პროგრამა: | ფსიქოლოგია |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ნანა ბურდული |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბაკალავრი ფსიქოლოგიაში |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | ააკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კომპეტენციის მქონე ფსიქოლოგები რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება ლებერალურ-ჰუმანურ ღირებულებებზე და აღჭურვილი იქნება პატიოსანი შრომით წარმატების მიღწევაზე. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ფართო პროფილის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა მეცნიერული ფსიქოლოგიის ძირითად სფეროების; ძირითად ფსიქიკურ პროცესების და მათთვის დამახასიათებელი კანონზომიერებების; ადამიანის ფსიქიკური განვითარების ეტაპების და მათი თავისებურებების, სოციალურ სინამდვილეში არსებული პიროვნებათშორისი და ჯგუფთაშორის ურთიერთობების კანონზომიერებების; პიროვნების არსის და მისი შემსწავლელი თეორიების, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ადამიანის ქცევის მიზენშეწონილობის შესახებ; და აგრეთვე, - შეეძლებათ პროფესიული ეთიკის ფარგლებში კვლევის წარმოების ზოგადი პრინციპების გამოყენების, კვლევის თავისებურებებისა და კონკრეტული მეთოდების შერჩევის, რეალური ემპირიული კვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და მიღებული მონაცემების დამუშავებისა და გააანალიზების უნარი. პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ ფსიქოლოგ-ასისტენტისა და დამხმარე ფსიქოლოგის პოზიციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის (ბანკები, კორპორაციები, სამინისტროები, სააფთიაქო ქსელები, მაღაზიათა ქსელები) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, საბავშვო ბაღები და სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, კვლევითი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგ-კონსულტანტთა სამსახურები, ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკები. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება · ფსიქოლოგიის მეცნიერების რაობის, საგნის, ძირითადი დარგების (შრომისა და ორგანიზაციული, კლინიკური, სოციალური, განვითარება), განვითარების ისტორიის და პროფესიული ეთიკური ნორმების, ზოგადფსიქოლოგიური თეორიის – დ. უზნაძის განწყობის თეორიის კონცეპტუალური, მეთოდოლოგიური და ექსპერიმენტული ასპექტების შესახებ ცოდნა; · ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების, ფსიქიკური პროცესების (აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, წარმოსახვა, ემოცია, ნებელობა), შემეცნებითი პროცესების ფუნქციების, მათი ძირითადი თეორიების, მოდელების, მიდგომების, ქცევითი პროცესების ფიზიოლოგიური და ევოლუციური ასპექტების შესახებ ცოდნა; · ფსიქოლოგიის მეცნიერული კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიური და მეთოდური სისტემის, მეცნიერული კვლევის ძირითადი პრინციპების (ჭეშმარიტების კრიტერიუმი, ობიექტურად მისაწვდომობა და შემოწმებადობა) და მეთოდების (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა დაფოკუს-ჯგუფი) და განხორციელებული კვლევის შედეგებისა და მონაცემების დამუშავების პრინციპების შესახებ ცოდნა უნარი · პიროვნების სხვადასხვა თეორიის ჭრილში (ფსიქოანალიზი, ანალიტიკური ფსიქოლოგია, ობიექტი-ურთიერთობის თეორია, ინდივიდუალური ფსიქოლოგია, ჰუმანისტური ფსიქოანალიზი, ნეოფსიქოანალიტიკური თეორიები, ფსიქოსოციალური განვითარების თეორია, პიროვნული ნიშნების თეორიები: ოლპორტი, კეტელი, ჰანს აიზენკი, პიროვნების ხუთფაქტორიან მოდელი, ჰუმანისტური, ტემპერამენტის თეორია, ფენომენოლოგიური, ბიჰევიორალური, სოციალური დასწავლა) პიროვნული სტრუქტურების შედარებისა და გაანალიზების უნარი, ასევე, სოციალურ გარემოში ინდივიდის ქცევის კანონზომიერებების გაანალიზებისა და შეფასების უნარი; · ადამიანის განვითარების სხვადასხვა ასაკობრივ სახეფურზე დაკვირვების მეთოდის გამოყენების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; · წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კურსით გათვალისწინებული მეთოდების (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა და ფოკუს-ჯგუფი) გამოყენებით მცირე კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი; · ფსიქოლოგიაში განხორციელებული კვლევის (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა და ფოკუს-ჯგუფი) შედეგების გაანალიზებისა და დამუშავების უნარი; · ფსიქოლოგიაში განხორციელებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების დამუშავებისა და გაანალიზების უნარი SPSS-ის კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით - აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკის, ერთფაქტორიანი და ერთგანზომილებიანი დისპერსიული ანალიზის, მრავალფაქტორიანი და მრავალგანზომილებიანი დისპერსიული ანალიზის, ფაქტორული ანალიზის, არაპარამეტრული ტესტების, რეგრესიული ანალიზის, დისკრიმინანტული ანალიზის, იერარქიული, ორეტაპიანი კლასტერული ანალიზისა და ვარგისიანობის ანალიზის საშუალებით; · სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან ფსიქოლოგიაში განხორციელებული საკუთარი კვლევის შედეგების, ძირითადი დარგების (შრომისა და ორგანიზაციული, კლინიკური, სოციალური, განვითარება) კანონზომიერებების, განვითარების ისტორიის, ფსიქიკური და კოგნიტური პროცესების თავისებურებების, პიროვნების თეორიების შესახებ კომუნიკაციის უნარი პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა · ჩამოყალიბებული დამოკიდებულება პროფესიული ეთიკური ნორმების, კონფიდენციალობის, ანონიმურობის, ინფორმირებული თანხმობის, ”არ ავნო”-ს პრინციპის დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით; · პროფესიული ზრდის, თვითგანვითარებისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროების განსაზღვრის მიზნით, ფსიქოლოგიის მეცნიერულ სტატიებსა და რესურსებზე ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 08-30-2016 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 27-16 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 01-21 |
პროგრამის დეტალები: | ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 96 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2) |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა შეასრულოს 240 კრედიტი, რომელიც გულისხმობს 144 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 6 ECTS ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან და 6 ECTS STEM ბლოკიდან; 18 ECTS თავისუფალი კრედიტით; 66 ECTS პროგრამის ასარჩევი საგნებიდან (რომელიც თემატურად სტრუქტურირებულია), აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 1 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1 |
კრედიტების ჯამი: | 6 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 1 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 1 |
კრედიტების ჯამი: | 6 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
PSYC1221 | ფსიქოლოგიის საფუძვლები I | 6 | 1 |
PSYC1240 | ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები | 6 | 1 |
PSYC1223 | ფსიქოლოგიის საფუძვლები II | 6 | 2 |
PSYC1241 | ფსიქოლოგიის ისტორია | 6 | 2 |
PSYC1331 | განვითარების ფსიქოლოგია | 6 | 2 |
PSYC1335 | ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები 1 | 6 | 2 |
PSYC1315 | სოციალური ფსიქოლოგია I | 6 | 3 |
PSYC1320 | კოგნიტური ფსიქოლოგია I | 6 | 3 |
PSYC1350 | ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები 2 | 6 | 3 |
PSYC1430 | პიროვნების ფსიქოლოგია I | 6 | 3 |
PSYC1313 | სოციალური ფსიქოლოგია II | 6 | 4 |
PSYC1323 | კოგნიტური ფსიქოლოგია II | 6 | 4 |
PSYC3167 | ექსპერიმენტული ფსიქოლოგია | 6 | 4 |
PSYC3260 | პიროვნების ფსიქოლოგია II | 6 | 4 |
PSYC1270 | მონაცემთა დამუშავება I | 6 | 5 |
PSYC2210 | განწყობის ფსიქოლოგია I | 6 | 5 |
PSYC4415 | შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია | 6 | 5 |
PSYC1231 | კლინიკური ფსიქოლოგია | 6 | 6 |
PSYC2190 | მონაცემთა დამუშავება II | 6 | 6 |
PSYC7710 | განწყობის ფსიქოლოგია II | 6 | 6 |
PSYC1426 | საბაკალავრო ნაშრომი ფსიქოლოგიაში | 18 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 144 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
PSYC1341 | კონფლიქტის ფსიქოლოგია | 6 | |
PSYC4416 | ლიდერობის ფსიქოლოგია | 6 | |
PSYC1311 | პრაქტიკა კლინიკურ ფსიქოლოგიაში | 6 | |
PSYC1314 | პრაქტიკა ფსიქოლოგიის კვლევაში | 6 | |
PSYC1415 | სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები | 6 | |
PSYC1421 | ფსიქოსომატური მედიცინა | 6 | |
PSYC1428 | სოციალური უნარების ტრენინგი | 6 | |
PSYC1432 | ინტერპერსონალური კომუნიკაცია | 6 | |
PSYC1435 | გავლენის ფსიქოლოგია | 6 | |
PSYC1436 | ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები | 6 | |
PSYC1515 | რეკლამის ფსიქოლოგია | 6 | |
PSYC1516 | XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები | 6 | |
PSYC1525 | ქცევის დარღვევები | 6 | |
PSYC1530 | ფსიქოთერაპიის საფუძვლები | 6 | |
PSYC3115 | განათლების ფსიქოლოგიის საფუძვლები | 6 | |
PSYC3131 | პათოფსიქოლოგია | 6 | |
PSYC4190 | ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები | 6 | |
PSYC4270 | რელიგიის ფსიქოლოგია | 6 | |
MGMT3121 | ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები | 6 | |
PHIL2130 | ფილოსოფიური აზრის ისტორია | 6 | |
PSYC1260 | ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები | 6 | |
PSYC1316 | პრაქტიკა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში | 6 | |
PSYC1317 | პრაქტიკა განათლების და განვითარების ფსიქოლოგიაში | 6 | |
PSYC1345 | იურიდიული ფსიქოლოგია | 6 | |
PSYC1351 | კონფლიქტები და მოლაპარაკებები | 6 | |
PSYC1355 | მართვის ფსიქოლოგია | 6 | |
PSYC1414 | პროფესიული ინგლისური ფსიქოლოგებისთვის | 6 | |
PSYC1425 | სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები | 6 | |
PSYC1518 | პრობლემებზე ორიენტირებული სწავლება ფსიქოლოგიაში | 6 | |
PSYC3295 | ფსიქოლოგიური კონსულტაცია | 6 | |
PSYC4231 | ნეიროფსიქოლოგია | 6 | |
SOCL3110 | სოციოლოგიის საფუძვლები | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 192 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |