eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფარმაცევტული ქიმიის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: სამად ხაკსარმაღამი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიოფარმაციის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე., კანდიდატებს წარმატებით უნდა ჰქონდეთ მიღებული ბაკალავრის ხარისხი ფარმაციის, ქიმიის, ბიოქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებით. განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატი მინიმუმ B2 დონეზე.
პროგრამის მიზანი:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი შესაბამისი რელევანტური უნარებით, რომლებიც აუცილებელია ხარისხის კონტროლის, წამლების აღმოჩენის, ფარმაცევტული ქიმიის სფეროებში, რომელიც ფლობს ქიმიის პრინციპებისა და თეორიების ღრმა და სისტემურ ცოდნას და ორგანული ნაერთების სინთეზის პრაქტიკულ უნარებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ სხვადასხვა სამედიცინო კომპანიებსა და სხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში წამლების მწარმოებლის, ხარისხის მაკონტროლებლის პოზიციებზე. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარი;
  • დემონსტრაციის მეთოდი;
  • აუდიო-ვიდეო სასწავლო მასალების გამოყენება;
  • ინტერაქტიული ლექციები;
  • კვლევის წარმოება;
  • პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ჯგუფური სავარჯიშოები;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • პრეზენტაცია;
  • პროექტი;
  • ვერბალური მეთოდი;
  • პრაქტიკული სამუშაო.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • ქიმიისა და ფარმაციის ფართო ცოდნა და ფარმაცევტული ქიმიისა და განვითარების დარგში მაღალი კვალიფიკაცია, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს განაგრძოს კარიერა ფარმაცევტულ სფეროში.
    წამლების სინთეზის, წამლის ტესტირების, წამლის შემუშავებისა და ანალიტიკური მეთოდების ვალიდაციის სისტემური ცოდნა.
    მოწინავე უნარები, რომლებიც საჭიროა ხარისხის კონტროლის, წამლების აღმოჩენის, წამლების დიზაინისა და მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტების განვითარების,ფარმაცევტული ქიმიის, ფარმაკოლოგიის, თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების სფეროებში.

     სიღრმისეული ცოდნა, რომელიც სტუდენტებს ფარმაცევტულ დარგში ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს.


  • უნარი
  •  მოლეკულური დოკინგის საშუალებით მოლეკულების ბმის გზების გამოკვლევა; 
     წამლების აღმოჩენაში გამოყენებული მონაცემების ანალიზისა და სტატისტიკის წარმოება.
    ანალიტიკურ მეთოდებთან მუშაობა, როგორიცაა UV, IR, HPLC, NMR. 
    მცირე კვლევითი პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს ფარმაცევტული საშუალებების სინთეზის, აღწერის, იდენტიფიკაციისა და ანალიზის მეთოდებს.
    იმ ახალი თეორიების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პაციენტსა და მოსახლეობაზე ორიენტირებულ ჯანდაცვაზე.
    ხელმძღვანელთან ერთად კვლევითი პროექტების მოძიება და განხორციელება. 


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • ეთიკური დამოკიდებულება სოციალური, აკადემიური თუ ეროვნული ფაქტორებისა და ღირებულებების მიმართ;
    მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვა;
    საკუთარი სასწავლო პროცესის დამოუკიდებელი თანმიმდევრული და მრავალმხრივი შეფასება და თვითშეფასება;
    მიღებული ცოდნის მეშვეობით სწავლის პროცესის დამოუკიდებლად გაგრძელება;
     სასწავლო პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვა;
     ტექნოლოგიური სიახლეების პროფესიულ სფეროში განვითარება და  თავისი ცოდნა/უნარების მუდმივი სრულყოფა;

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-19-2022
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 01-22
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    ფარმაცევტული ქიმიის მიმართულებით სტუდენტი ასრულებს კვლევით მუშაობას, წერს ნაშრომებს, კრიტიკულად აანალიზებს სამეცნიერო სტატიას, ირჩევს სიახლეებს და ამზადებს პროექტებს, აკეთებს მიღებული შედეგების პრეზენტაციას.  კანდიდატმა მკაფიოდ უნდა წარმოადგინოს თავისი შეხედულება კვლევის თემებზე და გამოავლინოს შესაბამისი კვლევისა და კომუნიკაციის უნარები.  

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა

    • შეასრულოს 120 ECTS, რომელიც მოიცავს 100 ECTS სავალდებულო და 20 ECTS არჩევითი სასწავლო კურსებიდან.
    • წარმოადგინოს კვლევით ნაშრომი მოთხოვნების შესაბამისად

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CHEM5000Reactions and Synthesis in Pharmaceutical Chemistry10 1
    CHEM5001Drug Design10 1
    CHEM5002Principles of Pharmacology10 1
    CHEM5003The Chemistry of Heterocycles10 2
    CHEM5004Pharmaceutical chemistry 110 2
    CHEM5005Spectroscopy in Pharmaceutical Chemistry10 2
    CHEM5006Pharmaceutical chemistry 210 3
    CHEM5007Thesis30 4

    კრედიტების ჯამი:

    100

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    CHEM5008Chemistry of natural products10
    CHEM5009Human Anatomy-Physiology10
    CHEM5010General Biochemistry10

    კრედიტების ჯამი:

    30









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2022 საქართველოს უნივერსიტეტი