eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ნაწილაკების ექპერიმენტული ფიზიკა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი:
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფიზიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია  ხელი შეუწყოს მაღალი კვალიფიკაციის მკვლევარის მომზადებას ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რომლებიც შეძლებენ შექმნან დარგში ახალი ცოდნა და უზრუნველყონ ამ ცოდნის გადაცემა, ასევე წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებასა და საზოგადოებაში მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივებაში. ამ მიზნის მისაღწევად მაგისტრების მომზადება მოხდება  იმ კურიკულუმის მიხედვით, რომელიც მაქსიმალურადაა დაახლოებული და შესაბამისობაში მოყვანილი ევროპულ უნივერსიტეტებში (როგორიცაა ლანკასტერისა და ბონის უნივერსიტეტები) მიღებულ კურიკულუმებთან. პროგრამა ასევე პასუხობს ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN)  მოთხოვნებს. მიღებული ცოდნის და უნარების საფუძველზე კურსდამთავრებული შეძლებს აწარმოოს კვლევა ნაწილაკების ფიზიკაში როგორც მცირე ჯგუფებში, ისე საერთაშორისო კოლაბორაციების ფარგლებში. Მათ ასევე შეუძლიათ წარმატებით დასაქმდნენ ისეთ დაწესებულებებში, სადაც მონაცემთა ანალიტიკური კვლევაა საჭირო (ბანკები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროები, და ა. შ.). რადგან ნაწილაკების ფიზიკაში კვლევის მეთოდები არის საერთაშორისო, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმუშაონ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • სიახლეთა გარჩევა
  • ინდუქცია, დედუქცია ანალიზი და სინთეზი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • ·         იცის ფუნდამენტური ნაწილაკების ძირითადი თვისებები;

    ·         აქვს ნაწილაკების ფიზიკის ფუნდამენტური კონცეფციების ისტორიული ევოლუციის და თანამედროვე მდგონარეობის ცოდნა;

    ·         იცის სპეციფიკურ მათემატიკური მეთოდები, რომლებიც გამოიყენება როგორც სტანდარტულ მოდელში, ისე სხვა არააბელურ ყალიბულ თეორიებში;

    ·         იცის ჯგუფთა თეორიის მათემატიკური აპარატი და ამ აპარატით კონკრეტული სიმეტრიების აღწერა;

    ·         იცის კონკრეტული, მათ შორის სხვადასხვა ორთოგონალური და უნიტარული ჯგუფების თვისებები და მათ სტრუქტურა და წარმოდგენები;

    ·         იცის სტანდარტულ მოდელის ლაგრანჟიანის სიმეტრიები, სტანდარტული მოდელის მიღმა მოდელების პარამეტრების და მათი ცთომილებების შეფასების მეთოდები;

    ·         იცის ნეიტრინოს ფიზიკის და ბარიოგენეზის საკითხები, შეუძლია დამატებით განზომილებებზე მსჯელობა;

    ·         იცის მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტული დანადგარების მოწყობა და მუშაობის პრინციპები;

    ·         შეუძლია ნაწილაკთა რეგისტრაციის მეთოდოლოგიის   საკითხებზე მსჯელობა;

    ·         იცის არსებული დეტექტორების შექმნის ტექნოლოგიები;

    ·         იცის ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებლების მუშაობის პრინციპები;

    ·         შეუძლია თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზების და ტექნოლოგიების   საკითხებზე მსჯელობა;

    ·         იცის სტატისტიკის ელემენტები და მონაცემთა დამუშავების საბაზისო საკითხები;

    ·         იცის მაქანური სწავლებით მულტივარიაციული ანალიზის მეთოდები და მათი გამოყენება მონაცემთა ანალიზის დროს.


  • უნარი
  • ·         ამყარებს კავშირს ფუნდამენტურ ურთიერთქმედებებსა და ელემენტარული ნაწილაკების თვისებებს შორის;

    ·         აქვს ნაწილაკების ფიიზიკაში თეორიულ და ექსპერიმენტულ მიღწევებს შორის მჭიდრო კავშირის დანახვის უნარი;

    ·         აქვს თეორიისა და ექსპერიმენტის შესაძლებლობების და მათი საზღვრების კრიტიკულად შეფასების უნარი;

    ·         ექსპერიმენტული მონაცემების გამოყენებით სხვადასხვა თეორიული მოდელების შეფასების და ოპტიმალური მოდელის გამორჩევის უნარი;

    ·         აქვს ჯგუფთა თეორიის აბსტრაქტულ ცნებებსა და სამყაროს თვისებებს შორის კავშირის დამყარების უნარი;

    ·         შეუძლია ჯგუფთა თეორიასა და სიმეტრიის პრაქტიკულ გამოვლინებებს შორის კავშირის დამყარება;

    ·         ამყარებს კავშირს ყალიბური სიმეტრიის ჯგუფსა და ფუნდამენტური მაწილაკების ურთიერთქმედების თვისებებს შორის;

    ·         აქვს სტანდარტული მოდელის ძლიერი და სუსტი მხარეების კრიტიკულად შეაფასების უნარი;

    ·         აქვს ნეტერის თეორემის დამტკიცების უნარი;

    ·         აქვს სტანდარტულ მოდელს მიღმა მოდელების პარამეტრების და მათი ცთომილებების შეფასების უნარი;

    ·         აქვს სტანდარტული მოდელის მიღმა ახალი მოდელების აგების უნარი;

    ·         მონაწილეობას იღებს უკვე არსებულ დეტექტორებთან მუშაობაში;

    ·         მონაწილეობას იღებს ახალი ტიპის დეტექტორების შემუშავებასა და შექმნაში;

    ·         სწრაფად ერთვება მოქმედი ექსპერიმენტული დანადგარების ჯგუფის საქმიანობაში;

    ·         ერთვება ახალი ექსპერიმენტის მომზადების პროცესში;

    ·         მონაწილეობას იღებს ამაჩქარებლებზე მიმდინარე ექსპერიმენტული დანადგარების მუშაობაში;

    ·         ოპტიმალურად იყენებს ექსპერიმენტის მუშაობის პერიოდში ამაჩქარებლის პარამეტრები;

    ·        მონაწილეობას იღებს ამაჩქარებელზე ახალი ექსპერიმენტის მომზადების პროცესში;

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    ნაწილაკების ფიზიკის  სამაგისტრო პროგრამის ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მიმართულებაში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა შედგება პროგრამის ძირითადი და ასარჩევი საგნებისგან. პროგრამის ძირითადი საგნების კრედიტების ჯამი შეადგენს 102 კრედიტს (72 სავალდებულო კურსები და 30 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომი). ასარჩევი კრედიტების ჯამი შეადგენს 36 კრედიტს, საიდანაც სტუდენტს შეუძლია აირჩიოს 18 კრედიტი თავისი შეხედულებისამებრ. 

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    PHYZ52212ჯგუფთა თეორია და სიმეტრიები ნაწილაკთა ფიზიკაში6 1
    PHYZ52201ელემენტარულ ნაწილაკთა ამაჩქარებლები6 1
    PHYZ52213რელატივისტური კინემატიკა6 1
    PHYZ52202ელემენტარულ ნაწილაკთა დეტექტორები I6 1
    PHYZ52222ელემენტარულ ნაწილაკთა დეტექტორები II6 2
    PHYZ52206ნაწილაკების ფიზიკა6 2
    PHYZ52205მონაცემთა ანალიზის მეთოდები ნაწილაკების ფიზიკაში6 2
    PHYZ2216კვლევითი სემინარი6 2
    PHYZ52211ველის ყალიბური თეორიები და სტანდარტულო მოდელი6 3
    PHYZ52209სტანდარტული მოდელი და მის მიღმა6 3
    PHYZ52217მონაცემთა თანამედროვე ანალიზი6 3
    PHYZ52218პროექტების მართვა6 3
    PHYZ52219სამაგისტრო ნაშრომი ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    102

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    PHYZ52207C++ პროგრამირება I6
    PHYZ52203გამოყენებითი ელექტრონიკა I6
    PHYZ52208C++ პროგრამირება II6
    PHYZ52204გამოყენებითი ელექტრონიკა II6
    PHYZ52220ტექნიკური ინგლისური6
    PHYZ52221რიცხვითი მეთოდები6

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2022 საქართველოს უნივერსიტეტი