eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფილოლოგია
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოლოგიის დოქტორი (PhD in Philology)
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში, რომლებიც შეძლებენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper-intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და კვლევის კონცეფციის წარმოდგენას და წარმატებით გაივლიან გასაუბრებას სპეციალობაში. სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) კანდიდატის კვლევით უნარებს; ბ) კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და ადამიანურ რესურსთან.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს ფილოლოგიის ინტეგრატიული სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი ეთიკის კომპეტენციის, თეორიებისა და კვლევის მეთოდების რეალურ პრაქტიკულ კვლევებში სრულფასოვნად და მიზნობრივად გამოყენების უნარის მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის ინტერდისციპლინურ განზომილებებს შორის, კერძოდ კი, ლინგვისტიკასა და ლიტერატურათმცოდენობას შორის არსებული მიმართების ჰოლისტური ხედვისათვის რელევანტური ცოდნის ათვისებასა და გაანალიზებას, ფილოლოგიური აზროვნების საზღვრების გაფართოებას ჰუმანიტარული (ლინგვისტიკა) და სოციალური მეცნიერებების (სოციალური და კულტურული ანთროპლოგია) სინთეზირების გზით საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ფენომენთა სტრუქტურირებული დომენების სახით წარმოჩენის მიზნით; ახალი ცოდნის გენერირებასა და დანერგვა/განვითარებას, ინოვაციური და ინტეგრატიული კვლევის განხორციელებას ფილოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე, საუნივერსიტეტო  სალექციო კურსის/კურსების მოამზადებასა და წარმართვას სწავლება/შეფასების თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.

ფილოლოგიის დოქტორს შეუძლია, დასაქმდეს იმ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებში, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში, რომელთა საქმიანობის სფერო უკავშირდება თანამედროვე ფილოლოგიის პრობლემატიკას ან განახორციელოს  პედაგოგიური საქმიანობა   უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის დასმა და გადაჭრა
  • დისკუსია/დებატები
  • ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა
  • პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • იცნობს:

    • ლინგვისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სააზროვნო სივრცეთა უახლეს მიღწევებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომების ინტერდისციპლინურ და ინტერპარადგიმულ კონტექსტს;
    • ლინგვისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სააზროვნო სივრცეებისათვის რელევანტური მიმდინარეობების, თეორიების, სააზროვნო პარადიგმების, ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომათა თავისებურებებს;
    • ფილოლოგიის ინტერდისციპლინურ და ინტერპარადგიმულ სააზროვნო სივრცეში განხორციელებული კვლევის ფარგლებში გენერირებული ახალი ცოდნის კვლევის საბოლოო შედეგებად ტრანსფორმაციის პრინციპებს;
    • სამყაროს მეცნიერული სურათის სტრუქტურისა და ფუნქციების, კვლევის შემეცნებითი და სოციალური ნორმების თავისებურებებს, ობიექტურობის, საფუძვლიანობისა და დინამიკურობის ცნებათა არსს, სოციალური და კულტურული ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებებს;
    • ეფექტური წერილობითი ტექსტის პროდუცირებისა და გამოსაქვეყნებლად მომზადების პროცესის თავისებურებებს, სამეცნიერო სტილის, აკადემიური პატიოსნებისა და პლაგიარიზმის არსს, ეფექტური პრეზენტაციის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ მარკერთა სპეციფიკას;
    • საუნივერსიტეტო სალექციო კურსების მომზადებისა და წარმართვის პრინციპებსა და ტექნოლოგიებს სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიების გათვალისწინებით.

  • უნარი
  • შეუძლია:

    • ფილოლოგიის ინტერდისციპლინურ და ინტერპარადგიმულ სააზროვნო სივრცეში აქტუალური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება საკვლევი პრობლემის ღრმა და დეტალური ანალიზისთვის აუცილებელი და საკმარისი მეთოდების შერჩევითა და გამოყენებით;
    • ფილოლოგიის ინტეგრატიული სააზროვნო სივრცის უახლეს მონაცემებზე კრიტიკული რეფლექსიის საფუძველზე ახალი, ინტერსუბიექტური, შემოწმებადი და დადასტურებადი ცოდნის გენერირება;
    • მეცნიერების ფილოსოფიის პრობლემების გაანალიზება და არგუმენტის ვალიდურობის დადგენა მეცნიერების ფილოსოფიის სხვადასხვა თეორიის ურთიერთშედარებისას;
    • მეცნიერების ფილოსოფიის სფეროდან (ლოგიკური პოზიტივიზმი, ფალსიფიკაციის თეორია, სამეცნიერო რევოლუციები, მეცნიერული ინდუქცია, რეალიზმი) სხვადასხვა თეორიის მაკონსტრუირებელი არგუმენტების მეშვეობით ლოგიკურად შესატყვისი დასკვნის გამოტანა;
    • კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში წარმოჩენილი რთული და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი მოსაზრებებისა და მიდგომების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე საკითხის შესახებ რელევანტური და მკაფიოდ არგუმენტირებული დასკვნის გაკეთება;
    • პრობლემის ანალიზისა და გადაჭრის ოპტიმალური გზის მოძიება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
    • სფეროს რელევანტური კვლევის მეთოდებთან დაკავშირებით დისკუსიისა და აქტუალური საკითხების ნათლად და დასაბუთებულად წარმოჩენა ახალი ცოდნის არსებულთან ინტეგრირების გზით;
    • ეფექტური წერილობითი ტექსტის პროდუცირება და გამოსაქვეყნებლად მომზადება სამეცნიერო სტილის სპეციფიკის, აკადემიური პატიოსნებისა და პლაგიარიზმის არსის, ასევე ეფექტური პრეზენტაციის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ მარკერთა სპეციფიკის გათვალისწინებით;
    • სალექციო კურსის/კურსების მოამზადება და წარმართვა სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენებით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • შეუძლია:

    • ფილოლოგიის ინტეგრატიული სააზროვნო სივრცისათვის აქტუალური ინფორმაციის ინოვაციური სინთეზირება, ახალი ცოდნის გენერირებაზე ორიენტირებული კვლევის განხორციელება, ერთი მხრივ, ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდენოების, მეორე მხრივ კი, ლინგვისტიკისა და ანთროპოლოგიის (სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია) სააზროვნო სივრცეთა კვეთაზე რელევანტური ღირებულებების, აკადემიური ეთიკის ნორმებისა და კეთილსინდისიერების დაცვით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-29-2021
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 01/21
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან.

    60 ECTS განკუთვნილია სასწავლო კომპონენტისათვის. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია და მოიცავს 60 ECTS (ძირითადი კურსები - 45 ECTS და არჩევითი - 15 ECTS, მათ შორის პროფესორის ასისტირება (სწავლების პრაქტიკა), რომელიც სავალდებულო ასარჩევია ყველა იმ დოქტორანტისთვის, რომელსაც არ აქვს უსდ-ში სწავლების შესაბამისი გამოცდილება) სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით.

    სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტს - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

    გამოქვეყნების ვალდებულება:

    დოქტორანტის ვალდებულებაა, პროგრამით განსაზღვრული ორი სამეცნიერო ნაშრომიდან ერთ-ერთის გამოქვეყნება საერთაშორისო რეცენზირებად ან/და რეფერირებად/რეცენზირებად/იმპაქტფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში ან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებში/შრომებში ან უცხოეთის სამეცნიერო გამოცემებში, იმპაქტ-ფაქტორის მქონე peer-reviewed ჟურნალში რომლებიც მოხვედრილია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში (EBSCO, SCOPUS, Web of Science-ის, ან ERIH PLUS).

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LANG 7217აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის10
    LING7335სადისერტაციო ნაშრომი ფილოლოგიაში0
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5
    PHIL7210სადოქტორო მოდული სპეციალობაში I (ლინგვისტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა)10
    PHIL7211სადოქტორო მოდული სპეციალობაში II (ლინგვისტიკა და ანთროპოლოგია)10
    SCNC7110მეცნიერების ფილოსოფია10

    კრედიტების ჯამი:

    45

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10
    INFO7110ელექტრონული სწავლების მართვის სისტემები5
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5
    MATH 7010კვლევის რაოდენობრივი მეთოდები10
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5

    კრედიტების ჯამი:

    35










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2022 საქართველოს უნივერსიტეტი