პროგრამა: | ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | კახაბერ თავზარაშვილი ირაკლი ნოსელიძე ნოდარი უღრელიძე |
სწავლების ენა: | ინგლისური |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | ინგლისური ენის (B1 დონე 70%) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერიის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონკურენტული უმაღლესი განათლება და უნარები. საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს საფუძვლიანი საინჟინრო უნარები ელექტრონიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომუნიკაციის მიმართულებით. მისცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შედგენის, სხვადასხვა საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი, პროექტის შესრულებაში მონაწილეობის რეალური გამოცდილებით გამოუმუშავოს გუნდურ მუშაობის უნარი. პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ელექტრონულ, კომპიუტერულ, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც ელექტრონული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციაა საჭირო. სკოლის მიერ მოწოდებულ პროგრამაში დამატებითი შეთავაზებების სახით ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle Academic, iOS სასწავლო კურსები, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-01-1900 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: | სტუდენტს შეუძლია იხელმძღვანელოს შეთავაზებული კურიკულუმის მიხედვით და საგნების წინაპირობების დაცვით ინდივიდუალურად დაგეგმოს საკუთარი სასწავლო პროცესი. სწავლის ბოლო წელს საბაკალავრო პროექტის შესასრულებლად სტუდენტი შეთავაზებული მიმართულებებიდან ირჩევს მისთვის საინტერესო თემას. საბაკალავრო პროექტი სრულდება ჯგუფურად, რაც ხელს უწყობს სტუდენტის დარგობრივი ცოდნისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არჩევითი კურსი პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს დაეხმარება უკეთ ჩამოყალიბდეს საბაკალავრო პროექტის თემის არჩევისას. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას:
პროგრამის ასარჩევი საგნები პირობითად იყოფა სპეციალობის სამ ჯგუფად ელექტრონიკა, კომუნიკაციები და გონივრული სისტემები. სტუდენტს ეძლება არჩევანი დააგროვოს კრედიტები რომელიმე ერთი ჯგუფიდან საბაკალავრო პროექტის კონკრეტული მიმართულებით შესრულებისთვის. საუნივერსიტეტო თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სტუდენტს შეუძლია აიღოს ამავე პროგრამის, მომიჯნავე პროგრამის ან უნივერსიტეტის სხვა პროგრამების საგნები შესაბამისი წინაპირობების დაცვით. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
KART1141 | ქართული, როგორც უცხოური ენა I | 6 | 1 |
KART1220E | აკადემიური წერა | 6 | 1 |
KART1241 | ქართული, როგორც უცხოური ენა II | 6 | 2 |
HIST1118E | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 3 |
BUSN1210E | ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები | 6 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 30 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
EENG1111E | დაპროგრამება ინჟინრებისთვის - Python | 6 | 1 |
MATH1115E | კალკულუსი I | 6 | 1 |
INFO1112E | საოფისე სისტემები | 6 | 1 |
EENG1120E | ელექტრონიკის საფუძვლები | 6 | 1 |
INFO1111E | დაპროგრამების საფუძვლები (C++) | 6 | 2 |
MATH1166E | კალკულუსი II | 6 | 2 |
PHYS2003E | ფიზიკა I | 6 | 2 |
MATH1123E | წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია | 6 | 2 |
MATH3112E | დისკრეტული მათემატიკა | 6 | 3 |
PHYS2004E | ფიზიკა II | 6 | 3 |
INFO3131E | ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++ | 6 | 3 |
EENG2005E | საინჟინრო მათემატიკა | 6 | 3 |
EENG2212E | ანალოგური ელექტრონიკა | 6 | 3 |
INFO4259E | მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები | 6 | 4 |
INFO2229E | ოპერაციული სისტემა (Windows) | 6 | 4 |
EENG3113E | ციფრული ელექტრონიკა | 6 | 4 |
MATH2004E | ალბათობის თეორია და სტატისტიკა | 6 | 5 |
EENG3115E | საინჟინრო ელექტრომაგნეტიზმი | 6 | 5 |
EENG2020E | წრედთა თეორია I | 6 | 5 |
EENG2015E | მიკროკონტროლერების დაპროგრამების ტექნოლოგიები | 6 | 5 |
INFO3139E | დაპროგრამების ენა Python | 6 | 5 |
EENG2121E | წრედთა თეორია II | 6 | 6 |
EENG2012E | ციფრული კომუნიკაციები | 12 | 6 |
EENG2013E | სასიგნალო პროცესორები | 6 | 6 |
INFO3110E | კომპიუტერული ქსელები I | 6 | 7 |
EENG2008E | მოდელირების პროგრამული ინსტრუმენტები | 6 | 7 |
EENG4010E | საბაკალავრო პროექტი | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 174 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
EENG4129E | ანტენების თეორია და დიზაინი | 6 | |
INFO4116E | შესავალი მანქანური სწავლების მოდელირებაში | 6 | |
INFO2411E | კომპიუტერის არქიტექტურა | 6 | |
INFO3210E | კომპიუტერული ქსელები II | 6 | |
MATH4118E | კრიპტოლოგიის საფუძვლები | 6 | |
EENG1215E | სიგნალების დამუშავება | 6 | |
INFO4114E | ხელოვნური ინტელექტი | 6 | |
EENG1213E | ნახევარგამტარული მოწყობილობები | 6 | |
EENG2115E | საკომუნიკაციო ტექნოლოგიები | 6 | |
EENG2116E | რადიოსიხშირული წრედები და სისტემები | 6 | |
INFO3253E | კიბერ უსაფრთხოების შესავალი | 6 | |
INFO1107E | IT სერვისების და პროექტების მართვა | 6 | |
EENG4012E | პრაქტიკა | 6 | |
EENG1216E | გამაძლიერებლები | 6 | |
EENG1217E | გამზომი ხელსაწყოები | 6 | |
EENG2117E | რადიოლოკაცია და რადიონავიგაცია | 6 | |
EENG2118E | რადიო-ტელე სამაუწყებლო ტექნოლოგიები | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 102 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
MATH1121E | პრეკალკულუსი | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 6 |
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას:
პროგრამის ასარჩევი საგნები პირობითად იყოფა სპეციალობის სამ ჯგუფად ელექტრონიკა, კომუნიკაციები და გონივრული სისტემები. სტუდენტს ეძლება არჩევანი დააგროვოს კრედიტები რომელიმე ერთი ჯგუფიდან საბაკალავრო პროექტის კონკრეტული მიმართულებით შესრულებისთვის.
საუნივერსიტეტო თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სტუდენტს შეუძლია აიღოს ამავე პროგრამის, მომიჯნავე პროგრამის ან უნივერსიტეტის სხვა პროგრამების საგნები შესაბამისი წინაპირობების დაცვით.
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |