eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სამართალმცოდნეობა
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: მალხაზ ბეგიაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

სამართალმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე მისაღებად, სკოლის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო თემატიკის გათვალისწინებით, ცხადდება კონკურსი საკვლევი თემატიკის მითითებით. სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს, ან საზღვარგარეთ ინგლისურენოვან ბაკალავრიატში/ მაგისტრატურაში/დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელ საბუთს ან ჩააბარებენ საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მისაღებ ინგლისური ენის გამოცდას, რომელშიც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 60%. პროგრამაზე მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს აკადემიური წერის სტანდარტების დაცვით შესრულებული კვლევის კონცეფცია. სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) კანდიდატის კვლევით უნარებს; ბ) კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და რესურსთან.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რაც მოიცავს სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის საჭირო უნარების განვითრებას. კერძოდ, კურსდამთავრებულს ეცოდნება სამეცნიერო კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია და მის საფუძველზე შეძლებს კვლევის დამოუკიდებლად წარმოებას, რითიც ხელს შეუწყობს სამართლის სფეროში ახალი ცოდნის დანერგვას და სამართლის დარგის მეცნიერულ განვითარებას. კურსდამთავრებულს ექნება უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უნარი. შედეგად, პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს სამართლის დარგში კვლევით და სამეცნიერო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში მეცნიერ/მკვლევარად ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ თანამდებობებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study);
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • აღწერს სამართლის უახლეს მიღწევებს, მათ შორის, სამართლის დოგმატიკისა და ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის უახლეს მიღწევებს, რაც არსებული ცოდნის გაფართოების საშუალებას იძლევა;
    • აღწერს სამართლებრივი კვლევის თანამედროვე მეთოდებს (მათ შორის, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებს);
    • ხსნის კვლევითი პროექტების ძირითად სტრუქტურას, კვლევითი პროექტის ფინანსურ კატეგორიებს, კვლევითი პროექტების შედგენის პროცესს;
    • აღწერს სწავლისა და სწავლების თანამედროვე თეორიებსა და სტრატეგიებს, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, მართვისა და შეფასების ეფექტურ მეთოდებს.

  • უნარი
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • სამართლის თეორიების გადაფასების შედეგად ჩამოაყალიბებს ახალ სამართლებრივ მიდგომებსა და იდეებს;
    • კრიტიკულად აანალიზებს, შეაჯერებს და აფასებს ახალ, რთულ და წინააღმდეგობრივ სამართლებრივ შეხედულებებისა და მიდგომებს;
    • დამოუკიდებლად იღებს მეცნიერულად არგუმენტირებულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების გადასაჭრელად;
    • სამართლის სფეროში დამოუკიდებლად გეგმავს და განახორციელებს სამეცნიერო კვლევას;
    • კვლევის პროცესში იყენებს სამართლებრივი კვლევის თანამედროვე მეთოდებს (მათ შორის, რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევის მეთოდებს);
    • მოიძიებს კვლევისთვის შესაბამისი დაფინანსების წყაროს და ადგენს კონკრეტულ კრიტერიუმებს მისადაგებულ კვლევით პროექტს;
    • იყენებს სწავლების თანამედროვე სტრატეგიებსა და მეთოდებს, გეგმავს, მართავს და აფასებს სალექციო კურსს;
    • არგუმენტირებულად და ნათლად წარმოაჩენს სამართლის სფეროში ახალ ცოდნას არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში;
    • წარმართავს დისკუსიასა და დებატებს სამეცნიერო საზოგადოებასთან სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებსა და კოლოქვიუმებში.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • გაიფართოვებს ცოდნას სამართლის სფეროში უახლესი მიღწევების შესწავლის და მათი კვლევის შედეგად განვითარებული ახალი იდეების საშუალებით;
    • აღიარებს კვლევის და პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას აკადემიური და პროფესიული სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-30-2006
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 4
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 46/20
    პროგრამის დეტალები:

    სადოქტორო ნაშრომის სიტყვების რაოდენობა განისაზღვროს არა ნაკლებ 30 000 და არა უმეტეს 50 000 სიტყვით. 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. სასწავლო კომპონენტისთვის განკუთვნილია 60 ECTS. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია. სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება - 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტებს კი - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10 0
    LAWBPHD8989სემინარი სპეციალობაში10 0
    LAWPHD9090სადისერტაციო ნაშრომი0 0
    MATH 7010კვლევის რაოდენობრივი მეთოდები10 0
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 0
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5 0
    QUAL 7210თვისებრივი კვლევის მეთოდები10 0

    კრედიტების ჯამი:

    50

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    LANG 7217აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის10
    LANG7210ტექსტის რეფერირება და თარგმანი10
    SCNC7110მეცნიერების ფილოსოფია10

    კრედიტების ჯამი:

    30









    პროგრამის რუკები


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი