eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ეკონომიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: გიორგი ლომიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია ევროპული ღირებულებების მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ პროფესიონალი ეკონომისტის სპეციალიზირებული ცოდნა, მრავალმხრივი და პრაქტიკული უნარები სხვადასხვა დისციპლინებისა და მათ შორის მათემატიკის საზღვრებისა და ბიზნესის მართვის სიღრმისეული გაცნობიერების გზით, რამაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საზოგადოების დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ქართველი ერისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

პროგრამაში გამოიყენება მრავალფეროვანი შედეგების მიღწევის მეთოდები მათ შორის:

•ახსნა-განმარტებითი მეთოდი
•გუნდური მუშაობა
•დემონსტირების მეთოდი
•ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
•ლექცია-სემინარები
•ლიტერატურის მიმოხილვა
•მცირე კვლევების ჩატარება
•პრაქტიკული მუშაობა
•პრეზენტაციების წარდგენა
•პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
•სიახლეთა გარჩევა
•სიტუაციური ამოცანები
•შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
•შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
•წერითი მუშაობის მეთოდი
•წიგნზე მუშაობის მეთოდი
•დებატები
•დემონსტრირების მეთოდი (მათ შორის აუდიო-ვიდეო და სხვა სასწავლო მასალები)
•დისკუსიები
•ვიზუალური ლექციები
•ინტერაქტიული ლექციები
•კრიტიკული ანალიზი
•პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
•ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ

     

    • აღწერონ მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ფუძემდებლური კონცეფციები და თეორიები
    • ჩამოაყალიბონ ეკონომიკური კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები, მენეჯმენტის და ფინანსების პრინციპები
    • გამოამჟღავნონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
    • გამოკვეთონ მთავრობის როლი ეკონომიკაში, როგორც ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების მეშვეობით ასევე ბაზრების და საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირების სხვადასხვა გზებით
    • აღწერონ ეკონომიკური მეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპი და შეადარონ ერთმანეთს განსხვავებული თეორიები და მოძღვრებები

     


  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ

    • შეაფასონ და ააგონ რელევანტური მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური მოდელები და ამ მოდელების ასაგებად გამოიყენონ შესაბამისი მათემატიკური, სტატისტიკური და ეკონომეტრიკული მეთოდები
    • გამოიყენონ კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრის შეფასების, გაანალიზების და დასკვნის გაკეთების მიზნით
    • შეაფასონ და შეადარონ ერთმანეთს ეკონომიკური დოქტრინები, გააკეთონ შესაბამისი დასკვნები, ასევე გამოყენონ ისინი სტრატეგიული ხედვის შემუშავებაში
    • არაცხად გარემოში არსებულ მონაცემებზე და რაციონალურ დაშვებებზე დაყრდნობით ეკონომიკური ცვლადების პროგნოზირებას
    • ზოგადი ეკონომიკური საკითხების და კონკრეტული ეკონომიკური პროცესების შესახებ მოამზადონ და წარმოადგინონ, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე, დეტალური წერილობითი ანგარიში, აღწერონ დასმული ეკონომიკური პრობლემა და ჩამოაყალიბონ პრობლემის გადაჭრის მათი ხედვა

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ

    • დაგეგმონ შემდგომი სწავლა ეკონომიკის სფეროში როგორც ფორმალური განათლების შემდეგ საფეხურზე ასევე დამოუკიდებლად, დამატებითი მასალებისა და კვლევების გაცნობის გზით
    • წარმართონ თავისი პროფესიული საქმიანობა ლიბერალური ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერებით

     

     

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 04/19
    პროგრამის დეტალები:

    სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს ეკონომიკის მიმართულებით ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი და მათემატიკური კომპეტენციების მიმართულებით. ინგლისური ენის მიმართულებით სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 18 კრედიტი. თუმცა დაბალი ინგლისურის დონით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება არჩევითი კრედიტების ხარჯზე 18 კრედიტი გახარჯოს ინგლისურის დონეებში (A1-დან B1/1 ჩათვლით). კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 50 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 76 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს:

    პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 162 ECTS; დიპლომის მისაღებად სტუდენტმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან უნდა აიღოს 78 ECTS

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,2
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,2
    PHI777აზროვნება და მორალი6 1,2
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2
    LITR1212დიადი წიგნები6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 2
    STEM0004თამაშთა თეორია6 2
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 2
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 2
    STEM0010ლოგიკა6 2
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 2

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    MATH1011მათემატიკა ეკონომიკისათვის I6 1
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 2
    MATH1012მათემატიკა ეკონომიკისათვის II6 2
    ECON2119სტატისტიკა ეკონომიკისთვის I6 3
    ECON2120მაკროეკონომიკა I (საშუალო დონე)6 3
    ECON2130მიკროეკონომიკა I (საშუალო დონე)6 3
    MATH1411მათემატიკა ეკონომიკისათვის III6 3
    ECON2219სტატისტიკა ეკონომიკისთვის II6 4
    ECON2220მაკროეკონომიკა II (საშუალო დონე)6 4
    ECON2230მიკროეკონომიკა II (საშუალო დონე)6 4
    MATH1412მათემატიკა ეკონომიკისათვის IV6 4
    ECON3113სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა)6 5
    ECON3116ეკონომეტრიკა I6 5
    ECON3122საერთაშორისო ეკონომიკა I (საერთაშორისო ვაჭრობის თეორია)6 5
    ECON3115მონეტარული პოლიტიკა6 6
    ECON3213სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი)6 6
    ECON3231საერთაშორისო ეკონომიკა II (საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკა)6 6
    ECON3110ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია6 7
    ECON4115ეკონომიკური კვლევის მეთოდები6 7

    კრედიტების ჯამი:

    132

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6
    FINA3220ინვესტმენტის საფუძვლები6
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6
    ECON3216ეკონომეტრიკა II6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)6
    ECON2020თამაშთა თეორიის საფუძვლები6
    ECON4550ეკონომიკის სექტორული ანალიზი და სტაბილიზაციის პოლიტიკა6
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში6
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6
    ECON4113ეკონომიკური ზრდა და განვითარება6
    ECON4203საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ეკონომიკაში18
    ECON4217სტაჟირება ეკონომიკაში12
    FINA4250საერთაშორისო ფინანსები6
    HOST3221ტურიზმის ეკონომიკა6
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS6

    კრედიტების ჯამი:

    126









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2023 საქართველოს უნივერსიტეტი