eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერებები
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი:
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების/კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები. ამასთან, მათ მოეთხოვება სადოქტორო პროგრამაზე გამოცხადებული საკვლევი თემატიკის შესაბამისი კვლევის წერილობითი კონცეფციისა და ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. საკონსულტაციო საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კანდიდატის მიერ წერილობით და ზეპირი სახით წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობას კანდიდატის კვლევით უნარებთან ისევე, როგორც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სამეცნიერო თემატიკასა და რესურსთან.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სამეცნიერო კვლევის წარმოება და ახალი ცოდნის შექმნა კომპიუტერულ მეცნიერების დარგში, სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების, ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის მიზნით. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში აკადემიურ/ სამეცნიერო პოზიციებზე, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში ანალიტიკურ, IT მენეჯერულ და კომპანიის განმავითარებელი საქმიანობის ჯგუფებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია;

ახსნა-განმარტებითი მეთოდი;

დისკუსია / დებატები;

ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;

კრიტიკული ანალიზი;

ლექცია სემინარები;

პორტფოლიოს შედგენა;

პრაქტიკული მუშაობა;

პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა;

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება;

საკუთარი და სხვისი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;

სამეცნიერო კვლევების ჩატარება;

სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება;

სემინარების ჩატარება;

სიახლეთა გარჩევა;

შემთხვევის განხილვა;

წერითი მუშაობის მეთოდი.

 

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • • პედაგოგიკის საკითხების, სწავლისა და სწავლების თანამედროვე თეორიების, პრაქტიკული მეთოდების, შეფასების სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;

    • დარგის და კვლევის თემატიკის სპეციფიკის გათვალისწინებით კვლევის თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

    • აკადემიური სტილში სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პუბლიკაციის წერის პრინციპების ცოდნა;

    • ალგორითმების თეორიის სიღრმისეული ცოდნა;

    • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კვლევითი პროექტების მომზადების, მართვის, შეფასების საკითხების ცოდნა. სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და დაფინანსების სქემების ცოდნა.


  • უნარი
  • • თანამედროვე მეთოდების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი, ნაშრომის დამოუკიდებლად დაგეგმვის, შესრულებისა და შედეგების ეფექტურობის მონიტორინგის უნარი;

    • სხვისთვის სწავლების უნარი; შეძენილი მეცნიერული ცოდნის სტუდენტებისათვის გაზიარების უნარი;

    • პრობლემების გააზრების და მათი ალგორითმულად გადაწყვეტის  უნარი;

    • კვლევისთვის შესაბამისი დაფინანსების წყაროს მოძიების უნარი; კონკრეტული კრიტერიუმებს მისადაგებული კვლევითი პროექტების შედგენის უნარი; სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პროდუქციის (სტატია, მოხსენება, პოსტერის და სხვ.) მომზადების უნარი; სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების უნარი.

    • კვლევის მეთოდების გამოყენებით კრიტიკული ანალიზის, მიღებული შედეგების მეცნიერული შეჯერების უნარი.

    • ემპირიული და თეორიული კვლევების პროცესში განსხვავებული მოსაზრებებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზისა და მკაფიოდ არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების უნარი;

    • წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით როგორც საკუთარი, ასევე სხვა კვლევითი პროექტებსა და სამეცნიერო აქტივობაზე ობიექტური დასკვნის გაკეთების უნარი.

    • მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარი;

    • დარგის სპეციალისტებთან (და არასპეციალისტებთან) პროექტის/ სამეცნიერო სტატიის/ანგარიშის წარდგენის, დისკუსიის, აზრის აკადემიურად ჩამოყალიბებისა და მეცნიერულად დასაბუთების უნარი;

    • რთული და კომპლექსური ტექსტის კომპრესირების უნარი ანალიზისა და სინთეზირების გზით;

    • კვლევის თემატიკასთან დაკავშირებით ახალი ცოდნის, მეცნიერული დასკვნებისა და არგუმენტების ეფექტურად წარმოჩენის უნარი.

    • სწავლისა და სწავლების სფეროს უახლესი მიღწევების გათვალისწინებით პედაგოგიური პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;

    • კვლევის პროცესში დარგის ახალი მიღწევების მოძიებისა და შესწავლის უნარი.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • • სამეცნიერო საქმიანობა აღიქვას, როგორც საერთაშორისო პროცესის შემადგენელი ნაწილი, ხოლო კონკრეტული კვლევა – როგორც შედეგზე ორიენტირებული პროცესი;

    • დამოუკიდებლად მოიძიოს, გაანალიზოს და ორიგინალური  კვლევის მეთოდიკის საფუძვლად გახადოს დარგში მიღწეული უახლესი შედეგები;

    • კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო რეფერირების/ ექსპერტიზის პროცესში, რაც ობიექტურად შეფასების გარდა გულისხმობს სხვისი მიღწევების პატივისცემასა და განმავითარებელი რეკომენდაციების გაცემას.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 51/19
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამაზე მიღება ცხადდება სკოლის აკადემიური საბჭოს მიერ წინასწარ დამტკიცებულ კვლევითი თემატიკების მიხედვით. გამოცხადებული თემები შეესაბამება სკოლის სამეცნიერო ინტერესებს. აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს გამოცხადებულ კვლევით თემატიკასთან მიმართებაში საკუთარი კონცეფცია და აჩვენოს შესაბამისი კვლევისა და კომუნიკაციის უნარი.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა მოიცავს 60 ECTS სასწავლო და 120 ECTS კვლევით კომპონენტს.

    პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი პირველივე სემესტრიდან ერთვება კვლევით პროცესებში. სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო გეგმას სემესტრულად განიხილავს საკონსულტაციო საბჭო.

    სტუდენტი ვალდებულია დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად წარმოადგინოს:

    •       ორი სამეცნიერო პუბლიკაცია (გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული);

    •       გაკეთებული ჰქონდეს ზეპირი მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0001კვლევა120
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10 0
    INFO7020ალგორითმების თეორია15 0
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5 0
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 0
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5 0

    კრედიტების ჯამი:

    160

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO7015სახეთა ამოცნობის მანქანური ალგორითმები10
    INFO7025დიდ მონაცემთა სისტემებზე დაფუძნებული მანქანური სწავლება10
    INFO7210რთული სისტემების სტრუქტურული ანალიზი10
    MATH7020მათემატიკური მოდელირება10

    კრედიტების ჯამი:

    40










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი