პროგრამა: | ტურიზმი |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | თინათინ მოსიაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ტურიზმის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპეტენტური/კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებსაც დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექნებათ ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, გარემოსდაცვის და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის, როლისა და ფუნქციების შესახებ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და ტურისტული პროდუქტის შექმნის, ტურების/ექსკურსიების დაგეგმვის და განხორციელების, ქართულ და ინგლისურ ენებზე ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების თუ ძირითადი ტენდეციების შესახებ ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის უნარი. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნებათ საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია დასაქმდეს, როგორც სახელმწიფო/საჯარო სტრუქტურებში (მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო, კურორტი და ა.შ.), ისე კერძო სექტორში (ტურისტული სააგენტო, სასტუმრო და ა.შ.) და დაიკავოს ქვედა ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელის, სპეციალისტის/მთავარი სპეციალისტის ან მენეჯერის თანამდებობა. ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების მეორე საფეხურზე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ტურიზმი · განსაზღვრავს/განმარტავს ბიზნესის და ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის ძირითადი პრინციპების, ტურიზმის საფუძვლების, ფინანსური აღრიცხვის და მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლებს. · აანალიზებს/აღწერს ძირითადი სტატისტიკური მეთოდებსა და ინდიკატორებს. · აღწერს საქართველოს ისტორიის, რეგიონების, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების (კურორტებისა და საკურორტო-ადგილების, დაცული ტერიტორიების), ეკო-აგრო ტურიზმის და გარემოსდაცვის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, როლსა და ფუნქციებს. · განსაზღვრავს/იდენტიფიცირებას ახდენს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ეტაპების, სასტუმროს კლასიფიკაციის და მენეჯმენტის, კვების და სასმელების ობიექტების მართვის/ადმინისტრირების საკითხებს. · აანალიზებს ტურისტული სააგენტოების ფუნქციონირების მექანიზმებს. · აყალიბებს/ახდენს საოფისე კომპიუტერული პროგრამების და გეო-ინფორმაციული სისტემის საშუალებით თემატური ტურისტული რუკების, ტურისტული ობიექტების ატრიბუტული (ფოტო და ტექსტური) მონაცემების გის-ში შეტანას, შენახვას, დამუშავებას და გამოტანას. · ახდენს/ადგენს ტურისტული პროდუქტის შექმნის/ფორმირების, ტურების/ ექსკურსიების დაგეგმვის, თვითღირებულების გამოთვლას და ფასის განსაზღვრას. · აანალიზებს ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების ბაზიდან ძირითადი ინდიკატორების იმპორტს. · ახდენს განთავსების საშუალებების/კვების ობიექტების სტატისტიკური ინდიკატორების გამოთვლას. · ახდენს ღონისძიების იდეის/კონცეფციის ინიცირებას, დაგეგმვა-შემუშავებას, განხორციელებას, მართვას. · ანზოგადებს ტურიზმის პოლიტიკური გადაწყვეტილებასა და სამართლებრივ საკითხებს. · ამზადებს ტურიზმის დარგში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან და ტენდენციებთან დაკავშირებული ემპირიულ მასალებს. · ამზადებს ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების თუ ძირითადი ტენდეციების შესახებ ანგარიშს (პრეზენტაცია) და წარდგენს ქართულ და ინგლისურ ენებზე. · აწარმოებს ეფექტურ წერილობით და ელექტრონულ კორესპონდენციას და ამ პროცესში იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. · ირჩევს საკუთარ პროფესიულ ინტერესს /საჭიროებას და დამოუკიდებლად წყვეტს რა მიმართულებით განაგრძოს სწავლა სწავლების შემდგომ საფეხურზე ან გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსებისა და სატრეინინგო პროგრამების საშუალებით. · იაზრებს საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-11-2010 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 01-10 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 27/19 |
პროგრამის დეტალები: | სასწავლო კურსების სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს ტურიზმის მიმართულებით ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს. სტუდენტის ინგლისური ენის ცონის დონე დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულის შესაბამისად: · 17-45 ქულა შეესაბამება B1/1 დონე · 46-65 ქულის ჩათვლით - B1/2 დონე · 66-80 ქულის ჩათვლით - B2/1 დონე სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიაროს 18 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 162 ECTS, ასევე, 24 ECTS პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან: STEM ბლოკიდან 6 ECTS და ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან - 18 ECTS. პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკიდან (18 ECTS) მინიმუმ 6 ECTS გავლას, არჩევითი სასწავლო კურსების ბლოკიდან 48 ECTS გავლას. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,2,3 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,2,3 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,2,3 |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,2,3 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1,2,3 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,2,3 |
LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,2,3 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,2,3 |
კრედიტების ჯამი: | 18 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 2 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 2 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 2 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 2 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 2 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 2 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 2 |
STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 1,2 |
STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 1,2 |
კრედიტების ჯამი: | 6 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | 1 |
HOST6240 | საქართველოს გეოგრაფია | 6 | 1 |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1 |
BUSN1310 | ბიზნესი და ეკონომიკა | 6 | 2 |
HOST3215 | ტურიზმის საფუძვლები | 6 | 2 |
HOST1000 | კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი | 6 | 3 |
HOST3217 | ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები | 6 | 3 |
MGMT2015 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 3 |
HOST2000 | ეკო-აგრო ტურიზმი და გარემოს დაცვა | 6 | 4 |
HOST3000 | დარგობრივი ინგლისური (ინგლისური ტურიზმისათვის) | 6 | 4 |
HOST3221 | ტურიზმის ეკონომიკა | 6 | 4 |
HOST5000 | კვებისა და სასმელების მენეჯმენტი | 6 | 4 |
MKTG2210 | მარკეტინგის საფუძვლები | 6 | 4 |
ACCT2122 | ფინანსური აღრიცხვა I | 6 | 5 |
HOST4000 | ტურის დაგეგმვა და საქართველოს ტურისტული მარშრუტები | 6 | 5 |
HOST4235 | სასტუმროს მენეჯმენტი | 6 | 5 |
HOST4240 | ღონისძიებების მენეჯმენტი | 6 | 5 |
ACCT2210 | მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები | 6 | 6 |
ACCT2221 | ფინანსური აღრიცხვა II | 6 | 6 |
HOST6000 | ტურიზმის პოლიტიკა და სამართლებრივი გარემო | 6 | 6 |
HOST7000 | ტურ-ოპერეიტინგი | 6 | 6 |
HOST9000 | სტატისტიკა ტურიზმში | 6 | 6 |
HOST2030 | პრაქტიკა სასტუმროში | 6 | 7 |
HOST2090 | გეო-ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში | 6 | 7 |
HOST8000 | პრაქტიკა ტურისტულ კომპანიაში | 6 | 7 |
MGMT3221 | საქმიანი ურთიერთობები | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 162 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
HOST2040 | პრაქტიკა - მუზეუმი | 6 | 7 |
HOST2050 | პრაქტიკა - დაცული ტერიტორიები | 6 | 7 |
HOST2060 | პრაქტიკა - კურორტი | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 6 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
HOST1020 | ექსკურსიათმცოდნეობა და გიდის ხელოვნება | 6 | |
INFO1115 | საოფისე კომპიუტერული პროგრამები | 6 | |
COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | |
ECON1290 | მიკროეკონომიკის პრინციპები | 6 | |
ECON2190 | მაკროეკონომიკის პრინციპები | 6 | |
FINA2211 | დაზღვევის საფუძვლები | 6 | |
HOST0001 | საბაკალავრო ნაშრომი ტურიზმში | 18 | |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | |
MGMT1515 | ბიზნეს ეთიკა | 6 | |
MGMT3211 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | |
MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | |
MKTG3210 | მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები | 6 | |
MKTG3279 | მომსახურების მარკეტინგი | 6 | |
MKTG4110 | ბრენდის მენეჯმენტი | 6 | |
MKTG4220 | ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი | 6 | |
STAT1122 | სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 30 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |