eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მათემატიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მარიამ ავალიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მათემატიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სტუდენტის ჩარიცხვა პროგრამაზე ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ  მათემატიკის სხვადასხვა დარგის (მათემატიკური ანალიზის, ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების, ანალიზური გეომეტრიის, ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის, ალგებრის, ლოგიკის, კომპლექსური ანალიზის, ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის, ოპტიმიზაციის მეთოდების, რიცხვითი მეთოდების და მათემატიკური მოდელირების) საფუძვლების, დაპროგრამების საფუძვლების, საოფისე სისტემების ცოდნა, შეეძლებათ მათემატიკის სხვადასხვა დარგში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა, ანალიზი და ექნებათ შესაბამისი დასკვნის გაკეთების უნარი.

 

კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ მეცნიერების, ბიზნესის სფეროში, სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც მოთხოვნადია ანალიტიკური აზროვნება და სხვადასხვა მათემატიკური მეთოდების გამოყენება.

 

კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ განათლების შემდეგ საფეხურზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • პრაქტიკული მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში.
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • დისკუსიები
  • ლაბორატორიული მეცადინეობა
  • ლექცია-სემინარები
  • დემონსტირების მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • თემების დაწერა
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • სიახლეთა გარჩევა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • • მათემატიკური ანალიზის, ალგებრის, ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის, ოპტიმიზაციის ძირითადი ცნებების, მეთოდებისა და თეორემების ცოდნა;
    • კომპლექსური ანალიზის, ანალიზური გეომეტრიის, ლოგიკის, მათემატიკური მოდელირების, რიცხვითი მეთოდების, ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის ძირითადი ცნებების და თეორემების ცოდნა;
    • საოფისე სისტემებისა და დაპროგრამების ენის (C++) სტრუქტურისა და სინტაქსის ცოდნა;
    • გაცნობიერებული მათემატიკის დარგებს შორის ურთიერთკავშირი.


  • უნარი
  • • ლოგიკური მათემატიკური მსჯელობის უნარი;
    • მკაცრი დამტკიცებების აგების უნარი;
    • სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანების შესაბამისი მათემატიკური მოდელების აგებისა და ანალიზის უნარი;
    • მათემატიკური მეთოდებისა და პრინციპების გამოყენებით სხვადასხვა ამოცანების ამოხსნის უნარი;
    • მათემატიკური მეთოდების გამოყენებით მონაცემების ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვლილი რიცხვითი მახასიათებლების საშუალებით შესაბამისი სტატისტიკური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით დასკვნების მიღების უნარი.
    • მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნების გაკეთების უნარი;
    • თანამედროვე საოფისე სისტემების გამოყენების უნარი;
    • დაპროგრამების საფუძვლების გამოყენების უნარი.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • • ჯგუფში მუშაობის უნარი;
    • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
    • გაცნობიერებული პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვა;
    • მათემატიკის სფეროში არსებული სხვა სპეციალისტების მიღწევების ურთიერთგაზიარება და პატივისცემა.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 01-10
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 51/19
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამის ძირითადი საგნების სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. არჩევითი კურსები ემსახურება სტუდენტის ინტერესის მიხედვით ცოდნის გაღრმავებას სპეციალობის სხვადასხვა მიმართულებით.

    პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. ინგლისურის ენის მიმართულებით სტუდენტმა უნდა დაძლიოს B2/2 დონე, ხოლო პროგრამის თავისუფალ კრედიტებში გათვალისწინებულია ინგლისურის ალტერნატიული დონეები, თუ სტუდენტის კომპეტენცია პროგრამაზე ჩაბარების მომენტში არ შეესაბამება B2/2 დონეს. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე.

    •         17-45 ქულის ჩათვლით - B1/1 დონე

    •         46-65 ქულის ჩათვლით - B1/2 დონე

    •         66-80 ქულის ჩათვლით - B2/1 დონე

    თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არ აუმაღლეს B1/2-სა. პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიუმჯობესოს ენობრივი კომპეტენციები 18 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხისმოსაპოვებლად სტუდენტმასაჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაცგულისხმობს:

    ·         პროგრამის ძირითადსაგნებს 126 ECTS,

    ·         პროგრამის არჩევით საგნებს 36 ECTS;

    ·         საუნივერსიტეტო არჩევითი STEM ბლოკიდან 6 ECT;

    ·         საუნივერსიტეტო არჩევითი ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან 12 ECTS.

     დარჩენილი 60 ECTS სტუდენტს შეუძლიადააგროვოს:

    ·         პროგრამის არჩევითი საგნებით

    ·         დამატებითი სპეციალობის საგნებით. (დამატებითი სპეციალობა სტუდენტსარ ანიჭებსაკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითადსპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტისზოგად კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეულისაბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითადსპეციალობასთან ერთადჩამოუყალიბებს მასდასაქმებისთვის ანგანათლების შემდგომსაფეხურზე სწავლისგაგრძელებისათვის საჭიროდარგობრივ კომპეტენციებს);

    ·         თავისუფალი კრედიტების საგნებით (ინგლისური ენის კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტები).

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,3,5
    LITR1212დიადი წიგნები6 1,3,5
    PHI777აზროვნება და მორალი6 1,3,5
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1,3,5
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,3,5
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,3,5
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,3,5
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,3,5
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,3,5

    კრედიტების ჯამი:

    18

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 6
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 6
    STEM0004თამაშთა თეორია6 6
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 6

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6 1
    MATH1112მათემატიკური ანალიზი I6 1
    MATH1213ალგებრა6 1
    INFO1112საოფისე სისტემები6 2
    INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 2
    MATH1114ანალიზური გეომეტრია6 2
    MATH1212მათემატიკური ანალიზი II6 2
    MATH 2114მათემატიკური ანალიზი III6 3
    MATH2113დიფერენციალური განტოლებები I6 3
    MATH4113ლოგიკა6 3
    MATH2110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა I6 4
    MATH3111ოპტიმიზაციის მეთოდები6 4
    MATH3113დიფერენციალური განტოლებები II6 4
    MATH3121კომპლექსური ანალიზი6 4
    MATH3110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა II6 5
    MATH3124ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია I6 5
    MATH4112კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები I6 5
    MATH3123რიცხვითი მეთოდები I6 6
    MATH3126მათემატიკური მოდელირება I6 6
    MATH4114თეორიული მექანიკა I6 6

    კრედიტების ჯამი:

    126

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    MATH4118კრიპტოლოგიის საფუძვლები6
    MATH3120ექსტრემალური ამოცანების თეორია6
    MATH3122ინტეგრალური განტოლებები I6
    MATH3223რიცხვითი მეთოდები II6
    MATH3224მათემატიკური მოდელირება II6
    MATH3225ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია II6
    MATH4121კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები II6
    MATH2221ფუნქციონალური ანალიზი6
    MATH3115დიფერენციალური გეომეტრია I6
    MATH4115დრეკადობის თეორიის საფუძვლები6
    MATH4122ინტეგრალური განტოლებები II6
    MATH4124თეორიული მექანიკა II6
    INFO4333პროგრამირება MatLab გარემოში6
    MATH3118დისკრეტული სტრუქტურები6
    MATH3125დიფერენციალური გეომეტრია II6
    MATH4116ჰიდრომექანიკის საფუძვლები6
    MATH4117სინგულარული ინტეგრალური განტოლებები6
    MATH4211ფინანსური მათემატიკის ელემენტები6
    MATH4213სტაჟირება მათემატიკის მიმართულებით6
    MATH4240საბაკალავრო ნაშრომი მათემატიკაში12

    კრედიტების ჯამი:

    126









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2023 საქართველოს უნივერსიტეტი