პროგრამა: | ბიზნესის ადმინისტრირება |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | მაია ამაშუკელი ეკა გეგეშიძე ნათია გოლიაძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია თანამედროვე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლესი ცოდნის მიწოდება და მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება ბიზნესის ძირითად მიმართულებებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს გამოუმუშავდება ძირითადი სამეწარმეო უნარები, მიიღებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საჭიროა საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კურსდამთავრებულებს ექნებათ მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტული ბიზნეს სტრატეგიების და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების; მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის ცოდნა და შეეძლებათ ბიზნეს გარემო ფაქტორების იდენტიფიცირება; მენეჯერული გეგმებისა და მიზნების დასახვა; მარკეტინგული და ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება; ფინანსური ანალიზი და ამ პროცესში ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების გამოყენება. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ქმედებების კანონისა და ბიზნეს–ეთიკის ფარგლებში მოქცევაში და ამ ღირებულებების დამკვიდრებისკენ მზაობა, რომ წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში. კურსდამთავრებულები ასევე შეძლებენ გამოკვეთონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინონ ცოდნის სრულყოფა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება
უნარი
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-23-2004 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 14-12 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 29/19 |
პროგრამის დეტალები: | სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის
პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიაროს 18 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 138 ECTS, ასევე, 24 ECTS პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან: STEM ბლოკიდან 12 ECTS და ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან - 12 ECTS. ხოლო დარჩენილი 78 ECTS შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან (როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე სხვადასხვა კონცენტრაციის საგნებიდან). |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1 |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1 |
LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 1,2 |
STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 1,2 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 3,4 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 3,4 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 3,4 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 3,4 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 3,4 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 3,4 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 3,4 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
BUSN3210 | პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში | 6 | 2 |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | 2 |
BUSN4310 | ბიზნეს სამართალი | 6 | 3 |
MGMT2211 | საერთაშორისო ბიზნესი | 6 | 3 |
INFO3212 | გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში | 6 | 4 |
MGMT1515 | ბიზნეს ეთიკა | 6 | 5 |
BUSN1515 | სამართალი და ეკონომიკა | 6 | 6 |
BUSN2121 | ინგლისური ბიზნესკომუნიკაციისათვის | 6 | 7 |
INTR4215 | სტაჟირება ბიზნესში | 12 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 60 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ACCT3216 | ფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე) | 6 | 5 |
ACCT3440 | ფინანსური აღრიცხვა (უმაღლესი დონე) | 6 | 6 |
ACCT4212 | ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები | 6 | 6 |
ACCT1315 | ფროდები ბუღალტერიაში | 6 | 7 |
ACCT2216 | გადასახადების ადმინისტრირება | 6 | 7 |
ACCT3110 | სააღრიცხვო ინფორმაციული სისტემები | 6 | 7 |
ACCT3320 | მმართველობითი აღრიცხვა (საშუალო დონე) | 6 | 7 |
ACCT3540 | არამომგებიანი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა | 6 | 7 |
ACCT4230 | აუდიტის საფუძვლები | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 54 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
COMM4315 | ივენთ მენეჯმენტი | 6 | 5 |
MGMT2212 | მეწარმეობა | 6 | 5 |
COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | 6 |
FINA2210 | რისკების მართვა | 6 | 6 |
MGMT3121 | ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები | 6 | 6 |
MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | 6 |
MGMT6203 | სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაცია | 6 | 6 |
MKTG4190 | მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი | 6 | 6 |
MGMT2121 | ლიდერობა | 6 | 7 |
MGMT2213 | ISO და ხარისხის ტოტალური მართვა | 6 | 7 |
MGMT3151 | ცვლილებების მართვა | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 66 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MKTG3210 | მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები | 6 | 5 |
MKTG4110 | ბრენდის მენეჯმენტი | 6 | 5 |
MKTG4550 | სოციალური მედია მარკეტინგი | 6 | 5 |
COMM4130 | რეკლამის საფუძვლები | 6 | 6 |
JMMB2315 | კონტენტ მარკეტინგი | 6 | 6 |
JMMB2317 | სოციალური მედიის ანალიტიკა | 6 | 6 |
MKTG3279 | მომსახურების მარკეტინგი | 6 | 6 |
MKTG4220 | ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი | 6 | 6 |
COMM4150 | გაყიდვების სტრატეგია | 6 | 7 |
COMM4252 | კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა | 6 | 7 |
MKTG2609 | მარკეტინგული კომუნიკაციები | 6 | 7 |
MKTG3220 | მარკეტინგული კვლევა | 6 | 7 |
MKTG4230 | გლობალური მარკეტინგული სტრატეგიები | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 78 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
FINA3220 | ინვესტმენტის საფუძვლები | 6 | 5 |
MATH1413 | მათემატიკური მეთოდები III | 6 | 5 |
BUSN3210 | პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში | 6 | 6 |
FINA2211 | დაზღვევის საფუძვლები | 6 | 6 |
FINA4115 | კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე) | 6 | 6 |
FINA4250 | საერთაშორისო ფინანსები | 6 | 6 |
FINA2212 | შესავალი საბანკო საქმეში | 6 | 7 |
FINA4260 | ვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე | 6 | 7 |
კრედიტების ჯამი: | 48 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
BUSN1310 | ბიზნესი და ეკონომიკა | 6 | 1 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
MATH1010 | მათემატიკური მეთოდები I | 6 | 1 |
BUSN1111 | ბიზნესის ეთიკურ-სამართლებრივი გარემო | 6 | 2 |
ECON1290 | მიკროეკონომიკის პრინციპები | 6 | 2 |
MATH1015 | მათემატიკური მეთოდები II | 6 | 2 |
MGMT2015 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 2 |
ACCT2122 | ფინანსური აღრიცხვა I | 6 | 3 |
ECON2190 | მაკროეკონომიკის პრინციპები | 6 | 3 |
STAT2219 | სტატისტიკა | 6 | 3 |
ACCT2210 | მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები | 6 | 4 |
ACCT2221 | ფინანსური აღრიცხვა II | 6 | 4 |
MKTG2210 | მარკეტინგის საფუძვლები | 6 | 4 |
FINA3115 | ფინანსების საფუძვლები | 6 | 5 |
MGMT2210 | სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 5 |
MGMT3110 | ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 5 |
MGMT3211 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | 5 |
MGMT3221 | საქმიანი ურთიერთობები | 6 | 5 |
ECON3279 | საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები | 6 | 6 |
BUSN4251 | პრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში | 30 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 144 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |