პროგრამა: | ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | მარიამ ჯანჯარია |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | მენეჯმენტის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ზეპირი გასაუბრების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმაირისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% გადალახვა. |
პროგრამის მიზანი: | ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის მიზანია კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მიაწოდოს მათი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო კვალიფიციური საშუალო და მაღალი რგოლის HR მენეჯერი, რომელსაც აქვს ინოვაციური და თანამედროვე ტენდენციებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა ადამიანური კაპიტალის მართვაში, ბიზნესის ხედვა, HR სფეროში მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენების, ციფრული ინტეგრაციის უნარები; შეუძლია პატივისცემასა და მერიტოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა, ეფექტიანი პროფესიული ურთიერთობების დემონსტრირება. კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო ორგანიზაციებში საშუალო თუ მაღალი რგოლის პოზიციებზე, როგორიცაა: HR ბიზნეს პარტნიორი, HR გენერალისტი, HR მენეჯერი, HR ანალიტიკოსი და სხვ. პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კომპეტენცია, რომ განვითარდეს აკადემიური მიმართულებით, გააგრძელოს სწავლა, კვლევა და სამეცნიერო საქმიანობა სადოქტორო საფეხურზე. ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია ინოვაციური ადამიანური რესურსების აკადემიის (AIHR) მიერ შემუშავებულ ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალების ე.წ. T ფორმის კომპეტენციის მოდელზე და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებაზე, რაც გამოიხატება კურსდამთავრებულის ბიზნესის ხედვის (Business Acumen), ციფრული ინტეგრაციის (Digital Integration), მონაცემების გამოყენების (Data Literacy) და ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებაში. საგნების უმეტესობა, გარდა თეორიისა და კვლევისა, მოიცავს სიმულაციურ და როლურ თამაშებს, რეალური სიტუაციების განხილვას (case study), პროექტების შექმნას, კონსულტაციებს და ა.შ. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-25-2021 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 09/21 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 04/22 |
პროგრამის დეტალები: | |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 (ECTS) კრედიტი. მენეჯმენტის მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები (84 ECTS), მათ შორის სამაგისტრო კვლევითი პროექტი (18 ECTS) და სავალდებულო ასარჩევი ბლოკიდან საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში უნდა გაიაროს სულ მცირე ერთი საგანი (6 ECTS). დანარჩენი კრედიტები (30 ECTS)უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MGMT5230 | სტრატეგიული მენეჯმენტი | 6 | 1 |
HRDT5006 | ტალანტების რეკრუტირება და შერჩევა ციფრულ ეპოქაში | 6 | 1 |
HRDT5008 | ტალანტების განვითარება და შესრულებული სამუშაოს მართვა | 6 | 1 |
HRDT5012 | შრომის კანონმდებლობის სამართლებრივი ჩარჩოები | 6 | 1 |
HRDT5009 | საკომპენსაციო პოლიტიკა და სისტემები | 6 | 2 |
HRDT5010 | HR ანალიტიკა | 6 | 2 |
HRDT5016 | ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომლების მოტივირება | 6 | 2 |
HRDT5004 | ტრანსფორმაციების მართვა | 6 | 2 |
HRDT5020 | ალგორითმული კულტურა და პლატფორმიზაცია | 6 | 3 |
HRDT5001 | მენეჯერული აღრიცხვა და ფინანსები არაფინანსისტებისთვის | 6 | 3 |
MGMT5110 | ოპერაციათა მენეჯმენტი | 6 | 3 |
HRDT5000 | სამაგისტრო ნაშრომი | 18 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 84 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
BUSN5110 | ბიზნესის სტრუქტურირება და გადაწყვეტილების მიღება | 6 | |
HRDT5002 | ორგანიზაციული დავების მენეჯმენტი | 6 | |
HRDT5007 | ტექნოლოგიური ტალანტების მართვა | 6 | |
HRDT5011 | HR მარკეტინგი, ბრენდინგი და კომუნიკაციის სისტემები | 6 | |
HRDT5013 | გეიმიფიკაციის სიტემები ადამიანების მართვაში | 6 | |
HRDT5014 | მაღალპროდუქტიული გუნდების ინტეგრაცია და ლიდერობა | 6 | |
HRDT5015 | ქოუჩინგი და ინდივიდუალური ინტერვიუები პერსონალური განვითარების გეგმისთვის | 6 | |
HRDT5017 | ადამიანური კაპიტალის მართვის ინტენსიური კურსი(PHRi, SPHRi) | 6 | |
HRDT5019 | სმარტ კონტრაქტები და ბლოკჩეინი | 6 | |
HRDT5025 | პიროვნების და სოციალური ფსიქოლოგია | 6 | |
HRDT5027 | სტაჟირება კომპანიაში | 6 | |
PSYM5310 | ბიზნეს ფსიქოლოგია | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 72 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
BUSN6550 | კვლევის მეთოდები | 6 | |
HRDT5022 | სოციალურად კონსტრუირებული რეალობის თვისებრივი ანალიზი | 6 | |
KART5110 | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 18 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |