eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფილოლოგია
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოლოგიის დოქტორი (PhD in Philology)
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში, რომლებიც შეძლებენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (upper-intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და კვლევის კონცეფციის წარმოდგენას და წარმატებით გაივლიან გასაუბრებას სპეციალობაში. სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) კანდიდატის კვლევით უნარებს; ბ) კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და ადამიანურ რესურსთან.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე ფილოლოგიის სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი ეთიკის კომპეტენციის, ლინგვისტიკის თეორიებისა და კვლევის მეთოდების რეალურ პრაქტიკულ კვლევებში სრულფასოვნად და მიზნობრივად გამოყენების უნარის მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც შეძლებს თანამედროვე ლინგვისტური აზროვნების სხვადასხვა პარადიგმისათვის რელევანტური ცოდნის ათვისებასა და გაანალიზებას, ლინგვისტური აზროვნების საზღვრების გაფართოებას - თანამედროვე ლინგვისტიკის სფეროში ახალი ცოდნის გენერირებასა და დანერგვა/განვითარებას, კვლევის განხორციელებას თანამედროვე ლინგვისტიკის აქტუალურ პრობლემებზე, საუნივერსიტეტო სალექციო კურსის/კურსების მოამზადებასა და წარმართვას სწავლება/შეფასების თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.
ფილოლოგიის დოქტორს შეუძლია, დასაქმდეს იმ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებში, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში, რომელთა საქმიანობის სფერო უკავშირდება თანამედროვე ფილოლოგიის პრობლემატიკას ან განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის დასმა და გადაჭრა
  • დისკუსია/დებატები
  • ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა
  • პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის უახლეს მიღწევებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომების ინტერდისციპლინური და ინტერპარადგიმული კონტექსტის ცოდნა;
    • თანამედროვე ლინგვისტიკის ძირითადი დარგების, მიმდინარეობების, თეორიების, ლინგვისტური აზროვნების პარადიგმების, ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომათა სპეციფიკის ცოდნა;
    • მეცნიერების ფილოსოფიის ცოდნა, რომელიც იძლევა, ერთი მხრივ, სამყაროს მეცნიერული სურათის შესახებ არსებული ცოდნის გაფართოების, მეორე მხრივ კი, სამყაროს მეცნიერული სურათის თავისებურებათა კვლევის შესაძლებლობას რელევანტური მეთოდების მიზნობრივი გამოყენებით;
    • მულტიდისციპლინურ კონტექსტში გააზრებული ცოდნა სამყაროს მეცნიერული სურათის სტრუქტურისა და ფუნქციების, კვლევის შემეცნებითი და სოციალური ნორმების თავისებურებების, ობიექტურობის, საფუძვლიანობისა და დინამიკურობის ცნებათა არსის, სოციალური და კულტურული ფუნქციონირების ზოგადი კანონზომიერებების სპეციფიკის შესახებ;
    • სოციალური რეალობის უახლეს კონცეფციათა და კვლევის თვისებრივ მეთოდების ცოდნა;
    • სფეროს თანამედროვე მიღწევებზე დამყარებული ცოდნა თვისებრივი მონაცემების შერჩევის სტრატეგიების, კვლევის დიზაინსა და კვლევის მეთოდოლოგიაში;
    • ინტერდისციპლინურ კონტექსტში გააზრებული პოზიტივისტური სოციალური მეცნიერების ალტერნატივათა თავისებურებების, ნორმატიული და ინტერპრეტაციული პარადიგმებისადმი ახლებური მიდგომების მახასიათებლების ცოდნა;
    • ეფექტური წერილობითი ტექსტის პროდუცირებისა და გამოსაქვეყნებლად მომზადების პროცესის თავისებურებათა, სამეცნიერო სტილის სპეციფიკის, აკადემიური პატიოსნებისა და პლაგიარიზმის არსის, ეფექტური პრეზენტაციის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ მარკერთა სპეციფიკის ცოდნა;
    • საუნივერსიტეტო სალექციო კურსების მომზადებისა და წარმართვის პრინციპებისა და ტექნოლოგიების ცოდნა სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიების გათვალისწინებით.

  • უნარი
    • ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის აქტუალური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების უნარი საკვლევი პრობლემის ღრმა და დეტალური ანალიზისთვის აუცილებელი და საკმარისი მეთოდების შერჩევითა და გამოყენებით;
    • ფილოლოგიის (ლინგვისტიკის) სფეროს ფარგლებში უახლეს მონაცემებზე კრიტიკული რეფლექსიის საფუძველზე ახალი, ინტერსუბიექტური, შემოწმებადი და დადასტურებადი ცოდნის გენერირების უნარი;
    • მეცნიერების ფილოსოფიის პრობლემების გაანალიზებისა და არგუმენტის ვალიდურობის დადგენის უნარი მეცნიერების ფილოსოფიის სხვადასხვა თეორიის ურთიერთშედარებისას;
    • მეცნიერების ფილოსოფიის სფეროდან (ლოგიკური პოზიტივიზმი, ფალსიფიკაციის თეორია, სამეცნიერო რევოლუციები, მეცნიერული ინდუქცია, რეალიზმი) სხვადასხვა თეორიის მაკონსტრუირებელი არგუმენტების მეშვეობით ლოგიკურად შესატყვისი დასკვნის გამოტანის უნარი;
    • თვისებრივი კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების, ემპირიული და თეორიული კვლევების პროცესში წარმოჩენილი რთული და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი მოსაზრებებისა და მიდგომების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე საკითხის შესახებ რელევანტური და მკაფიოდ არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების უნარი;
    • პრობლემის ანალიზისა და გადაჭრის ოპტიმალური გზის მოძიებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
    • სფეროს რელევანტური კვლევის მეთოდებთან დაკავშირებით დისკუსიისა და აქტუალური საკითხების ნათლად და დასაბუთებულად წარმოჩენის უნარი ახალი ცოდნის არსებულთან ინტეგრირების გზით;
    • ეფექტური წერილობითი ტექსტის პროდუცირებისა და გამოსაქვეყნებლად მომზადების უნარი სამეცნიერო სტილის სპეციფიკის, აკადემიური პატიოსნებისა და პლაგიარიზმის არსის, ასევე ეფექტური პრეზენტაციის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ მარკერთა სპეციფიკის გათვალისწინებით;
    • საკუთარი სწავლის შემდგომი პროცესის (უწყვეტი სწავლა) სწორი და ეფექტური დაგეგმვა და წარმართვა, აგრეთვე, სალექციო კურსის/კურსების მოამზადება და წარმართვა სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენებით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • ფილოლოგიის დოქტორს შეუძლია სფეროსთვის აქტუალური ინფორმაციის ინოვაციური სინთეზირება, ახალი ცოდნის გენერირებაზე ორიენტირებული კვლევის განხორციელება ფილოლოგიური აზროვნებისათვის რელევანტური ღირებულებების, აკადემიური ეთიკის ნორმებისა და კეთილსინდისიერების დაცვით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 09-01-2006
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 3
    პროგრამის განახლების თარიღი: 12-07-2019
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 43/19
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან.
    60 ECTS განკუთვნილია სასწავლო კომპონენტისათვის, ხოლო 120 ECTS კრედიტი - კვლევითი კომპონენტისათვის. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია (სასწავლო კომპონენტების მოდული მოიცავს ძირითად -45ECTS და არჩევით -15 ECTS კურსებს) სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით.
    სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტებს კი - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LANG 7217აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის10 0
    LING7210ენა სისტემურ-სტრუქტურული და ანთროპოცენტრისტული პარადიგმების ჭრილში10 0
    LING7330სადისერტაციო ნაშრომი ფილოლოგიაში120 0
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 0
    QUAL 7210თვისებრივი კვლევის მეთოდები10 0
    SCNC7110მეცნიერების ფილოსოფია10 0

    კრედიტების ჯამი:

    165

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10
    INFO7110ელექტრონული სწავლების მართვის სისტემები5
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5
    MATH 7010კვლევის რაოდენობრივი მეთოდები10
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5

    კრედიტების ჯამი:

    35










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი