eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფარმაცევტული ქიმიის სადოქტორო პროგრამა
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: სამად ხაკსარმაღამი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაციის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო ხარისხის მისაღებად დაიშვება ფარმაციის დარგში მაგისტრის ან ეკვივალენტური ხარისხის მქონე პირი. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს გამოცხადებულ კვლევით თემებთან დაკავშირებული კვლევის კონცეფციები წერილობით ფორმაში და ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონეზე ცოდნის დამდასტურებელი სერტიფიკატი. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კანდიდატის წარდგენილი წერილობითი და ზეპირი მოხსენებების განხილვის საფუძველზე, ასევე კანდიდატის კვლევითი უნარებისა და სკოლის კვლევის პრიორიტეტებისა და რესურსების შესაბამისობის შეფასებით.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ფარმაცევტული ქიმიის დარგში გამორჩეული ხარისხის დიპლომისშემდგომი განათლება ინტერდისციპლინური ტრენინგების საშუალებით ისეთ დარგებში, როგორიცაა სინთეზური ორგანული ქიმია, ბუნებრივი პროდუქტები, წამლების დიზაინი, მოლეკულური მეტაბოლიზმი და ქიმიური ტოქსიკოლოგია და წამლის მოქმედების მექანიზმები - რაც კურსდამთავრებულს მრეწველობაში, სამთავრობო სექტორში ან უმაღლეს განათლებაში კარიერისთვის მოამზადებს.

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმუშაონ ფარმაცევტულ კომპანიებში, წამლების მწარმოებელ და მარკეტინგულ კომპანიებში, ჯანდაცვის დეპარტამენტებში, ლაბორატორიებში, სამეცნიერო- კვლევით ორგანიზაციებში, ბიოტექნოლოგიურ ფირმებში, მავნებლებთან ბრძოლის დეპარტამენტებში და თავდაცვის სამსახურებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული სწავლება;
  • ლიტერატურული მასალების განხილვა;
  • სამეცნიერო წერა;
  • პრობლემის გადაწყვეტა;
  • კოორდინაცია;
  • სწავლა სწავლების მეშვეობით;
  • ჯგუფური სწავლება;
  • პრეზენტაციები;
  • პროექტი;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • დისკუსია;
  • ლაბორატორია.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • მოწინავე უნარების სისტემური ცოდნა, რომლებიც საჭიროა ხარისხის კონტროლის, წამლების აღმოჩენის, წამლების დიზაინისა და მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტების განვითარების, სამედიცინო ქიმიის, ფარმაკოლოგიის, და თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების სფეროებში.
    • ხარისხის კონტროლის, განცალკევების მეთოდებისა და კვლევის გარემოს სისტემური ცოდნა.
    • სამეცნიერო ნაშრომების/პროექტების შემუშავების საფუძვლების სისტემატური ცოდნა მოწინავე მოთხოვნების, აქტიური სასწავლო სტრატეგიებისა და პედაგოგიური კომუნიკაციის შესაბამისად.
    • წამლების სინთეზის, წამლის ტესტირების, წამლის შემუშავებისა და ანალიტიკური მეთოდების ვალიდაციის სისტემური ცოდნა

  • უნარი
    • სტუდენტები ფლობენ ფართო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას წამლების ანალიზის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, გაიდლაინების შესაბამისად წამლის მიწოდების სტანდარტული და მოწინავე სისტემების - როგორიცაა აბები, კაფსულები და ა.შ. ინ-ვიტრო შეფასების შესახებ; თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების შესახებ, რომლებიც გამოიყენება რაოდენობრივ და ხარისხობრივ ანალიზში, მნიშვნელოვანი პრეპარატების სინთეზისთვის, მცენარეული წარმოშობის ნაერთების იზოლაციისთვის.
    • დეტალურად განიხილოს წამლის აღმოჩენა მაგალითები და ამ მაგალითებიდან გამომდინარე სქემები და დასკვნები.
    • აღწეროს სამედიცინო ქიმიაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები წამლების აღმოჩენის მიმდინარე მიღწევების ფონზე.
    • სინთეზური მარშრუტის შემუშავება კომპლექსური მოლეკულური სამიზნეებისთვის

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • საერთაშორისო საცნობარო წყაროებში და გლობალურ პროფესიულ სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევებიდან მიღებული ახალი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული იდეების მონიტორინგი, პროფესიული რეპუტაციის, საავტორო უფლებებისა და ეთიკური პრინციპების დაცვით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-19-2022
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 01-22
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    წელიწადში ერთხელ უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საბჭო აცხადებს მიღებას კვლევით თემატიკებზე სამედიცინო ქიმიის სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება უნივერსიტეტის ინტერესებს. კანდიდატი გასაუბრებას გაივლის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საბჭოში. მან მკაფიოდ უნდა წარმოადგინოს თავისი ხედვა კვლევის თემის შესახებ და გამოავლინოს შესაბამისი კვლევისა და კომუნიკაციის უნარები.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა

    • შეასრულოს 60 ECTS, რომელიც მოიცავს 40 ECTS სავალდებულო და 20 ECTS არჩევითი სასწავლო კურსებიდან.
    • გამოაქვეყნოს კვლევის თემასთან დაკავშირებული ორი სამეცნიერო პუბლიკაცია რეფერენტულ/რეცენზირებად ჟურნალებში, მათ შორის ერთი მაინც Clarivate Analytics-ის Web of Science-ში ინდექსირებულ დადებითი იმპაქტ-ფაქტორის მქონე
      ჟურნალში;
    • გააკეთოს მინიმუმ ერთი საკონფერენციო მოხსენება (ზეპირი) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CHEM8000Practical synthesis of drugs10 1
    CHEM8001Principles and Applications of NMR Spectroscopy10 1
    CHEM8002Education practice5 1
    CHEM8003Modern teaching strategies in height education5 1
    CHEM8004Preparation and management of Research project10 2

    კრედიტების ჯამი:

    40

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    CHEM8005Advance pharmaceutical chemistry10
    CHEM8006Drug Delivery10
    CHEM8008Advanced Biochemistry10

    კრედიტების ჯამი:

    30










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2022 საქართველოს უნივერსიტეტი