eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მასობრივი კომუნიკაცია
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 0
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები მასობრივი კომუნიკაციის, საზოგადოებრივი ურთიერთობების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რომლებიც შეძლებენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის, (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და კვლევის კონცეფციის წარმოდგენას. სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონცეფციის ღირებულებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: -აქტუალურობა და კონცეფციის შესაბამისობა სკოლის მიერ გამოცხადებულ კვლევის თემატიკასთან ; -კონცეფციის ფარგლებში დამუშავებული ლიტერატურა; -კონცეფციაში წარმოდგენილი საკვლევი თემის მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულება.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური მასობრივი კომუნიკაციის მკვლევარის მომზადება, რომელიც მასობრივი კომუნიკაციის თეორიების, მოდელების, დარგის ძირითადი ტენდენციების, კვლევის მეთოდების ცოდნის საფუძველზე შეძლებს ახალი ცოდნის შექმნას კომუნიკაციის პროცესების, სხვადასხვა კონტექსტში მისი ეფექტურობის მექანიზმების შესახებ კვლევისა და კვლევის შედეგების და კანონზომიერებების გაანალიზების გზით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული გამოყენების ღირებულება. ასევე, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს გამოუმუშაოს ერთის მხრივ, სალექციო კურსების დაგეგმვისა და წარმართვის უნარი, ხოლო მეორეს მხრივ, კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმართვის უნარები, რაც ემსახურება მასობრივ კომუნიკაციებში ლიბერალურ-ჰუმანისტური ღირებულებებისა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების ხელშეწყობას.  
 
მასობრივი კომუნიკაციების დოქტორს დასაქმება შეეძლება კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, სახელმწიფო და კერძო უწყებებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ და კვლევით თანამდებობებზე. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დისკუსია/ დებატები;  
  • კრიტიკული ანალიზი;  
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;    
  • ლიტერატურის მიმოხილვა;  
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;  
  • წერითი მუშაობის მეთოდი;  
  • პრეზენტაციების წარდგენა;  
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი 
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • განიხილავს მასობრივი კომუნიკაციის მეცნიერების თეორიებს, მოდელებს, აუდიტორიის ანალიზის თავისებურებებს, მასობრივი კომუნიკაციის კვლევის მეთოდებსა და მასობრივი კომუნიკაციის კანონზომიერებებს; 
    • ახალი ცოდნის შექმნის მიზნით აფასებს საჭირო კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებისა და საკვლევის საკითხისადმი მისადაგების თავისებურებებს;
    • მიმოიხილავს სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის აკადემიური წერის თანამედროვე სტანდარტებსა და მექანიზმებს ;
    • განიხილავს საუნივერსიტეტო სალექციო კურსების სწავლების თავისებურებებს სწავლების მეთოდებისა და შეფასების თანამედროვე სტრატეგიების  გათვალისწინებით. 

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • მასობრივი კომუნიკაციების, მედიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ახალი ცოდნის შექმნის მიზნით დამოუკიდებლად გეგმავს და ახორციელებს თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევებს;
    • კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს მასობრივ კომუნიკაციებში არსებულ ცოდნას, მათ შორის მასობრივი კომუნიკაციის თეორიებს, მიდგომებს, აუდიტორიის, მოდელების, კომუნიკაციის ელემენტებს, სხვადასხვა კონტექსტში ეფექტური კომუნიკაციის განმსაზღვრელ მიდგომებს და ახდენს ახალი საკვლევი პრობლემატიკის იდენტიფიცირებას;
    • პროფესიულ საზოგადოებასთან, სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის აკადემიური სტანდარტების დაცვით მედიის, სტრატეგიული კომუნიკაციების მეცნიერული კვლევითი მიგნებების შესახებ ამყარებს წერილობით კომუნიკაციას და ერთვება პოლემიკაში პროფესიულ აუდიტორიასთან 
      გეგმავს და წარმართავს სასწავლო სალექციო საქმიანობას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • უზრუნველჰყოფს დარგისთვის აქტუალური ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის საფუძველზე ახალი, ინტერდისციპლინური ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული კვლევის განხორციელებას რელევანტურ ღირებულებათა (აკადემიური  ეთიკის ნორმებისა და კეთილსინდისიერების დაცვა, დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების განვითარება) დაცვით, ასევე, ძირითად  მეცნიერულ,  აკადემიურ და ჰუმანურ ღირებულებათა  აღიარების საფუძველზე ახალ ღირებულებათა  მოძიება/დამკვიდრებასა და ახალი კვლევითი პროექტების განხორციელებას. 

     

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-13-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 17
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 50-19
    პროგრამის დეტალები:

    დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისათვის გამოიყენება  შეფასების შემდეგი სისტემა:

    ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი- 91% და მეტი;
    ბ) ძალიან კარგი (magna cum laude)  –  შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება - 81-90%;
    გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება - 71-80%;
    დ) საშუალო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს-61-70%;
    ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს-51-60%;
    ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს-41-50%, 
    ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს-< 40%

    სადოქტორო ნაშრომის სიტყვების რაოდენობა განისაზღვრება არა ნაკლებ 30 000 სიტყვით. 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია და მოიცავს 60 ECTS (ძირითად  - 45 ECTS და არჩევით -15  ECTS კურსებს, მათ შორის პროფესორის ასისტირება (სწავლების პრაქტიკა), რომელიც სავალდებულო ასარჩევია ყველა იმ დოქტორანტისთვის, რომელსაც  არა აქვს უსდ-ში შესაბამისი  გამოცდილება) სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით.

    სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტს - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი. 

    დოქტორანტის კვლევითი კომპონენტის ეტაპებს მეთვალყურეობას უწევს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    METH7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 შემოდგომა/გაზაფხული
    LANG 7217აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის10 შემოდგომა/გაზაფხული
    COMM7115სპეციალობის მოდული მასობრივ კომუნიკაციებში10 შემოდგომა/გაზაფხული
    QUAL 7210თვისებრივი კვლევის მეთოდები10 შემოდგომა/გაზაფხული
    MATH 7010კვლევის რაოდენობრივი მეთოდები10 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    45

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5
    SCNC7110მეცნიერების ფილოსოფია10
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5
    INFO7110ელექტრონული სწავლების მართვის სისტემები5

    კრედიტების ჯამი:

    35

    კვლევითი კომპონენტი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COMM7130სადისერტაციო ნაშრომი0 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    0










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2025 საქართველოს უნივერსიტეტი