eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მასობრივი კომუნიკაცია
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები მასობრივი კომუნიკაციის, საზოგადოებრივი ურთიერთობების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რომლებიც შეძლებენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის, (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და კვლევის კონცეფციის წარმოდგენას. სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონცეფციის ღირებულებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: -აქტუალურობა და კონცეფციის შესაბამისობა სკოლის მიერ გამოცხადებულ კვლევის თემატიკასთან ; -კონცეფციის ფარგლებში დამუშავებული ლიტერატურა; -კონცეფციაში წარმოდგენილი საკვლევი თემის მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულება.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური მასობრივი კომუნიკაციის მკვლევარის მომზადება, რომელიც მასობრივი კომუნიკაციის თეორიების, მოდელების, დარგის ძირითადი ტენდენციების, კვლევის მეთოდების ცოდნის საფუძველზე შეძლებს ახალი ცოდნის შექმნას კომუნიკაციის პროცესების, სხვადასხვა კონტექსტში მისი ეფექტურობის მექანიზმების შესახებ კვლევისა და კვლევის შედეგების და კანონზომიერებების გაანალიზების გზით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული გამოყენების ღირებულება. ასევე, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს გამოუმუშაოს ერთის მხრივ, სალექციო კურსების დაგეგმვისა და წარმართვის უნარი, ხოლო მეორეს მხრივ, კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმართვის უნარები, რაც ემსახურება მასობრივ კომუნიკაციებში ლიბერალურ-ჰუმანისტური ღირებულებებისა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების ხელშეწყობას.  
 
მასობრივი კომუნიკაციების დოქტორს დასაქმება შეეძლება კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, სახელმწიფო და კერძო უწყებებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ და კვლევით თანამდებობებზე. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დისკუსია/ დებატები;  
  • კრიტიკული ანალიზი;  
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;    
  • ლიტერატურის მიმოხილვა;  
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;  
  • წერითი მუშაობის მეთოდი;  
  • პრეზენტაციების წარდგენა;  
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი 
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • მასობრივი კომუნიკაციის მეცნიერების თეორიების, მოდელების, აუდიტორიის ანალიზის, მასობრივი კომუნიკაციის კვლევის მეთოდებისა და მასობრივი კომუნიკაციის კანონზომიერებების შესაბ ცოდნა მათი ხელახალი გააზრების მიზნით 
    • ახალი ცოდნის შექმნის მიზნით საჭირო კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების ცოდნა  
    • სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის აკადემიური წერის თანამედროვე სტანდარტებისა და მექანიზმების ცოდნა 
    • საუნივერსიტეტო სალექციო კურსების მომზადებისა და წარმარვის ტექნიკების ცოდნა სწავლება შეფასების თანამედროვე სტრატეგიების  გათვალისწინებით; 

  • უნარი
    • მასობრივ კომუნიკაციებში, მედიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კონტექსტში ახალი ცოდნის შექმნის მიზნით თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელების უნარი  
    • მასობრივ კომუნიკაციებში არსებული ცოდნის, მათ შორის მასობრივი კომუნიკაციის თეორიების, მიდგომების, აუდიტორიის, მოდელების, კომუნიკაციის ელემენტების, სხვადასხვა კონტექსტში ეფექტური კომუნიკაციის განმსაზღვრელი მიდგომების კრიტიკული ანალიზის  სინთეზისა და შეფასების და ახალი საკვლევი პრობლემატიკის იდენტიფიცირების უნარი 
    • პროფესიულ საზოგადოებასთან, სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის აკადემიური სტანდარტების დაცვით მედიის, სტრატეგიული კომუნიკაციების მეცნიერული კვლევითი მიგნებების შესახებ წერილობითი კომუნიკაციისა და პროფესიულ აუდიტორიასთან პოლემიკაში ჩართვის უნარი  სასწავლო სალექციო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი 

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • მასობრივი კომუნიკაციების დოქტორს  შეუძლია დარგისთვის აქტუალური ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის საფუძველზე ახალი, ინტერდისციპლინური ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული კვლევის განხორციელება რელევანტურ ღირებულებათა (აკადემიური  ეთიკის ნორმებისა და კეთილსინდისიერების დაცვა, დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების განვითარება) დაცვით, ასევე, ძირითად  მეცნიერულ,  აკადემიურ და ჰუმანურ ღირებულებათა  აღიარების საფუძველზე ახალ ღირებულებათა  მოძიება/დამკვიდრება, ასევე, ახალი კვლევითი პროექტების განხორციელება. 
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-13-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 17
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-02-2019
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 50-19
    პროგრამის დეტალები:

    დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისათვის გამოიყენება  შეფასების შემდეგი სისტემა:

    ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი- 91% და მეტი;
    ბ) ძალიან კარგი (magna cum laude)  –  შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება - 81-90%;
    გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება - 71-80%;
    დ) საშუალო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს-61-70%;
    ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს-51-60%;
    ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს-41-50%, 
    ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს-< 40%

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. 
    60 ECTS განკუთვნილია სასწავლო კომპონენტისათვის, ხოლო 120 ECTS კრედიტი - კვლევითი კომპონენტისათვის. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია (სასწავლო კომპონენტების მოდული მოიცავს  ძირითად -45 ECTS და არჩევით -15  ECTS კურსებს, მათ შორის პროფესორის ასისტირება (სწავლების პრაქტიკა), რომელიც სავალდებულო ასარჩევია ყველა იმ დოქტორანტისთვის, რომელსაც  არა აქვს უსდ-ში შესაბამისი  გამოცდილება) სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. 
    სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტს - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.  
    დოქტორანტის კვლევითი კომპონენტის ეტაპებს მეთვალყურეობას უწევს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. 

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 შემოდგომა/გაზაფხული
    LANG 7217აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის10 შემოდგომა/გაზაფხული
    COMM7115სპეციალობის მოდული მასობრივ კომუნიკაციებში10 შემოდგომა/გაზაფხული
    QUAL 7210თვისებრივი კვლევის მეთოდები10 შემოდგომა/გაზაფხული
    MATH 7010კვლევის რაოდენობრივი მეთოდები10 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    45

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5
    SCNC7110მეცნიერების ფილოსოფია10
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5
    INFO7110ელექტრონული სწავლების მართვის სისტემები5

    კრედიტების ჯამი:

    35

    კვლევითი კომპონენტი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COMM7130სადისერტაციო ნაშრომი120 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    120










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი