eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ელექტრონული ინჟინერია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ირაკლი ნოსელიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბაკალავრი ელექტრონული ინჟინერიაში Bachelor of Electronic Engineering
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საქართველოს მოქალაქეებისთვის: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის: უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224/ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. თუ აპლიკანტს არ გააჩნია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი FCE (First Certificate in English), მან უნდა ჩააბაროს ინგლისურ ენის B2 დონის საუნივერსიტეტო გამოცდა (60% დადებითი შეფასება).
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული ინჟინერიის დარგის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება და უნარები. პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს და განუვითაროს ელექტრონული კომპონენტების, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კომპიუტერულ, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც მოითხოვება ელექტრონული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
სწავლის შედეგი:
  • უმაღლესი მათემატიკის, ალგებრისა და გეომეტრიის, დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის, კომპლექსური ანალიზის, ალბათობისა და მათემატიკური სტატისტიკის საკითხების ცოდნა და საინჟინრო ამოცანებში მათემატიკური აპარატის ეფექტურად გამოყენების უნარი; საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის თეორიული და რიცხვითი შედეგების ანალიზის უნარი;  ზოგადი ფიზიკის (მექანიკა, ელექტრომაგნეტიზმი, თერმოდინამიკა, ოპტიკა, ტალღები) ძირითადი კანონების ცოდნა, ზოგადი ფიზიკის ამოცანების ამოხსნის უნარი; წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მარტივი ფიზიკური ექსპერიმენტების დაგემვის, განხორციელებისა და ანალიზის უნარი; გაზომვის შედეგების თეორიულ მნიშვნელობებთან შედარების უნარი;  თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებთან (საოფისე პროგრამები) მუშაობის უნარი; დაპროგრამირების ენის (C++) ძირითადი საკითების ცოდნა და წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მარტივი პროგრამული კოდის შექმნის უნარი; ალგორითმების ცოდნა და კომპიუტერული ამოცანების გადასაწყვეტად მათი გამოყენების უნარი;  ელექტრონული ინჟინერიის ზოგადი თეორიებისა და პრინციპების ცოდნა, წრედთა თეორიის, ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის ძირითადი საკითხების, ნახევარგამტარული მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა; მოთხოვნებისა და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მარტივი ელექტრონული კომპონენტების, სისტემების პროექტირებისა და შექმნის უნარი; მარტივი ელექტრონული წრედების ტესტირების, ხარვეზების დადგენისა და მათ აღმოფხვრის უნარი;  წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მარტივი კვლევების განხორციელების, შედეგების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის გაკეთების უნარი;  გათავისებული ინჟინერიის მნიშვნელობა გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსა და სოციალურ კონტექსტში; გათავისებული ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებები, რაც გამოიხატება პიროვნებისა და საკუთრების პატივისცემაში; გათავისებული, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებები როგორც პირადი, ისე გუნდური პასუხისმგებლობის საკითხების პატივისცემა, პროფესიული და ეთიკური ღირებულებების პატივისცემა;

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 03-25-2020
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 19/20
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენა ან საჭიროებენ ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა III (B1/1), ინგლისური ენა IV (B1/2), ინგლისური ენა V (B2/1). სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მიღებული აქვთ 50%-ზე დაბალი შეფასება ან მიაჩნიათ, რომ მათემატიკის მიმართულების კომპეტენციის გაუმჯობესებას, თავისუფალი კრედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ პრეკალკულუსი.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას:  პროგრამის ძირითადი 138 ECTS;  პროგრამის არჩევითი 24 ECTS (შეთავაზებული 60 ECTS-დან);  პროგრამის თავისუფალი 12 ECTS (შეთავაზებული 90 ECTS-დან);  საუნივერსიტეტო სავალდებულო 36 ECTS;  საუნივერსიტეტო თავისუფალი 30 ECTS. საუნივერსიტეტო თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სტუდენტს შეუძლია აიღოს ამავე პროგრამის, მომიჯნავე პროგრამის ან უნივერსიტეტის სხვა პროგრამების საგნები შესაბამისი წინაპირობების დაცვით.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 4
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 6

    კრედიტების ჯამი:

    36

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG2213კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები6 1
    INFO1112საოფისე სისტემები6 1
    INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6 1
    EENG1120ელექტრონიკის საფუძვლები6 2
    INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 2
    MATH1115კალკულუსი I6 2
    MATH1123წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 2
    EENG1104მექანიკა6 3
    MATH1166კალკულუსი II6 3
    INFO4259მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 3
    EENG2212ანალოგური ელექტრონიკა6 3
    EENG1205ელექტროობა და მაგნეტიზმი6 4
    EENG1213ნახევარგამტარული მოწყობილობები6 4
    EENG2101საინჟინრო მათემატიკა I6 4
    EENG2108თერმოდინამიკა, ტალღები და ოპტიკა6 5
    EENG2202საინჟინრო მათემატიკა II6 5
    EENG2020წრედთა თეორია I6 5
    MATH2110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა I6 6
    EENG3113ციფრული ელექტრონიკა6 6
    EENG2121წრედთა თეორია II6 6
    EENG1218მიკროკონტროლერები6 7
    EENG4010საბაკალავრო პროექტი12 8

    კრედიტების ჯამი:

    138

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    MATH3112დისკრეტული მათემატიკა6
    EENG1221ელექტროტექიკური მასალები6
    EENG3115საინჟინრო ელექტრომაგნეტიზმი6
    EENG1220შესავალი ელექტროენერგეტიკაში6
    EENG3220LabView დაპროგრამირება6
    EENG4129ანტენების თეორია და დიზაინი6
    EENG1215სიგნალების დამუშავება6
    EENG1217გამზომი ხელსაწყოები6
    EENG1216გამაძლიერებლები6
    EENG4012პრაქტიკა6

    კრედიტების ჯამი:

    60

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    MATH1121პრეკალკულუსი6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    INFO2411კომპიუტერის არქიტექტურა6
    INFO2229ოპერაციული სისტემა (Windows)6
    INFO5122ალგორითმიზაციის მეთოდები I6
    INFO3110კომპიუტერული ქსელები I6
    INFO3139დაპროგრამების ენა Python6
    INFO5123ალგორითმიზაციის მეთოდები II6
    EENG2512შრომის უსაფრთხოება6
    EENG3217თანამედროვე ფიზიკა6
    INFO3210კომპიუტერული ქსელები II6
    PHYS3155საინჟინრო ამოცანების კომპიუტერული უზრუნველყოფა MATLAB გარემოში6
    MATH3110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა II6

    კრედიტების ჯამი:

    90









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი