eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: პოლიტიკის მეცნიერებები
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები პოლიტიკის მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლებიც შეძლებენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის, (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და კვლევის კონცეფციის წარმოდგენას. სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონცეფციის ღირებულებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: -აქტუალურობა და კონცეფციის შესაბამისობა სკოლის მიერ გამოცხადებულ კვლევის თემატიკასთან; -კონცეფციის ფარგლებში დამუშავებული ლიტერატურა; -კონცეფციაში წარმოდგენილი საკვლევი თემის მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულება.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური პოლიტიკის მეცნიერების მკვლევარის მომზადება, რომელიც პოლიტიკის მეცნიერების ქვედარგების, მათ შორის პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიების განვითარების ძირითადი ტენდენციების, კვლევის  მეთოდების  ცოდნის საფუძველზე შეძლებს ახალი ცოდნის შექმნას პოლიტიკური პროცესების, როგორც სოციალური ფენომენის,  ანალიზის, რეგულარობისა და კანონზომიერების დადგენის გზით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული გამოყენების ღირებულება.  ასევე, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს გამოუმუშაოს ერთის მხრივ, სალექციო კურსების დაგეგმვისა და წარმართვის უნარი, ხოლო მეორეს მხრივ, კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმართვის უნარები, რაც ემსახურება პოლიტიკის მეცნიერების დარგში ლიბერალურ-ჰუმანისტური ღირებულებებისა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების ხელშეწყობით ეპისტემური თემის გაფართოვებას.


პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს დასაქმება შეეძლება კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, სახელმწიფო და კერძო უწყებებში და უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ თანამდებობებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დისკუსია/დებატები;
  • პრაქტიკული მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზის მეთოდი;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ
  • ფორმატში ან ბიბლიოთეკაში; 
  • წერითი მუშაობის მეთოდი; 
  • პრეზენტაციების წარდგენა; 
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებულს აქვს:  

    • პოლიტიკის მეცნიერებების მნიშვნელოვან მიღწევებზე, მათ შორის პოლიტიკის როგორც ინტერდისციპლინარულ კვლევაზე და პოლიტიკური აზრისა და თეორიის სხვა ქვედარგებთან (მაგ. როგორიცაა პოლიტიკური ეკონომიკა და შედარებითი პოლიტიკა) მჭიდრო ბმაზე დამყარებული ცოდნა, რაც ხელს შეუწყობს არსებული ცოდნის გაფართოებას;
    • პოლიტიკის მეცნიერებებში არსებული ცოდნის, მათ შორის ისეთი საკითხების, როგორიცაა სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიზაცია, იდენტურობა და საერთაშორისო ურთიერთობების დინამიკის შიდასახელმწიფოებრივი წანამძღვრების ხელახალი გააზრება;
    • პოლიტიკის მეცნიერებების თანამედროვე კვლევებისა და მეცნიერული შესწავლისთვის მეთოდების, მათ შორის რაციონალური არჩევანისა და სოციოლოგიური მიდგომებით განპირობებული მეთოდოლოგიური განსხვავების, შეზღუდვებისა და ურთიერთკვეთის ცოდნა;
    • მეცნიერების ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი  საკითხების (სამყაროს მეცნიერული სურათის ტიპები, მათი სტრუქტურული თავისებურებები და ფუნქციები; სამყაროს მეცნიერული სურათის ევოლუცია; ევოლუციური პარადიგმების თავისებურებები; ისტორიული, სისტემური, სოციოლოგიური და ანთროპოცენტრისტული  პარადიგმების არსი; მეცნიერული პარადიგმების ცვლის მიზეზები) ცოდნა; 
    • სფეროს  თანამედროვე მიღწევებზე დამყარებული ცოდნა თვისებრივი მონაცემების შერჩევის სტრატეგიების, კვლევის დიზაინისა და კვლევის მეთოდოლოგიიის სფეროში;
      აქვს საუნივერსიტეტო სალექციო კურსების მომზადებისა და წარმართვის ტექნიკების ცოდნა სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიების  გათვალისწინებით

  • უნარი
    • კურსდამთავრებულს აქვს:
    • ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული ძირითადი კვლევითი მიდგომების, მათ შორის მკაფიო ანალიტიკური მოდელის, ისევე როგორც მეთოდოლოგიურ კომპლემენტარიზმზე ორიენტირებული ანალიტიკური მიდგომების შემუშავების უნარი;
    • პოლიტიკის მეცნიერებების სხვადასხვა თემატურ დარგში, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური რეჟიმები, დემოკრატია და დემოკრატიული ტრანზიცია, კონფლიქტები, საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა და პოლიტეკონომია,  კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელების და ზედამხედველობის უნარი;
    • სასწავლო სალექციო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
    • მეცნიერების ფილოსოფიის სფეროდან (ლოგიკური პოზიტივიზმი, ფალსიფიკაციის თეორია, სამეცნიერო რევოლუციები, მეცნიერული ინდუქცია, რეალიზმი) სხვადასხვა თეორიის მაკონსტრუირებელი არგუმენტების ცოდნა და არგუმენტის ვალიდურობის დადგენის უნარი მეცნიერების ფილოსოფიის სხვადასხვა თეორიის ურთიერთშედარების დროს;
    • აქტუალური, წინააღმდეგობრივი და პრობლემატური საკვლევი თემების, მიდგომების თეორიულ-სისტემური განხილვის საფუძველზე  კაუზალური კავშირის დადგენის უნარი პოლიტიკის მეცნიერებებში;
    • პროფესიულ საზოგადოებასთან, სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის აკადემიური სტანდარტების დაცვით პოლიტიკის მეცნიერებებში მეცნიერული კვლევითი მიგნებების შესახებ წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორს  შეუძლია დარგისთვის აქტუალური ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის საფუძველზე ახალი, ინტერდისციპლინური ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული კვლევის განხორციელება  რელევანტურ ღირებულებათა (აკადემიური  ეთიკის ნორმებისა და  კეთილსინდისიერების დაცვა, დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების განვითარება) დაცვით, ასევე, ძირითად  მეცნიერულ,  აკადემიურ და ჰუმანურ ღირებულებათა  აღიარების საფუძველზე ახალ ღირებულებათა  მოძიება/დამკვიდრება,   ასევე, ახალი კვლევითი პროექტების  ინიცირება და განხორციელება
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 04-25-2013
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 20-13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 50-19
    პროგრამის დეტალები:

    დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისათვის გამოიყენება  შეფასების შემდეგი სისტემა:
    ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი- 91% და მეტი;
    ბ) ძალიან კარგი (magna cum laude)  –  შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება - 81-90%;
    გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება - 71-80%;
    დ) საშუალო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს-61-70%;
    ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს-51-60%;
    ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს-41-50%, 
    ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს-< 40%

    სადოქტორო ნაშრომის სიტყვების რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 30 000 სიტყვით.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან.

    60 ECTS განკუთვნილია სასწავლო კომპონენტისათვის, სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია (ძირითად -45 ECTS და არჩევით -15  ECTS კურსებს, მათ შორის პროფესორის ასისტირება (სწავლების პრაქტიკა), რომელიც სავალდებულო ასარჩევია ყველა იმ დოქტორანტისთვის, რომელსაც  არა აქვს უსდ-ში შესაბამისი  გამოცდილება) სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით.

    სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტს - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

    დოქტორანტის კვლევითი კომპონენტის ეტაპებს მეთვალყურეობას უწევს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    SCNC7110მეცნიერების ფილოსოფია10 შემოდგომა/გაზაფხული
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 შემოდგომა/გაზაფხული
    LANG 7217აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის10 შემოდგომა/გაზაფხული
    POLI7110სპეციალობის მოდული პოლიტიკის მეცნიერებებში10 შემოდგომა/გაზაფხული
    POLI7115კვლევის მეთოდები და დიზაინი პოლიტიკის მეცნიერებებში10 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    45

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5
    MATH 7010კვლევის რაოდენობრივი მეთოდები10
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5
    INFO7110ელექტრონული სწავლების მართვის სისტემები5

    კრედიტების ჯამი:

    35

    კვლევითი კომპონენტი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    POLI7120სადისერტაციო ნაშრომი0 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    0










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი