პროგრამა: | ბიზნეს ანალიტიკა |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | რევაზ პაპუკაშვილი ქეთი ცხადაძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, ციფრული სამყაროს ეპოქაში, სტუდენტებისთვის ბიზნეს პროცესებზე და მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავებას და განვითარებას. პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაცია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინტერდისციპლინურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კომპონენტებზე დაყრდნობით პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: ბიზნესის მართვის ანალიტიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი, ფინანსური და სტატისტიკური ანალიტიკოსი. ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტს ჰქონდეს ანალიტიკური ტექნიკის გამოყენების უნარი. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: | • ლექცია-სემინარები |
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია: უნარი პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია: პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია: |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-25-2021 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 09/21 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: | სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. ინგლისურის ენის მიმართულებით სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 12 კრედიტი. სტუდენტი იწყებს ინგლისური ენის შესწავლას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 40 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 41 ქულიდან 60 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 60 ქულიდან 80 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 198 ECTS (მათ შორის საბაკალავრო პროექტი ბიზნეს ანალიტიკაში 30 ECTS), ხოლო დარჩენილი 42 ECTS შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის ასარჩევი საგნებიდან. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
BUAN1010 | ბიზნეს ანალიტიკის შესავალი | 6 | 1 |
BUSN1310 | ბიზნესი და ეკონომიკა | 6 | 1 |
ENGL3149 | ინგლისური ენა V (B2/1) | 6 | 1 |
INFO1115 | საოფისე კომპიუტერული პროგრამები | 6 | 1 |
MATH3010 | ბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 1 | 6 | 1 |
BUAN1015 | ორგანიზაციული მოდელირების საფუძვლები | 6 | 2 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 2 |
INFO3015 | ბიზნეს პროცესების ვიზუალიზაცია MS Visio-ს გამოყენებით | 6 | 2 |
MATH3020 | ბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 2 | 6 | 2 |
MGMT2015 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 2 |
BUAN1020 | მომხმარებლის გამოცდილების კვლევა (UX) | 6 | 3 |
BUAN2030 | ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა | 6 | 3 |
BUAN2040 | ბიზნეს კომუნიკაცია ანალიტიკოსებისთვის | 6 | 3 |
INFO3212 | გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში | 6 | 3 |
BUAN1025 | ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და მართვა | 6 | 4 |
BUAN3015 | ფინანსების მენეჯმენტი | 6 | 4 |
BUAN3020 | ბიზნეს უწყვეტობის მართვა | 6 | 4 |
INFO3020 | ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (C#) | 6 | 4 |
INFO3025 | მონაცემთა ბაზების საწყისები (MS SQL) | 6 | 4 |
BUAN1030 | მონაცემთა სტრუქტურების ანალიზი | 6 | 5 |
MATH3040 | მონაცემთა ანალიზი | 6 | 5 |
MGMT3110 | ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 5 |
BUAN2010 | ფუნქციური ანალიზი: მეთოდები და ინსტრუმენტები | 6 | 6 |
BUAN2025 | მონაცემთა ვიზუალიზაცია | 6 | 6 |
BUAN3025 | ბიზნეს ინტელექტი | 6 | 6 |
INFO3035 | IT სერვისების და პროექტების მენეჯმენტი | 6 | 6 |
BUAN2015 | ბიზნეს ანალიტიკის პროცესების მართვა | 6 | 7 |
INFO3045 | მართვის ინფორმაციული სისტემები | 6 | 7 |
BUAN4030 | საბაკალავრო პროექტი ბიზნეს ანალიტიკაში | 30 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 198 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL1247 | ინგლისური ენა II (A2) | 6 | |
ENGL2147 | ინგლისური ენა III (B1/1) | 6 | |
ENGL2217 | ინგლისური ენა IV (B1/2) | 6 | |
BUAN3010 | მომხმარებლის ქცევა და მარკეტინგი | 6 | |
BUAN3030 | ციფრული მარკეტინგის საფუძვლები | 6 | |
ECON1290 | მიკროეკონომიკის პრინციპები | 6 | |
ECON2190 | მაკროეკონომიკის პრინციპები | 6 | |
INFO3030 | WEB ტექნოლოგიების საფუძვლები | 6 | |
MATH3030 | ბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 3 | 6 | |
BUSN4310 | ბიზნეს სამართალი | 6 | |
INFO3040 | ხელოვნური ინტელექტი და სამართლებრივი ასპექტები | 6 | |
MGMT1515 | ბიზნეს ეთიკა | 6 | |
MGMT3221 | საქმიანი ურთიერთობები | 6 | |
BUAN4020 | მეწარმეობა და ინოვაციების მართვა | 6 | |
LAWB4991 | სამეწარმეო სამართალი | 6 | |
MGMT2210 | სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | |
MGMT2211 | საერთაშორისო ბიზნესი | 6 | |
BUAN4010 | ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი | 6 | |
BUAN4015 | რისკების მენეჯმენტი | 6 | |
FINA4115 | კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე) | 6 | |
INFO3055 | მონაცემთა საცავები | 6 | |
INFO3265 | პერსონალურ მონაცემთა დაცვა | 6 | |
MGMT3211 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | |
ACCT2210 | მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები | 6 | |
BUAN4025 | სტაჟირება ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის | 12 | |
MGMT3151 | ცვლილებების მართვა | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 162 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |