eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: უსაფრთხოების სწავლებები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: კადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ინგლისურ ენაზე ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე (ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2დონით: ა) საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში; ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის წარმატებით ჩაბარებისდამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL 87-109 IBT, Cambridge English Exam -160- 179); ან გ) ბაკალავრატში ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ).
პროგრამის მიზანი:

უსაფრთხოების სწავლებების პროგრამის   მიზანია კურსდამთავრებულებს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობის სფეროში გამოუმუშაოს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, წარმოების, თავდაცვის სფეროს, როგორც უსაფრთხოების სფეროს შემადგენელი ელემენტის ორგანიზების უნარი და საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების, ისევე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებთან ურთიერთკავშირის დამოუკიდებლად კვლევის უნარი.

აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდენენ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, პარლამენტი (კომიტეტები), სუს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური), შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო დაზვერვა, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • დისკუსია/დებატები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ
  • ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • სიმულაცია
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • მოკლე ანალიტიკური ნაშრომები
სწავლის შედეგი:
  • ცოდნა

    კურსდამთავრებულს აქვს:

    • საერთაშორი ურთიერთობების სფეროში გაბატონებულ თეორიებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის არსებული კავშირის შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა.
    • უსაფრთხოების სფეროსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების ღრმა და სისტემური ცოდნა, მათ შორის თავდაცვის სისტემის კომპლექსური ბუნება, მისი ორგანიზაციული თავისებურებები და თავდაცვის პოლიტიკაში არსებული გამოწვევები.
    • საერთაშორისო და სახელმწიფო უსაფრთხოების კონტექსტში კონფლიქტების წარმოშობის, ფორმების და შედეგების ღრმა ცოდნა, რაც ხელს უწყობს ახალი იდეების შექმნას უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის გატარების დროს.
       
      უნარი 
      კურსდამთავრებულს აქვს:
    • საგარეო და საშინაო პოლიტიკაში სამხედრო როგორც პრიორიტეტული ბერკეტის გამოყენების დილემის გადაწყვეტის უნარი, გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში სახელმწიფო ინტერესების რანგირების უნართან ერთად.
    • რესურსების ფაქტორის გათვალისწინებით საფრთხეზე რეაგირების ხარისხის განსაზღვრის უნარი (მათ შორის ძალთა სტრუქტურა და შესაძლებლობები) და სამართლებრივი და ნორმატიულ/რეგულატორული მექანიზმების გამოყენების უნარი სექტორული პოლიტიკის განსაზღვრის ან სამართლებრივი ქეისების დროს.
    • სახელმწიფო ძლიერების ბერკეტების, მათ შორის სამხედრო ბერკეტთან კომბინაციაში, გამოყენების ეფექტურობის კრიტიკული შეფასების უნარი.
    • კონკრეტულ ინსტიტუციურ ჩარჩოებში განხორციელებული ცალკეული სექტორული პოლიტიკის ეფექტურობის შეფასების უნარი.
    • ინფორმაციის თავმოყრის, დასკვნების ფორმულირების, გაცვლის და კომუნიკაციის ენის შესაფერისი ფორმატის შერჩევის უნარი განსხვავებული აუდიტორიის მიხედვით.
    • მცირე ზომის კვლევითი პროექტის განხორციელების, ისევე როგორც ზოგადი პროგრამული ბიუჯეტის ჩარჩოებისა და მოლაპარაკების  შეთანხმების ტექსტის შედგენის უნარი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    უსაფრთხოების სწავლებების პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. 

    სტუდენტი გადის ამავე პროგრამის ძირითადი საგნებს 78 კრედიტის ოდენობით, ხოლო დარჩენილ 42 კრედიტი შეუძლია აიღოს ამავე პროგრამის სარჩევითი საგნებიდან .

    აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის ხარისხი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია6 1
    IREL6120საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი6 1
    IREL6131აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა6 1
    IREL6226კვლევის დიზაინი და მეთოდები6 1
    IREL5310ევროპული ინტეგრაციის უსაფრთხოების ასპექტები6 2
    IREL5320სტრატეგია და თავდაცვის დაგეგმვა6 2
    IREL5131ომი, მშვიდობა და უსაფრთხოების პოლიტიკა6 3
    IREL5330თავდაცვის რესურსების მართვა6 3
    IREL6264სამაგისტრო ნაშრომი უსაფრთხოების სწავლებებში30 3

    კრედიტების ჯამი:

    78

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    IREL5235სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში6
    IREL5240ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა6
    IREL5245მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი6
    IREL5255დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება6
    IREL5326ტრანსნაციონალური მიგრაცია6
    IREL5360ომი და ომის სამართალი6
    ECON6052გლობალური ვაჭრობა6
    IREL5126ბირთვული გაუვრცელებლობა6
    IREL6153გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი6
    ECON6051ბანკები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო საფინანსო სისტემა6
    ECON6053ახალი ბაზრები და გლობალური ეკონომიკა6
    IREL5325ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში6
    IREL5340კონფლიქტები, არაკონვენციური ომი და სპეციალური ოპერაციები6
    IREL5350სამხედრო სამრეწველო კომპლექსი6

    კრედიტების ჯამი:

    84









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2022 საქართველოს უნივერსიტეტი