მოიცავს საჯარო ადმინისტრირების სამივე განზომილებას - მენეჯერულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტებს, ფოკუსირებულია საჯარო მმართველობის მენეჯერულ კონტექსტზე და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში უახლეს და მიმდინარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რეფორმებს, მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას. სფეროს მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა სტუდენტს აძლევს სახელმწიფო მართვის, საჯარო პოლიტიკის პროცესისა და პროგრამების ადმინისტრირების მრავალმხრივ ცოდნას, უყალიბებს პროფესიულ ხედვას და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი პროფესიული კუთხით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის, ასევე უფრო ვიწრო პროფესიული ინტერესების გამოკვეთისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისათვის. შესაბამისად, პროგრამა სტუდენტებს ამზადებს საჯარო სექტორში წარმატებული საქმიანობისათვის, რომელთაც თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, ინოვაციური ხედვისა და ახალი იდეების გენერირების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საჯარო მმართველობის სისტემის გაუმჯობესებასა და ქვეყნის განვითარებაში. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება საჯარო ადმინისტრირების მმართველობითი კონტექსტის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს: საჯარო მმართველობის თეორიების, სახელმწიფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობის ფორმებისა და პრინციპების, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების სტუქტურისა და ფუნქციების, მათი ფორმალური ურთიერთქმედებისა და არაფორმალური სამუშაო არხების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების (არაკომერციული, არასამეწარმეო) როლის, მათი სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან, კერძო სექტორსა და საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთქმედების გააზრებასა და გაცნობიერებას საჯარო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მართვის თავისებურებების, მენეჯმენტის ფორმების, ორგანიზაციული ფინანსების, პერსონალის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის, საჯარო სამსახურის მოდელებისა და საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ძირითადი გამოწვევების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას საჯარო ადმინისტრირების სფეროს პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს: პოლიტიკური და ეკონომიკური თეორიების, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და სისტემების, ეკონომიკური აზროვნების პრინციპებისა და საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური კანონზომიერებების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას სახელმწიფო ფინანსების, საბიუჯეტო სისტემისა და საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი ასპექტების, საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების სახეების ცოდნას საჯარო პოლიტიკის ციკლური პროცესის ძირითადი ეტაპებისა და პოლიტიკის სახეების, ასევე საჯარო პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლიგიის ცოდნას, ასევე ანალიზის პროცესში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მოდელის, ეფექტიანობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის მნიშვნელობის გაცნობიერებას საჯარო ადმინისტრირების სფეროს სამართლებრივი კონტექსტის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს:
სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემების, სამართლებრივი სახელმწიფოს არსისა და სამართლებრივი ტერმინოლოგიის ცოდნასა და გაცნობიერებას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უშუალო და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმების, საქართველოს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის, ასევე ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას უნარი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს: საზოგადოებრივ პრობლემებზე, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების გამოყენებით პოლიტიკურად მიუკერძოებელი, რაციონალური და ეფექტიანი მოქმედების კურსის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღებას საჯარო ადმინისტრირების სფეროში კვლევითი პროექტის განხორციელებას, რაც მოიცავს კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრას, კვლევითი კითხვებისა და ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, კვლევითი ინსტრუმენტების შერჩევას, მარტივი ექსპერიმენტის ჩატარებას, მონაცემთა დამუშავებასა და საბოლოო კვლევითი და ანალიტიკური ანაგარიშის მომზადებას სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობას, კანონის, სასამართლო გადაწყვეტილების გაგებასა და ინტერპრეტირებას, კონსტიტუციური და ზოგადი ადმინისტრაციული ნორმების განმარტებასა და გამოყენებას, ნორმატიული საფუძვლების მოძიებასა და ნორმათა იერარქიის განსაზღვრას განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ბიუჯეტის პროექტირებას, ეკონომიკური მონაცემების დამუშავებასა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შემუშავებას, ასევე პოლიტიკური და საბიუჯეტო დაწესებულებების დიზაინის შემუშავებას ორგანაზაციის მისიის, პოლიტიკისა და სტრუქტურის განსაზღვრის, ორგანიზაციული ეფექტურობისათვის მართვის სხვადასხვა მოდელისა და მეთოდის ამოცნობისა და გამოყენებას, საჯარო ორგანიზაციაში უკეთ ადაპტირებას, საჯარო მართვის პრაქტიკისთვის დამახასიათებელი სტანდარტული სიტუაციების გაანალიზებასა და სწრაფ რეაგირებას, დროისა და რესურსების ეფექტურად განაწილებისა და მართვას; ასევე ლიდერობის თეორიებისა და მართვის მოდელების შედარებას, შიდა და გარე ფაქტორების ორგანიზაციულ შედეგებზე გავლენისა და საჯარო სექტორისათვის დამახასიათებელი ორგანიზაციული სიტუაციების ანალიზს საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის გაანალიზებას და მიუკერძოებელ შეფასებას; ასევე ეკონომიკური მონაცემების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და მწარმოებლურობის, საჯარო სექტორის ეფექტიანობის, ქვეყნის ეკონომიკაზე სახელმწიფო ფინანსებისა და პოლიტიკის გავლენის გაანალიზებას
საჯარო ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკისა და მონათესავე მიმართულებებისთვის დამახასიათებელი თემების შესახებ სპეციალისტებთან, არასპეციალისტებთან და დაინტერესებულ პირებთან პროფესიული ინფორმაციის ეფექტურ კომუნიკაციას, საკუთარი ხედვისა და პოზიციის არგუმეტნირებულად გადმოცემას ქართულ და ინგლისურ ენებზე, წერილობითი ანგარიშის მომზადებასა და წარდგენას, წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის, მათ შორის ოფიციალური, ნახევრად ოფიციალური და არაოფიციალური მიმოწერის წარმოებას, ასევე პროფესიულ მოლაპარაკებებში, დისკუსიებსა და დებატებში მონაწილობას პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა გააზრებული სახელმწიფოებრივი აზროვნების, საჯარო სექტორში ადმინისტრაციული ლიდერობის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის, საჯარო მმართველობის სფეროში მორალური, ეთიკური, დისკრეციული და პრაქტიკული პასუხისმგებლობის საკითხები გააზრებული სამუშაო გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების მნიშვნელობა, საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში კეთილსინდისიერი, პოლიტიკურად მიუკერძოებელი და რაციონალური მიდგომის აუცილებლობა შეეძლებს საკუთარი პროფესიული ინტერესებისა და ცოდნის გასაღრმავებლად საჭირო შემდგომი ეტაპების იდენტიფიცირებას, სწავლის შემდეგ საფეხურზე მიმართულების დამოუკიდებლად შერჩევასა და სხვადასხვა პროფესიული პროგრამის, ქართული თუ ინგლისურენოვანი პროფესიული ჟურნალებისა თუ სტატიების საშუალებით ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებას |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-11-2010 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 14-12 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 03/19 |
პროგრამის დეტალები: | პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით. სტუდენტი პირველი სემესტრიდან იწყებს ინგლისური ენის შესწავლას იმ დონიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას და პროგრამის განმავლობაში დაფარავს B2/2 დონეს. სტუდენტის ინგლისური ენის ცონის დონე დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულის შესაბამისად: · 17-45 ქულა შეესაბამება B1/1 დონე · 46-65 ქულის ჩათვლით - B1/2 დონე · 66-80 ქულის ჩათვლით - B2/1 დონე თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე და ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. 132 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ასევე 24 ECTS პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან: STEM ბლოკიდან 12 ECTS და ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან - 12 ECTS. თავისუფალი კრედიტი/პროგრამის ასარჩევი/მაინორი - 84 ECTS |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1,2 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,2 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,2 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,2 |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,2 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,2 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,2 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,2 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,4 |
MATH4113 | ლოგიკა | 6 | 1,4 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,4 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,4 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,4 |
STEM0006 | პროგრამირების საბაზისო კურსი | 6 | 1,4 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
BUSN1310 | ბიზნესი და ეკონომიკა | 6 | 1 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
PUBL3212 | შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში | 6 | 1 |
LAWB1135 | შესავალი სამართალმცოდნეობაში | 6 | 2 |
MGMT2015 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 2 |
POLI1220 | პოლიტიკის შესავალი | 6 | 2 |
ECON1290 | მიკროეკონომიკის პრინციპები | 6 | 3 |
LAWB1220 | კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი | 6 | 3 |
PUBL1010 | თანამედროვე პოლიტიკა და ადმინისტირება საქართველოში | 6 | 3 |
STAT2219 | სტატისტიკა | 6 | 3 |
ECON2190 | მაკროეკონომიკის პრინციპები | 6 | 4 |
LAWB1250 | ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი | 6 | 4 |
PUBL1216 | საჯარო პოლიტიკის პროცესი | 6 | 4 |
ECON3113 | სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა) | 6 | 5 |
MGMT3221 | საქმიანი ურთიერთობები | 6 | 5 |
PUBL3280 | ადმინისტრაციული ლიდერობა და ეთიკა საჯარო სექტორში | 6 | 5 |
PUBL4112 | შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში | 6 | 5 |
ACCT2122 | ფინანსური აღრიცხვა I | 6 | 6 |
PUBL2010 | საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება | 6 | 6 |
PUBL4000 | სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები | 6 | 6 |
PUBL2000 | კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში | 6 | 7 |
PUBL3000 | საჯარო სერვისების მენეჯმენტი | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 132 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ECON3279 | საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები | 6 | |
LAWB2130 | კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები | 6 | |
MGMT3121 | ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები | 6 | |
MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | |
MKTG2210 | მარკეტინგის საფუძვლები | 6 | |
PUBL3030 | ადგილობრივი პოლიტიკა და მმართველობა | 6 | |
PUBL3277 | შესავალი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში | 6 | |
ACCT2221 | ფინანსური აღრიცხვა II | 6 | |
COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | |
ECON3213 | სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი) | 6 | |
LAWB2140 | საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი | 6 | |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | |
MGMT3211 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | |
POLI3230 | შესავალი შედარებით პოლიტიკაში | 6 | |
ACCT2210 | მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები | 6 | |
FINA2211 | დაზღვევის საფუძვლები | 6 | |
FINA3115 | ფინანსების საფუძვლები | 6 | |
MGMT3151 | ცვლილებების მართვა | 6 | |
MKTG4550 | სოციალური მედია მარკეტინგი | 6 | |
PUBL1000 | პროფესიული ინგლისური საჯარო მმართველთათვის | 6 | |
PUBL3535 | გენდერული პოლიტიკა | 6 | |
PUBL6060 | შედარებითი საჯარო მმართველობა | 6 | |
COMM4135 | საჯარო გამოსვლის ტექნიკა | 6 | |
ECON4279 | საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი | 6 | |
INTR1278 | პრაქტიკა საჯარო სექტორში | 12 | |
POLI2230 | პოლიტიკური სოციოლოგია | 6 | |
POLI4105 | დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები | 6 | |
POLI4111 | დემოკრატია და პოპულიზმი | 6 | |
PUBL4040 | ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში | 6 | |
PUBL5000 | საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი საჯარო ადმინისტრირებაში | 18 | |
STAT1122 | სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 204 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |