eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: გლობალური და უსაფრთხოების სწავლებები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი; დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდები. ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში, გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ( № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს უსაფრთხოებასა და თავდაცვის სფეროში, ისევე, როგორც საერთაშორისო არენაზე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტების, მიმდინარე პროცესებისა და მოქმედი მექანიზმების შესახებ სიღრმისეული და სპეციფიკური ცოდნის მიწოდება და აღნიშნულ სფეროებში პრობლემატური საკითხებისა და ტენდენციების დამოუკიდებლად კვლევის წარმოების უნარი ცოდნის წარმოების მიზნით პროფესიული ეთიკური ნორმების გათვალისწინებით.

"საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა"-|კონცენტრაციის  მიზანია კურსდამთავრებულებს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობის სფეროში გამოუმუშაოს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, წარმოების, თავდაცვის სფეროს, როგორც უსაფრთხოების სფეროს შემადგენელი ელემენტის ორგანიზების უნარი და საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების, ისევე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებთან ურთიერთკავშირის დამოუკიდებლად კვლევის უნარი.

აღნიშნული კონცენტრაციის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდენენ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, პარლამენტი (კომიტეტები), სუს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური), შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო დაზვერვა, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციები.

"საერთაშორისო ინსტიტუტები და გლობალური მმართველობა"-ს კონცენტრაციის  მიზანია კურსდამთავრებულებს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობის სფეროში გამოუმუშაოს

გლობალური პროცესებისა და კომპლექსური ხასიათის მოვლენების ანალიზის დროს საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუციური ჩარჩოებისა და სამართლებრივ-ნორმატიული მექანიზმების, მათი ეფეტურობის და სხვადასხვა დონეზე სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებთან მჭიდრო კავშირის დამოუკიდებლად კვლევის უნარი.   

აღნიშნული კონცენტრაციის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდენენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავრობაში, პარლამენტში (კომიტეტები), შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაეროში, ეუთოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, საელჩოებში და ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • დისკუსია/დებატები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • სიმულაცია
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
სწავლის შედეგი:
  • კონცენტრაცია - "საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა"

    ცოდნა და გაცნობიერება

    კურსდამთავრებულს ექნება:

    -   საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული თეორიების (რეალიზმი, ნეორეალიზმი, ინსტიტუციონალიზმი) და პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკის ურთიერთკავშირის ღრმა და სისტემური ცოდნა

    -  უსაფრთხოების სფეროსთვის დამახასიათებელი კრიტიკული ელემენტების, მათ შორის თავდაცვის სისტემის კომპლექსური ბუნების, ორგანიზების და თავდაცვის პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა

    -  საერთაშორისო და სახელმწიფო უსაფრთხოების კონტექსტში კონფლიქტების გენეზისის, ფორმებისა და შედეგების შესახებ შესახებ ღრმა ცოდნა, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირება/წარმოებისას ახალი იდეების გენერირებას.

    უნარი 

    კურსდამთავრებულს ექნება:

    -  გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში ეროვნულ ინტერესებს შორის არსებული ჭიდილის, უპირატესობის და თავდაცვის/სამხედრო ელემენტის, როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების დილემის გადაწყვეტის უნარი

    -  უსაფრთხოების პოლიტიკის შემადგენელი ელემენტების, მათ შორის თავდაცვის სფეროს ორგანიზების და წარმართვის გამოწვევების შესახებ დამოუკიდებლად კვლევის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით

    -  საერთაშრისო ასპარეზზე უსაფრთხოების ფაქტორის დომინირების გათვალისწინებით სახელმწიფოებრივ ინტერესთა კომპლექსის ჩამოყალიბებისა და პრიორიტეტიზაციის შესახებ დასკვნების გამოტანის უნარი

    - გლობალური უსაფრთხოების სისტემაში პოლიტიკური და განსაკუთრებით სამხედრო ინსტრუმენტების ეფექტურობის კრიტიკული გააზრების უნარი და სახელმწიფო ძლიერების სხვა ელემენტებთან გამოყენების სინთეზური ანალიზის უნარი

    - საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული თეორიების ვალიდურობისა და გატარებული პოლიტიკის შედეგად მიღებული ემპირიული მტკიცებულებების კომუნიკაციის უნარი აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან

    -  საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კონტექსტში კონკრეტული ინტერესის ფორმირების, მისი დომინირების და შესაბამისად, გამოყენებული მექანიზმების ეფექტურობის არგუმენტაციის უნარი

    ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა

    - საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების ირგვლივ ინფორმაციის, სამეცნიერო სტატიების, ლიტერატურის, კვლევების დამოუკიდებლად მოძიებისა და შესწავლისა და კომპლექსური საკითხების/პრობლემების განმსაზღვრელ ფაქტორებად დაშლისა და გაანალიზების უნარი

    - გათავისებული საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის პრიმატის უარყოფას და მშვიდობიანი თანამშრომლობის პოლიტიკის მხარდაჭერას.

     

    კონცენტრაცია- "საერთაშორისო ინსტიტუტები და გლობალური მმართველობა"

    ცოდნა და გაცნობიერება

    კურსდამთავრებულს ექნება:

    ·  სხვადასხვა სფეროში მიმდინარე გლობალური პროცესების, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, შეიარაღების კონტროლი, მიგრაცია, მდგრადი განვითარება და ა.შ., მართვის მექანიზმებისა და არსებული არქიტექტურის შემადგენელი ელემენტების  შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა

    ·  საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ნატო და სხვა, როლის, ინსტიტუციური მნიშველობის, ორგანიზაციული სტრუქტურის და გატარებული პოლიტიკის სიღრმისეული ცოდნა და კრიტიკულად გააზრებული ორგანიზაციული (არა)ეფექტურობის გამომწვევი მიზეზები და გაუმჯობესების წინადადებები.

    ·    გლობალური მმართველობის სისტემის ფარგლებში არსებული მკაფიოდ გამოკვეთილი სამართლებრივი და სხვა ნორმატიული რეჟიმების, მათ შორის დიპლომატიური პრაქტიკის შესახებ სიღრმისეული ცოდნა, რაც ხსენებულ სფეროებში არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის ახალი და ორიგინალური იდეების გენერირების საფუძველია.

    უნარი

    კურსდამთავრებულს ექნება:

    ·  საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და რეჟიმების გამოყენებადობისა და კონკრეტულ სფეროებში (მაგალითად ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი და გლობალური თავისუფალი ვაჭრობა) სარგებლიანობის დადგენისთვის კვლევის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი. 

    · თემატიკისა და საკითხების ბუნებიდან გამომდინარე შესაბამისი პოლიტიკური მოლაპარაკებებისა და პროცესების ორგანიზების, წარმართვის და საჭიროების შემთხვევაში მასში ფორმატისა და ორგანიზაციული მექანიზმების ცვლილების დადგენის უნარი.

    ·  კომპლექსური საკითხების, როგორიცაა მიგრაცია, სოციო-ეკონომიკური განვითარება, გარემო და გამჭვირვალე მმართველობა,  პრობლემატიკის დადგენა და ინტერდისციპლინარული კვლევის მეთოდების გამოყენებით გადაწყვეტის ახალი გზების ძიების უნარი.

     ·   გლობალური მმართველობის ინსტიტუციური და ორგანიზაციული ჩარჩოების, კარგი მმართველობის (good governance) ინსტრუმენტების შეფასებისა და ეფექტურობის გაანალიზების უნარი.

    ·  საერთაშორისო მასშტაბის კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, მისი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და კომპლექსური სურათის მიღების მიზნით, ინფორმაციის სინთეზისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი.

    · კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში გლობალური ინსტიტუციური ჩარჩოებისა და მექანიზმების რელევანტურობისა და განხორციელებული ანალიზის ფარგლებში ინტერდისციპლინარული მიდგომების და უპირატესობის არგუმენტაციის უნარი.

    ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა

    კურსდამთავრებულს ექნება

    · გლობალური მმართველობის სფეროში შემავალი საკითხების გამოსაკვლევად არსებული ემპირიული მასალის დამოუკიდებლად მოძიების, სტრუქტურირების და რელევანტური მეთოდოლოგიური მიდგომების, მათ შორის ანალიტიკური მოდელების ოპტიმირების უნარი

    ·   გათავისებული საერთაშორისო ინსტიტუტების როლისა და თანამშრომლობითი მიდგომის მნიშვნელობის აღიარება

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-07-2019
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 64-19
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    გლობალური და უსაფრთხოების სწავლებების სამაგისტროპროგრამაშედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. სტუდენტი ჩარიცხვისას ირჩევს ერთერთ კონცენტრაციას.

    საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოებადა თავდაცვა - კონცენტრაციისარჩევის შემთხვევაში სტუდენტი გადის ამავე კონცენტრაციის ძირითადი საგნებს 78 კრედიტისოდენობით, ხოლო დარჩენილ 42 კრედიტი შეუძლია აიღოს ამავე კონცენტრაციი სარჩევითი საგნებიდან ან/და საერთაშორისო ეკონომიკის ასარჩევი საგნების ბლოკიდან ან/და საერთაშორისო ინსტიტუტები დაგლობალური მმართველობის ძირითადი ან/და ასარჩევი საგნებიდან. აღნიშნული კონცენტრაციის კურსდამთავრებულს ენიჭება უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის ხარისხი.

    საერთაშორისო ინსტიტუტები და გლობალური მმართველობა -კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში სტუდენტი გადის ამავე კონცენტრაციის ძირითად საგნებს 90 კრედიტის ოდენობით, ხოლო დარჩენილ 30 კრედიტს იღებს ამავე კონცენტრაციის ასარჩევი საგნებიდან ან/და საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვის კონცენტრაციის ასარჩევი საგნებიდან ან/და საერთაშორისო ეკონომიკის ასარჩევი საგნების ბლოკიდან პროგრამაში ცალკეული კომპონენტები ხორციელდება ინგლისურენაზე.

    აღნიშნული კონცენტრაციის კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრისხარისხი.

    ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    IREL5240ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა6
    ECON6052გლობალური ვაჭრობა6
    IREL5341ევროკავშირის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა6
    ECON6051ბანკები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო საფინანსო სისტემა6
    ECON6053ახალი ბაზრები და გლობალური ეკონომიკა6
    IREL5351საერთაშორისო ეკონომიკური დეგლობალიზაცია6
    IREL5361ევროპული ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტები6

    კრედიტების ჯამი:

    42

    საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL6131აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა61
    IREL6226კვლევის დიზაინი და მეთოდები61
    IREL6120საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი61
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია61
    IREL5310ევროპული ინტეგრაციის უსაფრთხოების ასპექტები62
    IREL5320სტრატეგია და თავდაცვის დაგეგმვა62
    IREL5330თავდაცვის რესურსების მართვა63
    IREL5131ომი, მშვიდობა და უსაფრთხოების პოლიტიკა63
    IREL6230სამაგისტრო ნაშრომი საერთაშორისო პოლიტიკაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში304

    კრედიტების ჯამი:

    78

    საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL5255დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება61
    IREL5360ომი და ომის სამართალი61
    IREL5235სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში61
    IREL5126ბირთვული გაუვრცელებლობა62
    IREL6153გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი62
    IREL5340კონფლიქტები, არაკონვენციური ომი და სპეციალური ოპერაციები63
    IREL5350სამხედრო სამრეწველო კომპლექსი63

    კრედიტების ჯამი:

    42

    საერთაშორისო ინსტიტუტები და გლობალური მმართველობა - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL6144გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ცივი ომის შემდეგ61
    IREL6226კვლევის დიზაინი და მეთოდები61
    IREL5221საერთაშორისო ორგანიზაციები და გლობალური მმართველობა61
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია61
    IREL5322გლობალური მმართველობა და მდგრადი განვითარება62
    IREL5230დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა62
    IREL5352ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა62
    LAWBUS5140მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი62
    IREL5321გლობალიზაცია, მედია და მმართველობა63
    IREL5353გლობალური მმართველობა და გამჭვირვალობა63
    IREL6240სამაგისტრო ნაშრომი საერთაშორისო ინსტიტუტებსა და გლობალურ მმართველობაში304

    კრედიტების ჯამი:

    90

    საერთაშორისო ინსტიტუტები და გლობალური მმართველობა - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL5245მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი61
    IREL5360ომი და ომის სამართალი61
    IREL5326ტრანსნაციონალური მიგრაცია61
    IREL5126ბირთვული გაუვრცელებლობა62
    IREL5324ჩვეულებრივი შეიარაღება და კონტროლი62
    IREL5325ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში63

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი