eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: კინოწარმოება
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: პაპუნა დავითაია
ხათუნა კალმახელიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აუდიოვიზუალური ხელოვნება
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცaნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი, B2 დონე) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია აღზარდოს კინოწარმოების მიმართლების მაღალი კლასის სპეციალისტები რომლებსაც ექნებათ კვალიფიკაცია ფილმწარმოების სრული ციკლის, მოსამზადებელი პერიოდიდან მის მარკეტინგამდე.  კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმუშაონ როგორც ადგილობრივი კინოწარმოებებისთვის ასევე საქართველოში აუდიო ვიზუალური პროდუქტის შესაქმნელად ჩამოსული უცხოელი პროდიუსერებისთვის. პროგრამის კურსდამთავრებულები უნდა ერკვეოდნენ ფილმწარმოების ყველა ასპექტში და მათი ნიჭისა და ინტერესების მიხედვით გააგრძელონ თავისი ადგილის დამკვიდრება ამ მზარდ ინდუსტრიაში. კინოწარმოების მეთოდები და მისი პროფესიული ენა არის საერთაშორისო, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმუშაომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

მიღებული ცოდნის და უნარების საფუძველზე კურსდამთავრებული შეძლებს:

ფილმის/სარეკლამო რგოლის და სხვა პროდუქტის წარმოებას დამოუკიდებლად.  შეძენილი ცოდნის საფუძველზე, იგი შეძლებს ზუსტად დაგეგმოს ფილმის გადაღების პროცესი და მიიღოს ეფექტიანი გადაწყვეტილებები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • სიახლეთა გარჩევა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • დისკუსია/დებატი
  • სიმულაცია
  • როლური თამაშები
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • დემონსტრირების მეთოდი
  • პრეზენტაციები
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • აუდიოვიზუალური კონტენტის არსის ცოდნა.
    • კადრირების, კალენდარული გეგმის და ბიუჯეტირების და მათი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.  
    • გადასაღები მოედნების მოძიების, ლოგისტიკის და გადაღების ნებართვების მოპოვების ცოდნა.
    • გადასაღებ მოედანზე შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის ცოდნა.
    • საავტორო და მომიჯნავე უფლებების არსისა და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა.
    • სცენარის სტრუქტურის, პერსონაჟების, მათი მოტივაციების, კონფლიქტების და დრამატურგიის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების ცოდნა.
    • კინო ან სხვა აუდიო ვიზუალური პროექტის საზოგადოების წინაშე წარდგენის ფორმების და მისი კონკრეტული მაგალითების ცოდნა (იგულისხმება ფონდებში და სხვა პოტენციური სპონსორების წინაშე პროექტის წარდგენა და დაცვა).
    • ინდუსტრიაში მოქმედი პროფესიული გაერთიანებების, მათი რეგულაციების ცოდნა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.
    • კასკადიორებთან, პიროტექნიკოსებთან და სპეცეფექტებთან მუშაობის და უსაფრთხოების ზოგადი ნორმების ცოდნა.
    • მონტაჟის, გახმოვანების, ფერის კორექციის, კომპიუტერული ეფექტების გაგება.
    • საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის კრიტერიუმების და ფილმის წარდგენის ცოდნა.

  • უნარი
    • “პროდიუსერის ხედვის” ჩამოყალიბების და მისი წარდგენის უნარი პოტენციურ პარტნიორებთან.
    • სცენარის ჯგუფის წევრებთან ერთად წაკითხვის და მისი დეტალური განხილვის ასპექტების და პროდიუსერისათვის საჭირო აქცენტების  გამოყოფის უნარი.
    • Აუდიო-ვიზუალურ ბიზნესის მართვისა უნარი.
    • Კადრირების, კალენდარულ გეგმისა და ბიუჯეტის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის უნარი.
    • გადასაღებ მოედანზე შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის უნარი (მათ შორის მოედანზე მონტაჟი, script continuity და playback-ი).
    • რეჟისორის ხედვის ჩამოყალიბების უნარი.
    • სცენარის მიხედვით პერსონაჟებისთვის შესაფერისი მსახიობების კასტინგის მეშვეობით შერჩევის და ამ პროცესის ორგანიზების უნარი.
    • შემოქმედებითი ჯგუფის შემოკრების და მათთან შრომითი ურთიერთობის გაფორმების უნარი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 07-22-2021
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    კინოწარმოების სამაგისტრო პროგრამის ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მიმართულებაში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს

    გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა შედგება პროგრამის ძირითადი და ასარჩევი საგნებისგან. პროგრამის ძირითადი საგნების კრედიტების ჯამი შეადგენს 108 კრედიტს (78 სავალდებულო კურსები და 30 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომი). ასარჩევი კრედიტების ჯამი შეადგენს 36 კრედიტს, საიდანაც სტუდენტს შეუძლია აირჩიოს 12 კრედიტი თავისი შეხედულებისამებრ. 

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    AART5103მსოფლიო კინოს ისტორია6 1
    AART5114პროდიუსინგი I6 1
    AART5112აუდიო-ვიზუალური რეჟისურა I6 1
    AART5101კინო ოპერატორის ოსტატობა6 1
    AART5104კინოდრამატურგიის ოსტატობა I6 1
    AART5106კინომუსიკა6 2
    AART5105ხმის დიზაინი I6 2
    AART5113აუდიო-ვიზუალური რეჟისურა II6 2
    AART5108კინო მხატვრობა6 2
    AART5115პროდიუსინგი II6 3
    AART5109მონტაჟი6 3
    LAWC5160საავტორო სამართალი6 3
    ARTM5110კრეატიული მარკეტინგი6 3
    AART5116სამაგისტრო ნაშრომი კინოწარმოებაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    108

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS5150მსოფლიო ხელოვნების ისტორია6
    AART5110კინოდრამატურგიის ოსტატობა II6
    ACCT3030აღრიცხვა და ფინანსები კინოწარმოებისთვის6
    COMM5250დოკუმენტური ფილმის მომზადება6
    AART5111ხმის დიზაინი II6
    KART6110ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (XX ს.ს.)6

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2022 საქართველოს უნივერსიტეტი